მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79741.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ასეთ მეუღლეთა შორის ხორციელი კავშირი ცოდვად ან მრუშობად არ ჩაითვლება.
"Between such spouses carnal intercourse is not considered a sin or fornication".
79742.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სხვა ცოლებთან ურთიერთობაც ცოდვად არ ჩაითვლება, ვინაიდან „ასეთი სიყვარული მხოლოდ ტრედთა კურკურია“.
"Relations with another's wife will not be considered a sin, for 'such love is only the cooing of dove'.
79743.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სული ჩვენი უკვდავია, მარადიული: იგი მუდმივ იყო, მაგრამ არ ვიცით, რამდენ ხანს და რომელს ცხოველში ჰბუდობდა.
"Our soul is immortal, eternal: it always has been, but we do not know for how long and in what animal it has resided".
79744.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შემდგომ ჩვენი სიკვდილისა, თუ „ღვთის კაცი“ ერთგულად ასრულებდა ღვთის მცნებას, მისი სული გარდაიქცევა ანგელოზად.
"After our death, if a 'man of God' has truly fulfilled God's commandment, his soul will be transformed into an angel".
79745.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ხოლო თუ იგი ცოდვილი იყო, მისი სული ჩაუდგება იმის ხასიათის მსგავს ცხოველს ან ბავშვს, რომელიც უწმინდურად ითვლება. სანამ ჩვენებურად არ მოინათლება.
"And if he has been a sinner, his soul will become that of the appropriate animal or of a child who is considered unclean, until he is baptised according to our custom".
79746.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ღმერთი ერთია, მაგრამ იგი და ძე მისი ქრისტე ხშირად განსახიერდებიან ერთს ან რამდენიმე წმინდა ადამიანში.
"God is one, but He and His son Christ are often incarnated as one or several holy men".
79747.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– იესო ქრისტე ჩემისთანა მომაკვდავი იყო, იგი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა და იერუსალემში იქნა დამარხული.
"Jesus Christ was mortal as we are, he died a natural death and was buried in Jerusalem".
79748.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე გრიშკამ თავიანთი ღმერთი უფალი, რამდენიმე წმინდანი, ქრისტე, მოძღვარნი და წამებულნი გაიხსენა.
Then Rasputin discussed his Lord God, several saints, Jesus Christ, father of the church, and martyrs.
79749.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ფილიპოვი, რომელიც ვითომ ზეცად ამაღლდა, ივანე სუსლოვი, პროკოპი ლუპკინი, ანდრეი პეტროვი, დედაკაცი ტატარინოვისა.
Filippov, who was supposed to have gone straight to heaven, Ivan Suslov, Prokopi Lupkin, Andrei Petrov, Tatarinova.
79750.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ავაკუმი, კოპილოვი, კატასონოვი და მრავალნი სხვანი, რომელთაც თავი დასდეს ღვთის კაცთა წმინდა და ჭეშმარიტ ეკლესიისთვის.
Avvakum, Kopilov, Atasonov, and many other men of God who had sacrificed themselves for the holy and true church.
79751.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
ბოლოს, თავისი თავიც გაიხსენა: – ერთხელ ვიხილე ცანი განხმულნი და სული ღვთისა გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა; და მოვიდა იგი და დამადგრა.
Finally he talked of himself: "Once I saw the heavens open and the spirit of God descending like a dove towards me; and it came and stood over me".
79752.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და ხმა იყო ზეცით, და სთქვა: გრიგოლ, შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო გიყავ, და მეყვსეულად სულმან გამიყვანა უდაბნოდ და ვიყავ მუნ დღესა სამიოცი.
And there was a voice from heaven, which said: 'Grigory, you are my beloved son whom I have blessed,’ and the spirit took me straight to a desert and I was there for sixty days'.
79753.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– და გამოვიცადებოდე ეშმაკისაგან, და ვიყავ მუნ მხეცთა თანა, და ანგელოზნი მმსახურებდეს მე.
"And I was tempted by the devil and I was surrounded by wild beasts, and angels served me".
79754.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„და ვჭამდი მუნ მკალსა და თაფლსა ველურსა“.
"And I ate only locusts and wild honey".
79755.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე სულის წასაწყმედი ცდუნებანი - ეშმაკნი, ქალნი და ქაჯნი გაიხსენა.
Then he talked of temptations that besieged his soul, of devils, women, and sorcerers.
79756.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
„რომელნი მოსრულ იყვნენ წაწყმედად გრიგოლისა“, და მრავალი თავისი სასწაულმოქმედება.
"Who had come to destroy Grigory" and of many other miraculous things.
79757.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ყაზანში ვნახე მრავალი კეთროვანნი და ცოდვილნი, რომელთა სულსა შინა ეშმაკნი ბუდობდნენ, და ვრქვი ერთსა; პირი დაიყავ და განვედ მაგისაგან!
"In Kazan I saw many lepers and sinners possessed by devils, and I said to one of them: 'Open your mouth and go hence from him'.
79758.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– და დასცა იგი სულმან მან არაწმინდამან, და ხმა ჰყო ხმითა დიდითა და განვიდა მისგან.
"And the unclean spirit surrendered and made a loud noise and departed from him".
79759.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– და განჰხდა ამბავი ეშმაკთა განმდევნელის გრიგოლისა ყოველსა მას სოფელსა და ქალაქსა რუსეთისასა.
"And the news of Grigory's chasing out of devils spread to every village and city in Russia".
79760.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– სარატოვში ერთი მონაზონი დავრდომილიყო მხურვალებითა, და მითხრეს მე მისთვის.
"In Saratov a nun was stricken with fever and I was told about it".