მოიძებნა 668048 ჩანაწერი
80001.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჟანდარმი იჭვით იცქირებოდა.
The gendarme’s expression was full of suspicion.
80002.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენი გვარი და სახელი–მეთქი!
Your surname and name, I said.
80003.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რა ამბავია, რა დაგემართათ?
What’s going on? What’s wrong with you?
80004.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ხომ არ დამუნჯდით?
You’re not dumb, are you?
80005.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დიაღ, იმ ჟანდარმმა კარგად გაიგო და გამოიცნო: კვაჭი მუნჯია, დაბადებითვე მუნჯია!
Yes, this gendarme has got it right: he’s realized Kvachi is dumb, mute from birth.
80006.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გულს მოეშვა, გაიღიმა და აყმუვდა:
He was relieved; he smiled and howled.
80007.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
წკმუტუნებდა კვაჭი, თან იღიმებოდა, ნიშნად მუნჯობისა პირზე ხელს იდებდა და პასპორტებს ეტანებოდა.
Kvachi mumbled, put his hand to his mouth to show he was mute, and reached out for the passports.
80008.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მართლა მუნჯი ყოფილა – სთქვა ერთმა და პასპორტების დასტა გაუშვირა: – აბა, თქვენვე მოსძებნეთ თქვენი პასპორტი.
"So he really was a mute," one of them said, thrusting the pack of passports at him - "Well, find your passport yourself".
80009.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭმა პასპორტების ხროვა არქექა.
Kvachi raked through the stack of passports.
80010.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
„მადლობა ღმერთს!“ – წამოიძახა გულში და ერთი პასპორტი ჟანდარმებს გაუწოდა: აი, ჩემი პასპორტიო.
"Thank God!" he exclaimed to himself and held out one passport to the gendarme to say, "Here’s my passport".
80011.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თავადი ირაკლი გიორგის ძე ბაგრატიონ–მუხრანსკი! – ხმამაღლა წაიკითხა ჟანდარმმა ის პასპორტი და გაიღიმა, თანაც დადნა და გალხვა.
"Prince Irakli Bagration-Mukhransky!" the gendarme read out loud and smiled, as he relaxed and fawned.
80012.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სწორედ ამ დროს კუპეში სედრაკამ და ბესომ შემოიხედეს.
It was then that Sedrak and Beso looked into the compartment.
80013.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გამცემენ ეს ოხრები!
These wretches are bound to give me away.
80014.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უმალვე მივარდა მათ და თავის პასპორტი მიაჩეჩა, თან ფეხებს აბარტყუნებდა, ხელებს მუნჯურად იქნევდა და ღმუილდა.
He rushed towards them, thrusting his passport in their faces, stamping his feet, waving his hands in sign language, and bellowing.
80015.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ორივემ თვალები დაჭყიტეს და პირები დააღეს,
The two of them stared wide-eyed and open-mouthed at him.
80016.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვაა, დამუნჯებულა?! – გაიკვირვა სედრაკა.
"Has he been struck dumb?" wondered Sedrak.
80017.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გახარებული კვაჭი ისე მძლავრად იქნევდა თავს, რომ კინაღამ კისრის ძარღვები დაიწყვიტა: ჰო, ჰო! დავმუნჯდი, დავმუნჯდიო!
Kvachi was overjoyed and nodded his head so vigorously that he nearly tore a tendon in his neck: "Yes, yes, I’m mute, I’m mute".
80018.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სედრაკამ ბესოს თვალი ჩაუკრა: – დამუნჯებულა, რაღა!
Sedrak caught Beso’s eye: "It looks as if he’s been struck dumb"!
80019.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
საბრალო თავადი! – ჩაურთო ერთმა ჟანდარმმა.
"Poor prince!" one of the gendarme’s remarked.
80020.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ასეთი ახალგაზრდა, ასეთი ლამაზი და მუნჯი?
So young, so handsome, and mute?