მოიძებნა 668047 ჩანაწერი
80221.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაი სად შემიძლია, ამისთვის კი არ ჩამოვსულვართ აქინე.
I’ll never manage that, that’s not the reason I came here.
80222.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
„წევიდეთ, კმარა“ - გავიდნენ.
"Let’s go, it is enough" - they left.
80223.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რამდენიმე ეზო გაიარეს, მოედანი გადასჭრეს და იქიდან გაჰხედეს ერთ ვერსზე გაჭიმულს ნათალ ქვის ლუვრს, რომელიც გარდი–გარდმო გადაჭრილი იყო ქუჩებით.
They passed through several courtyards, crossed a square, and looked back at the half-mile of masonry of the Louvre, which was criss-crossed with streets.
80224.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმის ეზოში და ალაყაფის კარებებში ავტობუსები დადიოდნენ.
Buses were passing in the courtyard and by the main entrance.
80225.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ნეტა გამაგებია, გასცვლის თუ არა ფრანცია საქართველოზე აი შენობას ყოლიფერი სიმდიდრით, აქინე რომ ალაგია? – თითქმის თავის თავს ჰკითხა კვაჭიმ.
"I wonder whether France would exchange all these treasures here for the whole of Georgia?" Kvachi said, as if to himself.
80226.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ავტო დაიქირავეს და გარშემოუარეს შატლეს და ბერნარის თეატრებს, სენ–ჟაკის კოშკს, ქალაქის საბჭოს, პარიზის ღვთისმშობელს და იქიდან ლათინურ უბანში გავიდნენ.
They stopped a taxi and drove round Châtelet and Bernard’s theater, Saint-Jacques tower, the city council, Notre Dame, from where they went to the Latin quarter.
80227.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, სორბონნა... აი, საფრანგეთის კოლეჟი... სენ–ჟენევიევის წიგნთსაცავი... აი, განთქმული პანთეონიც.
That’s the Sorbonne… That’s the Collège de France… Sainte-Geneviève library… The famous Panthéon.
80228.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმის წინ რომ ბრინჯაოს ძეგლი სდგას, საფრანგეთის სახელოვან მოქანდაკე როდენის ნამუშევარია.
Where the bronze monument is, that’s France’s famous sculptor Rodin’s work.
80229.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იგი გამოჰხატავს ადამიანს, რომელიც აზროვნებს.
It’s a man who’s thinking.
80230.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბრინჯაოს ბუმბერაზი ადამიანი იჯდა.
The bronze giant of a man was seated.
80231.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ფეხი ფეხზე გადაედო, ნიკაპი მუშტზე დაებჯინა და ისე მძლავრად, ისეთის ჟინითა და ნებისყოფით ჰფიქრობდა, რომ ფეხის ძარღვებიც კი დაჭიმული ჰქონდა, თითქოს ფიქრი იმ ძარღვებსაც აწვებოდა, თითქოს ძალას ატანდა და იშველიებდაო.
His legs were crossed, his jaw was resting on a fist, and he was thinking so deeply, so obstinately, and wilfully that the sinews in his leg were tensed, as if the thought was pressing the sinews, giving them strength and support.
80232.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი ბრინჯაოს ადამიანს დააცქერდა.
Kvachi looked hard at the bronze man and said.
80233.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ნეტა მაჩვენა აგი, კაი ამხანაგი გამევიდოდა.
I wish I could meet him, he’d be a good comrade.
80234.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, ლუქსემბურგის და კლიუნის მუზეუმებიც, ვნახოთ.
Here’s the Luxembourg and Cluny museum, let’s take a look.
80235.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აჰ, დევიღალე, კმარა!
Oh, I’m tired, it's enough.
80236.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აწი შევიდეთ კარგ რესტორანში და ვისადილოთ.
It’s time we went to a good restaurant and had dinner.
80237.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დიუვალთან შევიდნენ.
They went to Duval’s.
80238.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ იტკიცა: – რაა აი! არ ვარგა, რაცხა სტუდენტების სასადილოს ჰგავს.
Kvachi objected: What’s this? This is no good, it looks like a students’ canteen.
80239.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აქინე უკეთესი აფერია?
Isn’t there anything better around?
80240.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყორანაშვილმა არ იცოდა, კარგი და ცუდი რესტორანების არაფერი ესმოდა, რადგან თვითონ, ისიც ზოგჯერ, ერთ ფრანკიან სასადილოში იკვებებოდა.
Qoranashvili didn’t know the difference between a good and a bad restaurant, because he dined, and only occasionally, in onefranc diners.