მოიძებნა 668048 ჩანაწერი
80121.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაგრამ ეხლა, სამასი მეტრის სიმაღლეზე იგი მოჰხიბლა, დაათრო და ზეცაში აიტაცა ამ ქალაქის იდუმალმა გუგუნმა, ბუტბუტმა და ფშვინვამ.
But now, at a height of three hundred meters, he was captivated, intoxicated, and exalted by this city’s mysterious roar, rumbling, and heavy breathing.
80122.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამავ დროს დილის ნიავმა ბელვილის მაღლობებიდან ეიფელის კოშკზე ქვანახშირის და ნავთის სუნი აიტანა.
Then the morning breeze brought the smell of coal and heavy oil from Belleville to the Eiffel Tower.
80123.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დიდხანს იდგნენ გაჩუმებულნი, მეტის აღტაცებით დატვირთულნი და უჩვეულის გრძნობით მოჭარბებულნი.
They stood for a long time in silence, utterly absorbed in these exalting and unprecedented feelings.
80124.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყორანაშვილი ხანგამოშვებით გაიშვერდა აქეთ–იქით თითს და ახალ–ახალ საგანძურებს უჩვენებდა.
Occasionally Qoranashvili would point a finger to show them some new treasure.
80125.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენი სასტუმროს წინ რომ უუზარმაზარი კამარა აღმართულა, იმის გარშემო რომ თორმეტ ქუჩა–ხეივანს მოუყრია თავი მნათობის სხივებივით, სწორედ ამიტომ დაარქვეს მაგ ალაგს ვარსკვლავის მოედანი – „ეტუალი“...
Just in front of your hotel where that gigantic arch is, you see twelve streets and avenues lit up by beams of light: that’s why that place is called Place d’Étoile…
80126.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აგერ ელისეს სასახლე, პრეზიდენტის სამყოფელი...
That’s where the Elysée Palace, the president’s residence, is…
80127.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, ბურბონთა სასახლე, ეხლანდელი პარლამენტი...
There’s the Bourbons’ palace, today’s parliament…
80128.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, ჩვენს ფეხქვეშ რომ მოსჩანს, სამხედრო აკადემია გახლავთ...
Look, right beneath us you can see the military academy…
80129.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აგერ დიდი და მცირე სასახლენი ხელოვნების და მეცნერებისა.
There are the Grand and Petit Palais of the Arts and Sciences.
80130.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
პარიზი ჰგავს ცოცხალს მზეთუნახავს, ფრანგს ტიტველ დედაკაცს, რომელიც სენის ნაპირებზე საქვეყნოდ გადაწოლილა, და ამიზაა, რომე ყოველი კაცი ქვეყნის ყოველი კუთხიდან მორბის აქინე მის სანახავად.
Paris is like a living beauty, a naked Frenchwoman lying for all to see on the banks of the Seine, and she’s there for anyone from anywhere to come running and see.
80131.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სედრაკა არ დასთანხმდა: – ვაა, მარტო მილიონერები ხომ არ ცხოვრობენ პარიზში!
Sedrak disagreed: "Nobody but millionaires live in Paris"!
80132.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთი აქაური ბანკი მთელ საქართველოს სამჯერ იყიდის და გაჰყიდის.
Any bank here could buy and sell all Georgia three times over.
80133.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
საცა თაფლია, ბუზიც იქ ეტანება, თორემ მარტო ლამაზი ქალებისთვის ვინ გიჟი ჩამოვა ამერიკიდან, იაპონიიდან ან ტფილისიდან?!
Wherever there’s honey, you’ll see flies, nobody’s mad enough to come from America, Japan, or Tbilisi just for beautiful women.
80134.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შენ ფული სთქვი, თორემ ლამაზი ქალები ყველგან თავსაყრელია.
Show your money, and beautiful women are anywhere.
80135.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმიზა მოდიან აქინე ყოველი ქვეყნიდან ლამაზი ქალები, რომე პარიზში ბევრი ფულია! – წაიჩურჩულა ჩუმმა ბესომ.
"Beautiful women come here because there’s a lot of money in Paris," whispered the taciturn Beso.
80136.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ლონდონს და ნიუ–იორკს პარიზზე მეტი ფული აქვთ, – ჩაერია ყორანაშვილი.
"There’s more money in London and New York than in Paris," Qoranashvili interjected.
80137.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაგრამ ლამაზი ქალებიც, ფულიანი და უფულო ხალხიც უფრო პარიზს ეტანებიან.
But beautiful women and other people, with or without money, are more drawn to Paris.
80138.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მე ვერც ასი ათასი მზეთუნახავი ჩამომიყვანდა ამ სიშორეზე.
Not even a hundred thousand beauties would bring me such a distance.
80139.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაშ რეიზა ეტანება მთელი ქვეყანა ამ ქალაქს? – ჰკითხა კვაჭიმ.
"Then why are people drawn from so many countries to Paris?" asked Kvachi.
80140.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ლამაზი ქალები მხოლოდ ერთი კუთხეა პარიზისა.
Beautiful women are only one side of Paris.