მოიძებნა 668048 ჩანაწერი
80041.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი, ზაჰლცბურგში მივედით.
Kvachi, we’ve reached Salzburg.
80042.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბედეკერის წიგნში ძალიან აქებენ ამ ძველ ქალაქს.
Baedeker says good things about this old city.
80043.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გავიდეთ და ვნახოთ.
Let’s get out and take a look.
80044.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აჰ, ძველის ნახვა მეზარება, მკვდარს მაგონებს.
Oh, I’m bored with the sight of old things, they remind me of the dead.
80045.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი, მიუნჰენში ავედით, ბავარიის დედა-ქალაქია.
Kvachi, we’re coming up to Munich: the capital of Bavaria.
80046.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეტად სუფთა და კოხტა ყოფილა.
It’s supposed to be very clean and tidy.
80047.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თურმე საქვეყნო მუზეუმია შენობების და ხელოვნებისა.
They say it’s got the world museum of architecture and art.
80048.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბევრი რამ ყოფილა სანახავი: ბერძნული პროპილეი, ზიგესტორი, ვაგნერის თეატრი, ოდეონი, გლიპტოთეკა და... და ლუდი, მიუნჰენის შავი ლუდი!
There’s a lot to see, apparently: Greek propylae, the Siegestor, Wagner’s theater, the Odeon, the glypotheca and… And beer, black Munich beer!
80049.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აპა, ბესო, მეიტა ოციოდე ბოთლი.
Right, Beso, bring a couple of dozen bottles.
80050.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დანარჩენი სიძველენი ეშმაკებმა წეიღონ!
The devil take all the other antiquities!
80051.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი, სტრასბურგში მივედით.
Kvachi, we’ve arrived at Strasbourg.
80052.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გაიხედე, აგერ ის ტაძარი მთელ ქვეყანაზე ყოფილა განთქმული.
Take a look: that cathedral there is said to be world-famous.
80053.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აჰ, მაგიზა არც კი ღირს წამოდგომა! - და განაგრძო შინჯვა ტიტველ ქალების ალბომებისა, რომელნიც ვენასა და მიუნჰენში იყიდა.
"Oh, that isn’t even worth getting out of bed for!" continuing to examine albums of naked women which he had bought in Vienna and Munich.
80054.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
საღამოს ათ საათზე ბესომ უთხრა: - სწორედ ნახევარი საათის შემდეგ პარიზში ჩავალთ; გეიხედე, მოსჩანს კიდევაც.
At ten that evening Beso told him: "In exactly half an hour we’ll arrive in Paris: take a look, you can see it already".
80055.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი გველნაკბენივით წამოვარდა და ფანჯარას ეცა.
Kvachi leapt up, as if a snake had bitten him, and rushed to the window.
80056.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შორს, წყვდიადში, ცის ტატნობი თვალუწვდენელ მანძილზე წითლად იყო შეღებილი, თითქოს დედამიწის ზღურბლი იწოდა და იმ ხანძარის ანარეკლი ზეცაში მოსჩანდა.
Far off, in the darkness the vault of the heavens was colored red for as far as the eye could see, as if the edge of the world were on fire and the fire was reflected in the sky.
80057.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რკინის ფრინველი აღარ ისვენებდა და ქშენით, დგრიალითა და წივილით იმ ხანძარისკენ მიჰქროდა.
Their iron bird still wouldn’t rest: whistling, rumbling, and shrieking, it flew towards this conflagration.
80058.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბოლოს, ქალაქში შევარდა, კიდევ კარგა ხანს ირბინა და ოხვრით და კვნესით სადგურს მიადგა.
Finally it rushed into the city, went on running for some time, and with groans and moans stopped at the station.
80059.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაშინვე გაჩნდა ყველგან მყოფი ადესელი ურია: - ოცი წელიწადია, რაც პარიზში ვცხოვრობ.
The ubiquitous Odessa appeared instantly: "I’ve been living in Paris for twenty years".
80060.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყველაფერი ხუთი თითივით მაქვს შესწავლილი.
I know it all like the back of my hand.