მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80301.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რაო, როკფორის ყველი ჯერ არ გინახავთ?
What, you’ve haven’t tried Roquefort cheese?
80302.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოიტა ორი როკფორი და ორი დაობებული კამამბერი...
Bring two Roquefort’s and a two mouldy camembert…
80303.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვის აქვს მილიონები? მოხუცებს.
Who has the millions? The old men.
80304.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაშასადამე, რჩეული დედაკაცებიც იმათია.
So, the very best women are theirs.
80305.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ქალს კოხტა ტუჩების და ლამაზი თვალების გარდა ჭკუა და ხასიათი უნდა ჰქონდეს.
Apart from neat lips and beautiful eyes, women need to have wits and the right character.
80306.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩემი ასაკის ადამიანს არ უყვარს პრანჭია, ქარაფშუტა, კისკისა, ანცი, კაპრიზიანი, ცრემლიანი და ყბედი კაჭკაჭი
Men of my age don’t like flirtatious fools, gigglers, frisky, whimsical, tearful chatterbox jackdaws.
80307.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩვენ გვირჩევნიან დინჯი, წყნარი, ნაცადი, მოწიფული, ანგარიშიანი და ბრძენი ყორანი.
We prefer serious, quiet, experienced, mature, calculating, and wise ravens.
80308.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მე, ადესელი ურია, უკვე დამჟავებული იდელსონი, რომელმაც ნახევარი საუკუნე იხეტიალა ამ ქვეყნად და ყველაფერი ჰნახა, გაიგო, გამოსცადა და შეიგნო.
I’m an Odessa Jew, a well-rusted Idelsohn who’s spent half a century wandering this earth and has seen, understood, and experienced and gone to the heart of it all.
80309.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთი მტკაველი მიწა არ დამრჩა უნახავი.
There’s not a square yard of the earth I haven’t seen.
80310.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ცხრა ენა ვიცი, ცხრა ხელობა მაქვს ნაცადი.
I speak nine languages, I’ve tried nine trades.
80311.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, კამამბერი და როკფორიც მოიტანეს.
Ah, they’ve brought the camembert and Roquefort.
80312.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აბა, იგემეთ და უსუნეთ...
Now try it and smell it…
80313.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამის სუნი ასჯერ სჯობია უბიგანს და ლორიგანს.
The smell is a hundred times better than Houbigant or Coty L’Origan…
80314.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მიირთვით, ნუ იჭმუხვნებით.
Taste it, don’t wrinkle your nose…
80315.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
როცა შეეჩვევით, ჯიბეშიც კი აღარ გამოილევთ.
When you get used to it, you can’t get enough of it.
80316.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ხომ ასდის ამ ყველს დედაკაცის სუნი?
That cheese smells of woman, doesn’t it?
80317.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჰო, იმას მოგახსენებდით: ცხრა ხელობა მაქვს მეთქი.
Well, as I was saying, I’ve tried nine trades.
80318.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჯერ მესაათე ვიყავი ადესაში, მერე რევოლუციონერი.
In Odessa I was a watchmaker, then a revolutionary.
80319.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ნუ გიკვირთ, ესეც ხელობაა, მეტად სახიფათო და უმადური.
Don’t be so surprised, it’s a trade, just more dangerous and thankless.
80320.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ოცი წლის წინად ამერიკაში გავიპარე ციმბირიდან.
Twenty years ago I escaped from Siberia to America.