მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79841.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და მოიტაცის მანქანებამან ეშმაკისამან ძე ღვთისა, წმინდა მოციქული, მოძღვარი, პატრიარქი და მეფე თვითმპყრობელი სრულიად რუსეთისა – გრიშკა რასპუტინი.
And the devil's locomotive took away the son of God, the holy disciple, the leader, patriarch, and autocratic monarch of all Russia–Grigory Rasputin.
79842.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მესამე
და მეყვსეულად წარვიდნენ და დაიშალნენ მოწაფენი მისნი კვლავ წმინდისა მოძღვრებისა საქადაგებლად, საიდუმლო სერობისა განსამეორებლად და ძისა ღვთისა სადიდებლად.
And his disciples immediately left and scattered in order to preach the doctrine of the holy teacher, to repeat the Last Supper, and to magnify the son of God.
79843.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აქა ამბავი ამხანაგობის ბუდის მოშლისა.
The Break-Up of the Comrades’ Lair.
79844.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რასპუტინი რომ იერუსალემში გაემგზავრა, კვაჭი კვაჭანტირაძემ და მისმა მეგობრებმაც ცხადად იგრძნეს დაობლება.
When Rasputin set off for Jerusalem, Kvachi Kvachantiradze and his friends definitely felt that they had been orphaned.
79845.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭს თითქოს ფეხქვეშ საძირკველი გამოეცალა.
The ground seemed to have crumbled beneath Kvachi’s feet.
79846.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ობლობა იგრძნო და თავის თავს ჰკითხა: – აჰ, რა მემართება აი?
He felt orphanhood, and asked himself: "What is happening to me"?
79847.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ფული ბევრი მაქვს და ნაცნობ–მფარველიცა მყავს.
I’ve got lots of money and I have people I know who will protect me.
79848.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თუ ჩემმა მტრებმა გაიღვიძეს და მიჯიკავეს, აქ არ არიან მეფე–დედოფალი და ათასი წარჩინებული და დიდებული, რომელნიც გუშინღამ ჩემს ღიმილს ეძებდენ.
If my enemies wake up and go for me, don’t I have the Tsar and Tsaritsa and a thousand dignitaries and grandees who only last night were hoping to get a smile from me.
79849.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი ასეთი ფიქრებით იმშვიდებდა გულს, მაგრამ უხილავი შიში მაინც არ ჰშორდებოდა და გულს უღრღნიდა.
Such thoughts enabled Kvachi to find peace again, but an intangible fear still haunted him and gnawed at his heart.
79850.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სადგურიდან რომ დაბრუნდა, შინ არავინ, აგენტის ხაინშტეინის გარდა, არ დაუხვდა.
When he got back from the station, there was nobody to meet him except Chainstein’s agent.
79851.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბანკები ისევ იმუქრებიან, აქციებს გაგიყიდითო.
The banks threaten they’ll sell your shares.
79852.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმოდენა აქციები რომ ბირჟაზე გაიტანონ, უარესად დაეცემა ფასი.
If they unload that amount of shares on the stock exchange, the price will go down even more.
79853.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გაჰყიდეთ აქციები და შეიტანეთ ფული ბანკებში, მეტი გზა არ არის.
Sell shares and put the money in the bank: there’s no alternative.
79854.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შედეგი იგივე იქნება.
The outcome will be the same.
79855.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აქციების ფასი დაიწევს.
The share price will fall.
79856.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაშ, რა ვქნათ? ამოდენა ნაღდი ფული სად ვიშოვო?
Then what are we to do? Where can I lay hands on so much cash?
79857.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აქციების პორტფელი განუსს ან გინცს დაუგირავეთ.
Mortgage your share holdings with Ganus or Gintz.
79858.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი და ხაინშტეინი მთელი დღე ბანკებში, ბირჟაზე და ფულიან ხალხში სტრიალებდნენ, მაგრამ ყველგან იდუმალ და უძლეველ კედლებს აწყდებოდნენ.
Kvachi and Chainstein spent the entire day with the banks, the stock exchange, and the financiers, but everywhere they came up against secret and insurmountable obstacles.
79859.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბოლოს იდუმალ ხაფანგში ფართხალით დაღლილი კვაჭი თავის მრჩეველს, ხაინშტეინს გაჰყვა, რომელმაც იგი გინცის მიერ ნაჩვენებ გზით წაიყვანა.
Finally, tired of flailing about in this mysterious trap, Kvachi followed his adviser Chainstein, who was leading him down a path marked out by Gintz.
79860.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ზოგი აქციები დააგირავა, ზოგი გაჰყიდა, ზოგი გამოისყიდა და ზოგიც იყიდა, მაგრამ ბოლოს მაინც ფული შემოაკლდა.
He mortgaged some shares, sold others, cashed in some and even bought a few, but he still ended up short of money.