მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79981.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭმა ყველას თავის მადლი მოჰფინა, ყველას თბილი ღიმილი და უსიტყვო დაპირება დაურიგა მფარველობის და დახმარებისა.
Kvachi gave them all gracious warm smiles and vaguely promised them protection and assistance.
79982.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თავის მდივანს იმ მოხელეთა გვარები და ორდენები ჩააწერინა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ოდესმე, როცა პრინცი დაბრუნდებოდა უცხოეთიდან, ის მოხელენი თავიანთ ორდენების სიას ალბათ ავღანის ორდენებით შეივსებდნენ.
He had his secretary write down the names and medals of the officials, as a sign that one day, when the prince got back home, the officials could add Afghan medals to their list of awards.
79983.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერმე ისევ ხელის ქნევით და ღიმილით გაიკრიფნენ ვაგონიდან.
Then after more hand-waving and smiles they all filed out of the carriage.
79984.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ავღანის პრინცი და მისი მხლებელნი სიცილით იხოცებოდნენ.
The Afghan prince and his suite were killing themselves laughing.
79985.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი მეტად სახიფათოა.
That really is very dangerous.
79986.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
არ გვსურს რაიმე კვანტი მოგვდონ.
We don’t want anyone tripping us up.
79987.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩუმად გადასხდნენ კრაკოვის მატარებელზე და ავსტრიისკენ ჩაუხვიეს.
They quietly changed to the Krakow train and diverted to Austria.
79988.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კატტოვიცს რომ მიუახლოვდნენ, ჟანდარმმა მგზავრებს პასპორტები ჩამოართვა გასაშინჯად და უცხოეთში გასვლის ნებართვის მისაცემად.
When they were approaching Katowice, a gendarme took the travelers’ passports to examine them and to issue visas.
79989.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოსაზღვრე სადგურზე მატარებლის დაძვრამდე ვაგონში ორი ჟანდარმი შემოვიდა.
Before the train moved on to the border station, two gendarmes entered the carriage.
79990.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი კუპეს კარებიდან ჰხედავდა, რომ ჟანდარმები ყოველ მგზავრს გვარსა და სახელს ეკითხებოდნენ, მერმე პასპორტების დასტიდან იმის გაშინჯულ პასპორტს ამოარჩევდნენ და ჩააბარებდნენ.
From the door of his compartment Kvachi could see that the gendarmes were asking each traveler his name and surname, then picking out and returning the passport from the pile of passports they had examined.
79991.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბოლოს, იმის კუპეშიც შემოვიდნენ.
Finally they reached his compartment.
79992.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენი გვარი და სახელი?
Your surname and name?
79993.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭს მეხი დაეცა და ცივმა ოფლმა დაასხა.
Kvachi was petrified: he burst into a cold sweat.
79994.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აირია, გაფითრდა, გაწითლდა და ცახცახმა აიტანა.
His mind blurred, he turned deadly pale, then bright red and began to shiver.
79995.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უცებ მოაგონდა, რომ ერთი საათის წინ ბესომ კვაჭის ექვსი პასპორტიდან ერთი პასპორტი ამოიღო, რომელიც ხელს მოჰხვდა, და გაუშინჯავად ჩააბარა იმ ჟანდარმს.
Suddenly he had remembered that an hour ago Beso had picked out one of Kvachi’s six passports, the first he laid hands on, and handed it without a glance to the gendarme.
79996.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩემი გვარი? – ელვის სისწრაფით გაიფიქრა კვაჭმა.
"My surname?" Kvachi thought as quick as lightning.
79997.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რა ვიცი, რომელი პასპორტი ჩააბარა?
How do I know which passport he handed over?
79998.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იქნება ბარონი ტიზენჰაუზენის პასპორტი მისცა?
It might turn out he gave Baron Tiesenhausen’s passport.
79999.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იქნება ჟანდარმს თავადი ტრუბეცკოის პასპორტი აქვს ხელში?
Perhaps the gendarme is holding Prince Trubetskoy’s passport.
80000.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენი გვარი და სახელი? – ხელმეორედ ჰკითხა ჟანდარმმა.
"Your surname and name?" the gendarme asked a second time.