მოიძებნა 668048 ჩანაწერი
79941.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რაო? დუელი? ჰმ! ეს ხომ ველურების საქმეა!
What? A duel? Hmm, that’s for savages.
79942.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაშ, თქვენი ბრალი იყოს, თუ სისხლი დავღვარეთ.
Then it will be your fault if we shed any blood.
79943.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბანდის წევრებმა რევოლვერებზე გაიკრეს ხელი.
The gang reached for their revolvers.
79944.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რედაქტორი და მისი თანამშრომელნი დაფეთდნენ და უმალვე მოლბნენ.
The editor and his colleagues panicked and immediately relented.
79945.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
საკვირველი ხალხი ხართ ქართველები, მაშინვე იარაღზე გაიკრავთ ხოლმე ხელს.
You Georgians are a strange lot, you immediately resort to weapons.
79946.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთ უბრალო შენიშვნისთვის?
Just because of an ordinary report?
79947.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რა არის ერთი უბრალო შენიშვნის დაბეჭდვა?!
What does it matter if a simple correction is printed?
79948.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ოცი სტრიქონის მეტი ხომ არ გამოვა!
It wouldn’t come to more than twenty lines.
79949.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აბა, დავწეროთ და გავათავოთ.
Well, let’s write it and settle at that.
79950.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დასწერეს და გაათავეს, მერმე ერთმანეთს გაუღიმეს, ზურგზე ხელები დაუტყაპუნეს და დაჰშორდნენ.
They wrote the correction and settled the matter, then exchanged smiles, clapped each other on the back, and parted.
79951.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სამ დღეში კვაჭმა ყველა საქმეები „გააიმასქნა“ და ვარშავის მატარებელში ჩაჯდა.
In three days Kvachi had "sorted" all his business and then took a seat in the Warsaw train.
79952.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აქა ამბავი ემირთან შეხვედრისა და კვაჭის დამუნჯებისა.
Meeting the Emir and Kvachi’s Muteness.
79953.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბელადი ძვირფას აზიურ ხალათში იყო გახვეული.
The leader had wrapped himself in an expensive Asiatic gown.
79954.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეზობელ კუპეში მხლებელნი ჰყავდა.
His followers were sitting in nearby compartments.
79955.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭის ჯიბეში ავღანელი პრინცის რაბიბულა აბდულ რაჰმან შეიხალის პასპორტი ედო.
Kvachi’s pocket contained the passport of Prince Rabibullah Abdul Rahman Sheikhal.
79956.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
პორტფელში – სხვადასხვა ეროვნებისა თავადთა, ბარონთა და პრინცთა კიდევ ხუთიოდე პასპორტი ჰქონდა მომარაგებული: „ვინ იცის, სად დამჭირდეს“.
His briefcase held a supply of half a dozen passports of dukes, barons, and princes of various nationalities: "Who knows where I might need them"?
79957.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭის მეგობრებსაც ასეთივე პასპორტი ჰქონდათ გამზადებული, ხარისხით და წოდებით უფრო მცირედი, როგორც შეეფერებოდათ დიდებულის მხლებლებს, ადიუტანტებს, მდივნებს და კამერდინერებს.
Kvachi’s friends were equipped with similar passports, though of lesser rank and quality, as appropriate for a dignitary’s underlings, adjutants, secretaries, and valets.
79958.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
როდესაც კონდუქტორმა კვაჭის ვინაობა იკითხა და მისი ემირობა გაიგო, ეს ამბავი ჟანდარმს შეატყობინა.
When the conductor asked about Kvachi’s identity and realized he was dealing with an emir, he informed a gendarme.
79959.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვარშავის სადგურს რომ მიადგნენ, ვაგონში ერთი ბრწყინვალე აფიცერი ამოვიდა და ჭიპი ჭიპუნტირაძეს თავაზიანად ჰკითხა: – თქვენ ბრძანდებით მათ მაღალბრწყინვალების, ავღანის პრინცის მდივანი?
When they arrived at Warsaw station, a resplendent officer came into the carriage and politely asked Chipi Chipuntiradze: "Would you happen to be their radiant highness the Afghan prince’s secretary"?
79960.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოახსენეთ პატივცემულ პრინცს, გენერალ–გუბერნატორის ადიუტანტს რომ მათი ნახვა ჰსურს.
Inform the noble prince that the governor-general’s adjutant would like to meet him.