მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79961.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დაფეთებული ჭიპი კვაჭის კუპეში შევარდა: – დევიღუპეთ!.. დაგვიჭირეს!.. გეიგეს.
Chipi rushed in a panic to Kvachi’s compartment: "We’re finished! We’ve been caught… They’ve realized"!
79962.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი არ შეშინებულა, მხოლოდ შუბლი შეიჭმუხნა, ჩაფიქრდა და შემდეგ დინჯად უბრძანა: – ნუ გედირევით, „გაშტიკინდით!“ იცოდეთ, მე რუსული არ ვიცი.
Kvachi seemed not to be perturbed; he furrowed his brow, though, became pensive, and then gravely gave orders: "Don’t panic, "stand up straight"! Remember I don’t know Russian".
79963.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სედრაკ, შენ ჩემი მდივანი და თარჯიმანი ხარ.
Sedrak, you’re my secretary and interpreter.
79964.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შენ, ბესო, ჩემი ექიმი ხარ.
Beso, you’re my doctor.
79965.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აქ რაცხა ამბავია.
Something’s up.
79966.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ფრთხილად! ქართულის მცოდნეს არ წავაწყდეთ.
Just be careful! We don’t want to come across anyone who knows Georgian.
79967.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩვენი შიფრით ილაპარაკეთ.
Talk in our code.
79968.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აბა, სთხოვე მობრძანდეს!
Right, ask him to come in!
79969.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი სავარძელზე გაწვა და ქარვის ყალიონი გააბოლა.
Kvachi lounged in his seat and puffed at his amber pipe.
79970.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ადიუტანტმა მოხდენილი სალამი მისცა: – მაქვს პატივი გაუწყოთ, რომ მათი აღმატებულება სალამს გიძღვნით და გთხოვთ პატივი დასდოთ მათ და სადილად ეწვიოთ.
The adjutant greeted him politely: "I have the honor to inform you that his excellency sends his greetings and asks you to do him the honor of dining with him".
79971.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყველას გულს მოეშვა.
Everyone breathed a sigh of relief.
79972.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სედრაკმა ადიუტანტის თხოვნა და სალამი ქართული შიფრით გადაუთარგმნა.
Sedrak translated the adjutant’s greeting and request in coded Georgian for Kvachi.
79973.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭმა ოდნავ ჩაიღიმა: – აკი გითხარით, აქინე რაცხა ამბავია–თქვა?
Kvachi smiled subtly: "I told you that there is something up, didn’t I"?
79974.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მადლობა გოდუხადე და მოახსენე, რომ ჩემმა ექიმმა ვაგონიდან გასვლა ამიკრძალა, რადგან ავადა ვარ–თქვა.
Thank him on my behalf and tell him that my doctor has forbidden me to leave the carriage, because he says I’m not well.
79975.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სედრაკამ გადაუთარგმნა, ბესომ კვერი დაუკრა.
Sedrak translated this, and Beso played along.
79976.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ადიუტანტმა სინანული გამოსთქვა ემირის მემკვიდრის ავადმყოფობის გამო და შეატყობინა, რომ სადგურის ბაქანზე მათს უბრწყინვალესობას სხვილფეხა მოხელენი უცდიან.
The adjutant expressed his regret that the heir to the Emir should be unwell and informed Kvachi that important officials were waiting on the platform to see his Highness.
79977.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სთხოვეთ მობრძანდნენ.
Ask them to come in.
79978.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბატებივით მოჰყვნენ ერთმანეთს გუბერნატორი, პოლიცმეისტერი, ქალაქის მაგისტრი და მრავალნი სხვანი ჯილდოს მაძიებელნი.
Like geese in a row, the governor, the chief of police, the mayor, and many other seekers of awards came in.
79979.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ღიმილით და თავმოდრეკით წარუდგნენ კვაჭს და მშვიდობიანი მგზავრობა უსურვეს.
Smiling, with heads bowed, they stood before Kvachi and wished him a pleasant journey.
79980.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთმანეთი მოიკითხეს, ჩაათვალიერეს, გაუღიმეს და ამბავი გამოჰკითხეს, თანაც თავს უკრავდნენ და იკუზებოდნენ.
They enquired after one another, examined each other, exchanged smiles and news, nodded and bent double at one another.