მოიძებნა 668047 ჩანაწერი
80261.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რების ძალიან გაუხარდა თქვენი ჩამოსვლა.
Rebby is very pleased you’ve come.
80262.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვნახავ, უეჭველად ვნახავ.
I’ll see her, I certainly will.
80263.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გრანდ–არმეეს ხეივანს დაჰყვნენ.
They went down the Grande Armée avenue.s!
80264.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბულონის ჭალა–ბაღი გადასჭრეს და ლონშანის სადოღეზე გავიდნენ, რომელიც უკვე ხალხით იყო სავსე, მერე რამდენი და როგორი ხალხით!
They crossed the Bois de Boulogne, and arrived at the Longchamps racecourse, which was already packed with people, and how many, and what sort
80265.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭის ანგარიშით ოცი ათასი სული მაინც იქნებოდა.
Kvachi worked out that there must be twenty thousand people.
80266.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აქ იყო პარიზის „ბომონდი“ და „ტუ პარი“ (რჩეული, მთელი პარიზი).
There were Paris’s beau monde and tout Paris.
80267.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თვალუწვდენელი მინდორი ცოცხალი ყვავილების გირლიანდით იყო შემოვლებული; იქაურობა აკუნწლულ ფუტკარივით ჰბზუოდა და ჰფუსფუსებდა.
The boundless field was garlanded with living flowers; it buzzed with swarms of bustling bees.
80268.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭის ხარბმა თვალებმა ორიოდე საათში მოასწრო ქალთა ულევი ზღვის დაშრეტა.
Kvachi’s greedy eyes spent two hours drinking in an inexhaustible sea of women.
80269.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სამაგიეროდ, როცა დოღი გათავდა, ისაკამ ხერხი ასწავლა.
But when the races were over, Isaac showed him a trick.
80270.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბულონის ჭალა–ბაღში გზის ნაპირას დიდი „არმენოვილის“ კაფე–რესტორანი იდგა.
At the edge of the road through the Bois de Boulogne was the big Armenonville café-restaurant.
80271.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
„ბომონდს“ იმ გზაზე უნდა გაევლო, ხოლო მოქეიფე პარიზს იმ კაფეში უნდა შეესვენებინა „აპერეტივის“ მისართმევად, ერთმანეთის საჩვენებლად და სანახავად.
The beau monde had to pass this way, and Parisians who wanted to celebrate would inevitably take an apéritif, so as to show themselves and be seen.
80272.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ ჯერ საჯდომი ჯიშიანი ცხენი იყიდა, რომელმაც იმ დღეს ლელო გაიტანა, და მერე იმ რესტორანს მიაშურა.
First Kvachi bought himself a thoroughbred riding horse which had won a race that day, and then he headed for the restaurant.
80273.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დასხდნენ, ნაყინი მოითხოვეს და გაუთავებლად ისვეს მალამო აფხანებულ გულზე და ასვეს ტკბილი წყალი თავიანთ ხარბსა და წყურვილიან თვალებს.
They sat down, asked for ices and took endless balm for their excited hearts and sweet water for their greedy and thirsty eyes.
80274.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მართლა მთელმა პარიზმა მათ თვალ–წინ გაისეირნა, რამდენიმე ათასმა ცხენოსანმა, ავტომ, ფიაკრმა, ლანდომ, კარეტამ და კებმა წინ გაუარეს კვაჭის, რომელიც იმ რჩეულთა შორის რჩეულებს ჩაციებით ჰსინჯავდა და აცქერდებოდა.
Tout Paris really was parading before their eyes, several thousand riders, cars, fiacres, landaus, carriages, and hansom cabs passed in front of Kvachi, who feverishly stared, examining this cream of the cream.
80275.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ხოლო მეტად ლამაზს და კარგად მოყვანილ ქალებს თვალებით ტანისამოსს ჰხდიდა, თან ისე კოხტად და მარდად ჰხმარობდა მონოკლს, რომ იმის მასწავლებელს – კარის მინისტრს ბარონ ფრედერიქსსაც შეჰშურდებოდა.
He mentally undressed these extremely beautiful and well turned-out women and used his monocle so neatly and nimbly that his teacher, the minister of the court Baron Friedrichs, would have been envious.
80276.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უკვე კარგად დაგეშილი გიდი ისაკა გზა–კვალს უკვლევდა: – აი, პრეზიდენტი პუანკარე...
Isaac, now a well-trained guide, showed them where to look: "See, President Poincaré"…
80277.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ესენი ელჩები არიან: რუსეთის... გერმანიის... ინგლისისა...
Those are the ambassadors: Russian… German… English…
80278.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, მინისტრები და ნამინისტრალნი: – სარრიენი, კაიო, კლემანსო...
There are the ministers and former ministers–Sarrienne, Cayot, Cloumans…
80279.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, მილიონერებიც: შოშარი... როტშილდი... გირში... დიუვალი...
Now the millionaires: Chauchat… Rothschild… Hirsch… Duval…
80280.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, მეფე ფოლადისა... მეფე სახლებისა... მეფე ბანკებისა...
He’s the steel king… the housing king… the banking king…