მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79901.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აპა, გატრიალდით! გეიგეთ ყოლიფერი?
Right, get a move on! Have you understood everything?
79902.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეს ნამდვილად ადვილი საქმეა!
This is a really easy job!
79903.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შენ სხვა ნურაფერს მომთხოვ.
Don’t ask me to do anything different.
79904.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბესო! აპა, დატრიალდი.
Beso! Right, get into action.
79905.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვინცხა მდიდარი კაცი იშოვე და ხვალვე ყოლიფერი მიჰყიდე რაც გვაქვს.
Find someone rich and sell him everything we have by tomorrow.
79906.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რა სთქვი? ტანიასია ყოლიფერი?
What? It all belongs to Tania?
79907.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვიცი, მარა რა დროს ტანიაა.
I know, but there’s no time for Tania.
79908.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კი, ავეჯიც, ცხენებიც, ავტომობილიც გაყიდე, ყოლიფერი, ყოლიფერი!
Yes, the furniture too; sell the horses, the motor car, everything, the lot.
79909.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დეიმზადე შორი გზისთვის... წასვლა არავის გააგებიოთ.
Get ready for a long journey… Don’t let anyone know we’re leaving.
79910.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აპა, დატრიალდი.
Right, get moving.
79911.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეც ერთ პატარა საქმიზა წავალ... ჯალილ, ჩქარა ჩამაცვი!
I’ve a little job to attend to… Jalil, get me dressed quickly.
79912.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აბა, ჩქარა! დატრიალდით!
Be quick about it! Get a move on.
79913.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
და კვაჭი ჯერ ერთ მინისტრს ეწვია: – მათს მაღალაღმატებულებას არა სცალიან.
Then Kvachi went to see a minister: "Their excellency has no time to spare".
79914.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი მეორესთან გაიქცა: – მათი ბრწყინვალება შინ არ გახლავთ.
Kvachi ran off to see a second minister: "Their radiance is not at home".
79915.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი მიტროპოლიტს მიადგა: – მათი უწმინდესობა ავად ბრძანდება.
Kvachi visited the metropolitan bishop: "Their holiness is indisposed".
79916.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კიდევ ხუთიოდე დიდებულს და წარჩინებულს მიადგა, მაგრამ ყველა კარები დაკეტილი დაუხვდა, ყველამ ზურგი შეაქცია და მისი მადლი დაივიწყა.
He did the rounds of five or six more dignitaries and highranking officials, but found all doors were closed to him, all had turned their backs on him and had forgotten his graciousness to them.
79917.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კაი! – წამოიძახა გამწარებულმა კვაჭმა.
"Well," exclaimed an embittered Kvachi.
79918.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რაკი ყველა გზები მომიჭრეს და ყველა კარები დამიკეტეს, უკანასკნელ კარებს მივაწვები და, თუ იგი ცხვირში მოხვდა ვინმეს, ეს ჩემი ბრალი ნუღარ იქნება.
As they’ve blocked all my paths and shut every door in my face, I’ll lean on one last set of doors, and if I give someone a punch in the nose it won’t be my fault.
79919.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმავე დღეს განუსის მეუღლეს ეწვია და უთხრა: – ყური მიგდე, ჩემო ტურფავ!
That same day he went to see Ganus’s wife and told her: "Listen to me, my lovely".
79920.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩემმა მტრებმა ჩემი ცოცხლად დამარხვა განიზრახეს.
My enemies are trying to bury me alive.