მოიძებნა 668047 ჩანაწერი
80181.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აპოლონის დარბაზში ერთს შუშაბადიან ყუთს კვაჭი მუსუსივით მიეკრა და აღარ მოჰშორდა: თვალები აენთო და დაებრიცა, გული აუკანკალდა და მთელი სხეული აუძაგძაგდა.
In the Apollo hall Kvachi was physically fascinated by one glass cabinet and couldn’t tear himself away: his eyes blazed and glazed, his heart pounded, and his whole body trembled.
80182.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმ ყუთში ეწყო მტრედის კვერცხის ოდენა რამოდენიმე თეთრი ბრილიანტი, ნაპოლეონის მახვილი, ისიც მთლად ბრილიანტებით მორთული, და მრავალი სხვა ფასდაუდებელი განძეულობა.
The cabinet contained several white diamonds the size of pigeon’s eggs, Napoleon’s sword, also covered in diamonds, and many other treasures beyond price.
80183.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იგი ყუთი ისე იწოდა და ჰლაპლაპებდა, როგორც კვაჭის თვალები იმ წუთში.
The cabinet sat there glittering, just like Kvachi’s eyes then.
80184.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ მაშინვე მიიხედ–მოიხედა.
Kvachi immediately looked all round.
80185.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთი დარაჯი არხეინად დასეირნობდა დარბაზში.
There was one guard calmly strolling about the hall.
80186.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აიშალა და აცქმუტუნდა კვაჭი.
Kvachi became unsettled and restless.
80187.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ძლივს მოსწყდა კვაჭი იმ განძეულობას.
Kvachi found it hard to leave the treasure.
80188.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მას შემდეგ დაბნეული, დარეტიანებული და ჩაფიქრებული დადიოდა, თითქოს იმის თავში ეშმაკებმა დაიბუდესო, თითქოს იქ რაღაც აზრი მწიფდებოდა.
From then on he walked about bewildered, obsessed, and pensive, as if devils had invaded his head, as if an idea was maturing there.
80189.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, შედევრები, მსოფლიო მხატვრობის დარჩეული ნიმუშები - – განაგრძობდა ყორანაშვილი.
"Look at these masterpieces, these select examples of world art," Qoranashvili continued.
80190.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დავიწყოთ იტალიური რენესანსიდან... აი, კორრეჯიო... ეს ტიციანია.. ეს არის პერუჯიო... აი, ნაზი, რომანტიული ბოტიჩელიც... აჰა, ღვთაებრივ ლეონარდო დევინჩის ჯიოკონდაც.
Let’s begin with the Italian renaissance… Here’s Correggio… That’s Titian… That’s Peruggio… There’s the tender, romantic Botticelli… Ah, the divine Leonardo da Vinci’s Gioconda, too.
80191.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აია ჯიოკონდა? –გაიკვირა კვაჭიმ.
"Is this the Gioconda?" wondered Kvachi.
80192.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი იყო, შარშან რომ მეიპარეს?..
The one that was stolen last year?
80193.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რა ღირს აი სურათი?
What’s the picture worth?
80194.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უფასოა, არ გაჰყიდიან, ხოლო მცოდნენი ერთ მილიონს აფასებენ.
It’s beyond price, it’s not for sale, connoisseurs value it at a million.
80195.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მილოსელი ვენერაც ამდენივე ეღირება.
The Venus de Milo would be worth the same.
80196.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმე, რამდენი სულელი ყოფილა ქვეყანაზე!
How many idiots there are in the world!
80197.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ათ მანეთს არ მივცემ მაგაში.
I wouldn’t give ten roubles for it.
80198.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შეხედე, ბესო, შეხედე, რავა დოუბრეცია თვალები!
Just look, Beso, at the way she’s rolling her eyes.
80199.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აჰ, თლა სულელები ყოფილან, თვარა ვინ ტუტუცი მისცემს სურათში თუნდ ას მანეთს?
They must all be fools, or who’d be daft enough to pay as much as a hundred roubles in a picture?
80200.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ნიძლავს დავდებ, რომე ას მანეთად დღესვე ამაზე ლამაზს ხუთ ცოცხალ ქალს ვიშოვი, მაგ „კარტიჩკაში“ რავა მივსცემ მეტს!
I bet for a hundred roubles I could get five living good-looking women today, so why should I pay more for that "picture".