მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79861.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაინც იხჩობოდა, მაინც ვერ გამოსტოპა იმ ჭაობიდან და სამშვიდობოს ვერ გამოვიდა.
He was still drowning and unable to wade out of the bog and find any peace.
79862.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მის მიერ გაყიდულ აქციებს მეორე დღიდანვე ფასი ემატებოდა, ნაყიდ აქციებს კი უფრო აკლდებოდა.
The shares he sold rose in value the very next day, while the shares he bought went down in value.
79863.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დღე დღეს მისდევდა, წაგება – წაგებას და კვაჭიც უფრო მეტად იხლართებოდა უჩინარ ქსელში, რომელიც ბოლოს ხილულ გაკოტრებად უნდა გადაქცეულიყო.
As day followed day, losses followed losses and Kvachi found himself more and more entangled in an invisible web which would finally end with visible bankruptcy.
79864.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უკანასკნელ დღეებში მას უფრო ხშირად და ხშირად ესმოდა: – განსხვავება შეავსეთ... შემოიტანეთ... გადაიხადეთ...
In the final days he heard more and more often the words: "Pay up the difference… Pay in… Transfer"…
79865.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიც უაზროდ და უმიზნოდ ფართხალებდა გაკოტრების ბადეში და თუთიყუშივით იმეორებდა: – გაჰყიდეთ!.. დააგირავეთ!.. იყიდეთ! გამოისყიდეთ!.. შეიტანეთ!.. გამოიტანეთ!..
Kvachi was flailing about to no purpose and with no sense in a net of bankruptcy, repeating like a parrot: "Sell! Mortgage! Buy! Redeem! Pay in! Pay out"!
79866.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბოლოს, თვალები გაახილა, ყველაფერი დაინახა და გაიგო.
Finally he opened his eyes, saw and realized everything.
79867.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გაიგო და დაიღრიალა: – მიშველეთ! ვიღუპები! დამეხმარეთ!
He understood and cried out: "Help me. I’m ruined! Help me".
79868.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაგრამ გვიანღა იყო.
But it was too late.
79869.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დახმარების მაგიერ ყოველი მხრით უარესად დააყარეს.
Instead of help, people rushed him even more from all sides.
79870.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი ჯერ ელენეს ეცა, მერმე ტანიას, მაგრამ „არკადიაში“ მომხდარი საქვეყნო სირცხვილისა და რასპუტინის წასვლის შემდეგ ორივენი უცხოეთში გაპარულიყვნენ.
Kvachi turned first to Elena, then to Tania, but after the public scandal in the "Arcadia" and Rasputin’s departure, the two of them had quietly gone abroad.
79871.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭისთვის მოკლე ბარათი დაეტოვებინათ: „ჩვენო ძვირფასო მეგობარო! მას შემდეგ რაც „არკადიაში“ მოხდა, ჩვენ აქ აღარ დაგვედგომება“.
They left Kvachi a brief note: "Dear friend, After what happened in the Arcadia, we can’t stay here any more".
79872.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დროებით ევროპაში მივდივართ და შენც გირჩევთ თავი მოარიდო აქაურობას.
We’re going to Europe for a while; we advise you to remove yourself, too.
79873.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
საცხოვრებელი ქალაქი ჯერ არჩეული არა გვაქვს.
We haven’t yet decided what city we’ll stay in.
79874.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ნახვამდის! ღმერთმა ხელი მოგიმართოს, თუმცა... ორივეს ბევრი რამე გვაქვს სათქმელი, მაგრამ სხვა დროისთვის გადავდეთ.
Goodbye. May God stretch out a protective hand to you, but… we both have lots to tell you, but we’ll put it off for another time.
79875.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შენი ტანია და ელენე.
Your Tania and Elena.
79876.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გინცმა და განუსმაც ცივი წყალი გადაასხეს.
Gintz and Ganus poured a cold water over him.
79877.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭმა რამდენჯერმე კიდევ გაიფართხალა, რამდენჯერმე გაიქნია ხელ–ფეხი და მშვიდად გარდაიცვალა ბირჟისთვის.
Kvachi convulsed a few more times, waved his limbs about a couple of times, and quietly died as far as the stock market was concerned.
79878.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი საქმის კაცი, კვაჭი ფინანსისტი, კვაჭი ბირჟის მფლობელი – გახდილ და განაწილებულ იქმნა გინცის, განუსის და მათი აგენტების მიერ.
Kvachi the businessman, Kvachi the financier, Kvachi the shareholder was stripped and divided up by Gintz, Ganus, and their agents.
79879.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იჯდა დაღვრემილი სილიბისტროს ერთა და თავში ხელს იცემდა, თანაც ფიქრობდა: „განიყვეს სამოსელი ჩემი და კვართსა ჩემსა ზედა იყარეს წილი“.
Silibistro’s son and heir sat plunged in gloom, hitting his head with his hand and thinking, "They stripped me of my raiment and played dice for my tunic".
79880.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმავე დღეს კვაჭს თავთ წაადგნენ მისი ამხანაგები: – სედრაკ, მიშველე!
That day Kvachi was surrounded by his comrades: "Sedrak, help me"!