მოიძებნა 668047 ჩანაწერი
80321.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბოსტონში ნაგვის და ჩვრების უტილიზაციის ქარხანა მქონდა, კლონნდაკში ოქროს ვეძებდი, ვირჯინიაში ბამბის პლანტატორობა დავიწყე, კუბაში შაქარს ვაკეთებდი, გრენლანდიაში თევზს ვიჭერდი, ალიასკაში ვნადირობდი, პრეტორიაში ალმასებს ვთხრიდი, ზანზიბარში სპილოს ძვლით ვვაჭრობდი და ცეილონზე ზღვის ძირში მარგალიტებს ვკრეფდი.
In Boston I had a factory that reused rubbish and old rags; in the Klondyke I panned for gold, in Virginia I started a cotton plantation, in Cuba I grew sugar cane, in Greenland I fished, in Alaska I hunted, in Pretoria I dug for diamonds, in Zanzibar I traded in ivory, and in Ceylon I dived for pearls at the bottom of the sea.
80322.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ათიოდე სხვა საქმეც მქონდა.
I had a dozen other jobs.
80323.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბოლოს, ისევ ადესაში დავბრუნდი.
Finally I went back to Odessa.
80324.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სიბერის დროს ისევ გავბრიყვდი და რევოლუციონერებს ავყევი.
In my old age I lost my wits and joined the revolutionaries.
80325.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კატორღას მხოლოდ თქვენის წყალობით ავცდი ციმბირში.
It was only thanks to you that I got out of hard labor in Siberia.
80326.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბედმა ისე გამიღიმა, რომ ციმბირის მაგივრად ისაკა იდელსონა პარიზში ამოჰყო თავი, ფულიც ბევრი წამოიღო, მაგრამ...
I was lucky to end up in Paris instead of Siberia and I got a lot of my money out, but…
80327.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჰო, იმას მოგახსენებდით: ხუთჯერ მილიონერი გავხდი, ათჯერ გავკოტრდი, ხოლო ეხლა...
Yes, I was telling you: I’ve been a millionaire five times, I’ve gone bankrupt ten times, and now…
80328.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეხლა თქვენისთანა პატიოსან ხალხს კუდში დავდევ და ასე ვშოულობ ჩემის ოჯახისთვის ერთ ლუკმა პურს.
Now I tag along after decent people like you and work to get my family a crust of bread.
80329.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კიდევ დიდხანს უგდებდნენ ყურს გაოცებული და პირდაღებული კვაჭი და მისი ამხანაგები მოხუც ისაკას, რომელსაც მართლა ყველაფერი ენახა, გაეგონა და გამოეცადა.
Astounded, open-mouthed, Kvachi and his comrades went on listening for some time to the aged Isaac, who really had seen, heard, and experienced everything.
80330.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ისევ ჩასხდნენ ავტომობილში და მოირბინეს პარიზის ზოგი მიდამო: სევრი, სენ–კლუ, კურბევუა და კლიში.
They got into a taxi again and rushed off to various areas outside Paris: Sèvres, Saint-Cloud, Courbévoir, and Clichy.
80331.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
საღამო ჟამზე კაფე რიშის დერეფანში დასხდნენ და თითო გრენადინი მოითხოვეს.
In the evening they sat in the lobby of the Café Riche and each had a grenadine.
80332.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩალით სვამდნენ იმ სასმელს და დიდ ბულვარებს ათვალიერებდნენ.
They drank through straws and watched the Grands Boulevards.
80333.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მზე ჩასავალს იყო.
The sun was setting.
80334.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მადლენის მხრით ცაზე უცნაური ღრუბელი მოსჩანდა, რომელიც საარაკო ფრთაგაშლილ წითელ ფრინველივით თავდაღმა მიეშურებოდა.
A strange cloud appeared in the sky over the Madeleine; it was rushing over to them like a fabulous red-winged bird with its wings outstretched.
80335.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმ ცეცხლოვან ფრინველს თითქოს ნისკარტით ეჭირა უზარმაზარი წითელი ბურთი, წითელი მზე, რომელმაც ის უთავბოლო ბულვარი – მაღალი შენობები, ხეივანი, ხალხის და ასნაირ ეტლების მღელვარე ზღვა ალის ფერით შეჰღება.
This fiery bird seemed to hold in its beak a gigantic red ball, the red sun which dyed the endless boulevard–the tall buildings, the lines of trees, the flashing sea of people, and various carriages–the color of flames.
80336.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ალაგ–ალაგ ფანჯრების და ვიტრინების დიდრონი მინები წითლად იწოდნენ და სისხლით ჰღაღადებდნენ.
Here and there the large panes of the house and shop windows glowed red and gleamed with blood.
80337.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჰაერი ოქროს ნისლით გაიჟღინთა და ამ ნისლში ქალ–ვაჟთა ცოცხალი ტალღები დასცურავდნენ.
The air was imbued with a golden haze through which living waves of young men and women swam.
80338.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვინ არ ერია იმ ტალღაში! მდიდარი, ღარიბი, რანტიე და მუშაკი, სახლისკენ მინაჩქარი მეოჯახე და უსაქმო ფლანიორი, სნობი და მათხოვარი, სევდიანი და უდარდელი ფრანგი და ვინ იცის, საიდან, რისთვის ან რომელ ტალღით მოტანილი – რუსი, ინდოელი, არაბი, ინგლისელი და ამ ქვეყნის ყოველი კუთხიდან მოგლეჯილი ბედის მაძიებელი.
All sorts were swept up in the waves: rich, poor, rentier, and worker, family men hurrying home and idle promenaders, snobs, and beggars, the careworn and carefree French and–who knows where from, why and on what wave–Russians, Indians, Arabs, Englishmen, and fortune-seekers from every corner of the globe.
80339.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ირგვლივ ყველაფერს ხარბად აცქერდებოდა და ამ გაუგებარ აღმაფრენის და სიტკბოების გასაღებს ეძებდა.
He was watching everything around him eagerly and trying to make sense of this incomprehensible exaltation and bliss.
80340.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბოლოს, იგი იდუმალება რომ ვერ ამოხსნა, ისევ ისაკას მიუბრუნდა.
Finally, unable to solve the mystery, he turned to Isaac.