მოიძებნა 668047 ჩანაწერი
80281.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, ცხენით მოდის გენერალი ჰალიფე.
That’s General Halifé on horseback.
80282.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამ კაცმა პარიზში დახვრიტა რამდენიმე ათასი კომუნარი...
He’s the man who shot several thousand communards in Paris…
80283.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, ჰერცოგი... თავადი... მარკიზი... ბარონი... გრაფი...
That’s Duke… Prince… Marquis… Baron… Count…
80284.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აგერ, ხელოვანნი და ჟურნალისტები: სტენლეი... მარსელ პრევო... კალმეტი... სარა ბერნარი... როჟანი... ლოზანი...
Over there are the professionals and the journalists: Stanley, Marcel Prévost… Calmette… Sara Bernhard… Rogeant… Lausanne…
80285.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თან მოკლედ მათს თავგადასავალს და ინტიმურ ამბებს მოუთხრობდა.
At the same time he was telling them about his adventures and intimate stories.
80286.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე იმ ხალხსაც მოუბრუნდა, რომელიც ამ რესტორანში შემოვიდა: – აი, ეს ქალები მოდელები არიან.
Then he turned to the people who had come into the restaurant: "Now these women are models".
80287.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოდების მაღაზიები უფასოდ აცმევენ, ყველგან ჰგზავნიან და ასეთის ხერხით აჩვენებენ ქვეყანას ახალ მოდას და თავიანთ ნამუშევარს...
The fashion shops dress them free of charge, send them everywhere, and that’s how they show the whole country the latest fashions and their work…
80288.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, ბარონ გრევეს საყვარელი... ეს კონდეს საყვარელია... ეს კიდევ... – და ათიოდე ხანშისული დედაკაცი აჩვენა და ამდენივე მილიონერი დაასახელა.
"That’s Baron Grévy’s mistress… That’s Condé’s mistress… And she"… And he pointed out a dozen quite mature ladies and named just as many millionaries.
80289.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
როგორ? – გაიკვირვა კვაჭიმ: –ასეთი ხნიერი დედაკაცები?
"How?" asked Kvachi, amazed. "Elderly women like that"?
80290.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ახალგაზრდები ვეღარ იშოვეს იმ მილიონერებმა?
Couldn’t the millionaires get young ones?
80291.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გეტყობათ ახალგაზრდობა და გამოუცდელობა.
I can see you’re still young and inexperienced.
80292.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
პარიზის დემი–მონდი არ მიიღებს ახალგაზრდა ქარაქუცას, გამოუცდელს, გაუხედნავსა და თავის ხელობაში უსწავლელს.
The Paris demi-monde won’t receive silly young man who is unsophisticated, untrained, and hasn’t learnt his trade.
80293.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ასეთი ახალგაზრდა ქალი – ქარაფშუტა, აღტაცებული, კეკლუცი, დაუდგრომელი, კისკასიანი და ცეცხლიანი თავის ხელობას სტუდენტების ყავახანაში იწყებს.
A young woman like that, frivolous, easily carried away, flirtatious, uncontrollable, giggly, and fiery, learns her trade in student cafés.
80294.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამ მხრივ პარიზი ორად არის გაყოფილი: სენის გაღმა და გამოღმა, ლათინური უბანი და მონმარტრი.
In that sense Paris is split into two: the other side of the Seine and this side, the Latin quarter and Montmartre.
80295.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ახალგაზრდა ქალი სენის სამხრეთით იწყებს და ჩრდილოეთით ათავებს.
Young women begin south of the Seine and end up north of the river.
80296.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იქ ინათლება, აქ კი ჰასაკში შედის და ფესვებს იკეთებს.
There she is baptised, here she is matured and sets root.
80297.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ლათინურ უბანში ქალის სიყვარული მორცხვად იღიმება, კისკისებს, ზოგჯერ ნაზად იცრემლება და გულის ღიტინსა და ცელქობას მისდევს.
In the Latin quarter woman’s love smiles and giggles meekly, sometimes cries tenderly and follows her heart’s desire or her whim.
80298.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ხოლო მონმარტრში დედაკაცი მძლავრის ხმით იცინის და ხარხარებს; მისი დარდი ჰღმუის, მისი სიყვარული ჰყმუის, მისი ვნება ჰბღავის...
But in Montmartre a woman laughs and guffaws loudly; her sorrow bellows, her love howls, her passion roars…
80299.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მათი ვნება ალია, აქაურთა ნაკვერჩხალია.
There, passion is a flame; here, it’s smouldering coals.
80300.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კეკლუც ქარაქუცებს ვარდის და იის სუნი ასდით, მონმარტრის დედაკაცებს და მილიონერების საყვარელებს კი მწნილისა და... და კამამბერის ან როკფორის ყველისა, ან...
A silly little flirt smells of roses and violets, a Montmartre woman or a millionaire’s mistress smells of marinade and… of camembert and Roquefort cheese, or…