მოიძებნა 668048 ჩანაწერი
80141.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უნდა გითხრათ, პარიზში ლამაზ ქალებს გაცილებით სჭარბობენ ლამაზი მამაკაცები.
I must tell you that there are far more handsome men than beautiful women.
80142.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამასვე ამბობენ აქაური ქალებიც.
The women here say the same thing.
80143.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
პარიზს სხვა მრავალი კუთხეც აქვს.
Paris has other, many other, sides.
80144.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეხლა რომ აგიხსნათ, დიდი დრო დასჭირდება.
It’ll take some time to explain this to you.
80145.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გარდა ამისა, ჩემს ნათქვამს გაგებით გაიგებთ, მაგრამ გრძნობით ჯერ ვერ იგრძნობთ.
Anyway, you may understand what I say, but you won’t feel it.
80146.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჯერ–ჯერობით იცხოვრეთ და ყველაფერს დააკვირდით, მერე თვითონ მიჰხვდებით და იგრძნობთ იმისს ჯადოს და თილისმას.
You have to live here and take a good look at everything first before you’ll grasp and feel the magic and the charm.
80147.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შემდეგ დარწმუნდებით, რომ მართლა ყველას ორი სამშობლო ჰქონია: თავისი საკუთარი და საფრანგეთი.
Then you’ll be convinced that everyone really has two homelands: his own, and France.
80148.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ლიფტით კოშკის მეორე სართულზე ჩამოვიდნენ, სადაც გამართული იყო რესტორნები; ისაუზმეს და წავიდნენ ლუვრის დასათვალიერებლად.
They took the lift down to the second floor of the tower, where there was a restaurant; they had breakfast and went off to see the Louvre.
80149.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ალექსანდრეს ხიდზე რომ შესდგნენ, კვაჭიმ დაკვირვებით გასინჯა მისი საუცხოვო მოკაზმულობა: ძეგლები, ბოძები, მარმარილო, ოქროს ვარაყი, ნაჭედი რკინა და ბრინჯაო.
When they stepped on to the Alexandre bridge, Kvachi examined the splendid ornamentation with amazement: statues, pillars, marble, gold veneer, wrought iron, and bronze.
80150.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე ამხანაგებს მიუბრუნდა: – მთელს საქართველოში ამის ბადალს ვეფერს იპოვით.
Then turned to his comrades: "You can’t find anything to match this in all of Georgia".
80151.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ქუთაისის თეთრ ხიდს მაგონებს.
It reminds me of the white bridge in Kutaisi.
80152.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ასეთი ხიდი არც ევროპაში მოიპოვება, - არც რუსეთში, განმარტა ყორანაშვილმა.
"There’s no bridge like this in Europe or in Russia," declared Qoranashvili.
80153.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თანხმობის უუზარმაზარმა რვაკუთხიანმა მოედანმა კვაჭი ერთხელ კიდევ მოიყვანა აღტაცებაში.
The gigantic eight-sided Place de la Concorde once again aroused Kvachi’s enthusiasm.
80154.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმის რვა კუთხეს ამშვენებდა საფრანგეთის რვა დიდი ქალაქის ძეგლი.
It was adorned with sculptures of France’s eight great cities.
80155.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სტრასბურგის ძეგლს გლოვის ნიშნად შავი ჰქონდა შემოხვეული.
As a sign of mourning, Strasbourg was wrapped in black.
80156.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოედანის შუაში ორი საუცხოვო აუზი იყო გაკეთებული.
There were two fine pools in the middle of the square.
80157.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იქვე აღმართულიყო ოცდაათი ადლის სიმაღლე ქვის სვეტი – ლუქსორის ობელისკი, ნაპოლეონისგან ეგვიპტედან გადმოტანილი.
There was thirty-meter columns, and the Luxor obelisk which Napoleon had brought back from Egypt.
80158.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამ მოედანზე დიდი რევოლუციის დროის გილიოტინა იდგა, – მისცა ცნობა ყორანაშვილმა.
"During the revolution the guillotine stood on this square", Qoranashvili informed them.
80159.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აქ მოსჭრეს თავი ლუი მეთექვსმეტეს და, ვინ იცის, კიდევ რამდენ ათასს.
"This was where Louis XVI had his head cut off, and, probably, several thousand others".
80160.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი ჟრუანტელმა აიტანა და საჩქაროდ გაბრუნდა.
Kvachi was overcome by a fit of shivering and quickly turned away.