მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79761.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– და მოვედ, და ვუპყარ ხელი ჩემი, და აღვადგინე იგი, და მეყვსეულად დაუტოვა იგი მხურვალებამან მან, და აღჰსდგა და გვმსახურებდა ჩვენ.
"And I came and laid my hand upon her and raised her up, and the fever left her immediately, and she arose and became my servant".
79762.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– და ვითარ შემწუხრდებოდა და მზე დაჰვიდოდა, მოჰყვანდნენ ჩემდა ყოველნი სნეულნი და ეშმაკეულნი.
"And when it became dark and the sun was setting they brought to me all the sick and the possessed".
79763.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– და ყოველი ქალაქი, და ყოველნი დედაკაცნი შეკრებულიყო წინაშე ჩემისა და განვკურნე ყოველნი ბოროტთაგან სენთა, და თითო სახეთაგან სნეულებათა.
"And every city and every woman had gathered before me and I cured them all of evil sicknesses and from every kind of illness".
79764.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– და არა უტევებდი სიტყვათა ეშმაკთ მათ, რამეთუ იცოდეს ვითარმედ მე ქრისტე ვარ.
"And I did not forgive the words of their devils, so that they should know that I am Christ".
79765.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– და ვრქვი მოწაფეთა ჩემთან მოვედით და წარვიდეთ მახლობელსა დაბნებსა და ქალაქებსა, რათა მუნ ვუქადაგოთ და განვდევნოთ სნეულთაგან ეშმაკნი, რამეთუ ამისთვის მოვივლინე.
"And I said to my disciples: come and travel the nearby villages and towns, so that you may preach there and drive devils from their bodies, for this is why I have been sent".
79766.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– და ვქადაგებდი შესაკრებელთა მათთა და ყოველსა რუსეთსა, და ეშმაკთა განვასხმიდი.
"And I preached to their gatherings and to all Russia, and freed them of devils".
79767.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
მერმე წმინდა გრიგოლი ასწავებდა მოწაფეთა თვისთა.
Then the holy Rasputin taught his disciples.
79768.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ვითარმედ აღმსრულებულ არს ჟამი, და მოახლოვებულ არს სასუფეველი ღვთისა, შეინანეთ და გრწმენინ ჩემისა.
"Since the time has come and the reign of God is approaching, repent and believe in me".
79769.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მოვედინ და შემომიდეგით მე და გყვნენ თქვენ მესათხევლე კაცთა. და მე ნათელგცემთ თქვენ სულითა წმინდითა.
"I have come and stand before you and have made you fishers of men, and I baptise you in the name of the Holy Ghost".
79770.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– და მე განჰგკურნონ ყოველნი ბოროტთაგან სენთა, და განვხსცნა ეშმაკნი, და დავსცე სულნი არაწმინდანი, და დავამკვიდრო სულთა თქვენთასა – დედანო, ძმანო და დანნო ჩემნო!
"And I shall cure you of all evil diseases and will relieve you of devils and will strike down unclean spirits and will strengthen your souls–my mothers, brothers, and sisters!"
79771.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– მშვიდობა მარადიული, შვება სამოთხისებური, ლხენა ზეციური, სიყვარული დაძმური და ალერსი მამაშვილური.
"Eternal peace, the bliss of paradise, heavenly delights, brotherly love, and filial affection".
79772.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და შემდგომად დუმილისა მიმოიხედა წმინდა მოძღვარმა გარემოს მისა მოწაფეთა თვისთა მსხდომარეთა, და ჰრქვა.
And after a silence the holy confessor looked round his seated disciples and said.
79773.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– აჰა, დედანი ჩემნი, და დანი ჩემნი, და ძმანი ჩემნი, რამეთუ რომელმან ჰყოს ნება ჩემი, მან ჰყოს ნება უფლისა ჩვენისა, და ესე არს ძმა ჩემი და დაი ჩემი, და დედა ჩემი.
"Aha, my mothers, and my sisters, and my brothers, for whoever does my will, does our Lord's will, and is thus my brother and my sister and my mother".
79774.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ძვირფასო დედანო, ძმანო და დანნო ჩემნო!
"Dear mothers, brothers, and sisters of mine!"
79775.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– ილხენდეთ ვითარცა ცასა შინა, რამეთუ თქვენთან არს ძე ღვთისა და სული წმინდა!
"Delight as if in heaven, for the son of God and the Holy Ghost is with you!"
79776.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– შეიყვარებდეთ ურთიერთ, ვითარცა სამოთხესა შინა, და კურკურებდეთ ვითარცა ტრედნი.
"Love one another, as in paradise, and coo like doves".
79777.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– რამეთუ ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: არა არს სიყვარულსა მშობლიურსა და დაძმურსა შინა არცა ცოდვა, არც მრუშვა, არცა სიძვა.
"For I say unto you truly: there is no sin or lust or whoring in brotherly or filial love".
79778.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– განვედ ჩვენგან ყოველნი ეშმაკნი, კეთროვანნი, სნეულნი და სულნი ცოდვილნი!
"May all devils, lepers, sinful diseased souls depart from us!"
79779.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
– განვედ! განვედ! – ერთხმად უპასუხეს ღვთის კაცებმა.
"Depart! Depart!" the men of God responded as one.
79780.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
წმინდა გრიგოლი უცნაურად აინთო, აისვეტა და ცას მისწვდა.
The holy Rasputin became strangely inflamed, stood bolt upright, and reached for the heavens.