მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79921.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამ ჭუჭყიან საქმეში შენი ქმარიც ჩაერია.
Your husband is mixed up in this dirty business.
79922.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მე კეთილშობილი და პატიოსანი კაცი ვარ, მაგრამ საფლავში ნებაყოფლობით მაინც არ ჩავალ.
I’m a decent respectable man, but I’m not going to my own funeral of my own free will.
79923.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყველა გზები მოჭრილი მაქვს და ჩემი უკანასკნელი იმედი შენა ხარ: შენ უნდა მომეშველო.
All my paths have been blocked, and you’re my last hope: you’ve got to help me.
79924.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თორემ შენი წერილებით, აი ამ წერილებით შენს ქმართან მივალ და...
Or else I’ll come and see your husband with these letters and…
79925.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ნუ აღელდი, დამშვიდდი და ყური მიგდე.
Don’t get upset, calm down and listen to me.
79926.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩემი დახმარებით შენმა ქმარმა ხუთი ვაგონი ოქრო მოიგო.
I helped your husband to get hold of five wagon-loads of gold.
79927.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეხლა კი ჩემი ჯერია, ეხლა მე მჭირდება დახმარება.
Now it’s my turn, now I need help.
79928.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რაო? როგორ უნდა დამეხმარო?
What? How can you help me?
79929.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ფული უნდა მასესხო... რა სთქვი?
You’ve got to lend me money… What did you say?
79930.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამდენს ვერ იშოვნი?
You can’t get hold of that much?
79931.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შენ დიდძალი საკუთარი ქონება გაქვს, ქმარიც ხელში გყავს.
You’ve got enormous property of your own, you can run rings round your husband.
79932.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თუ გინდა, ეგ ფული მერმე ქმრის ჯიბიდან შეივსე...
If you want to, you can get the money back from your husband’s pocket.
79933.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შევსება არ გინდა?
You don’t want to fill?
79934.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაშ, თუ გნებავს, ნუ შეივსებ.
Well, if you don’t want to, don’t fill.
79935.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მე ჩემი მომეცი და შენ კი როგორც გენებოს, ისე მოურიგდი შენს ბებერ ქმარს.
Give me my share and sort out your old husband any way you like.
79936.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაშ, ხვალ მოვიდე? მაშ, ხვალამდის!
So I can come back tomorrow? Goodbye until tomorrow.
79937.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამავე დროს გაბო ჩხუბიშვილის მეთაურობით ამხანაგები რედაქციებს მოედვნენ.
At the same time Gabo Chkhubishvili led the other comrades round the newspaper offices.
79938.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთ გაზეთს ათასმანეთიანი განცხადება მისცეს იმის შესახებ, ვითომ ცარევო–კოკშაისკში რაღაც საჯარო ვაჭრობა იმართებოდა, და თან გუშინდელ შენიშვნაზე ისეთი განმარტება დააწერინეს, ვითომ ის შენიშვნა ჰგულისხმობდა ვიღაც არარსებულს თავად კონსტანტინე კიმუჩაძეს.
At one newspaper they placed a one-thousand-rouble advertisement announcing a public auction at Tsarevo-Kokshaisk, and also had a correction printed to a report the previous day, saying that the report referred to a nonexistent Prince Konstantin Kimuchadze.
79939.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეორე გაზეთსაც ადვილად მოურიგდნენ.
The next newspaper was easily dealt with.
79940.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენი სეკუნდანტები დაასახელეთ.
Name your seconds for the duel.