მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80361.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაშ რა არის საიდუმლოება პარიზის მიმზიდველობისა?
So what’s the secret of Paris’s charm?
80362.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოგახსენებთ: აქაური ჰაერი და ცხოვრება დაბანგულია, რაღაც თილისმით არის გაჟღენთილი, რაღაც იდუმალის ძალით არის მოჯადოებული.
I’ll tell you: the air and life here are intoxicants, imbued with something magical with mysterious powers to bewitch.
80363.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რა ჰქვიან ამ ჯადოს, ამ თილისმას?
What can you call this bewitchment, this magic?
80364.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ხალხის სული და სისხლი, – აი, მარტივი საიდუმლოების გასაღები.
The people’s soul and blood: that’s the simple key to the secret.
80365.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაშ ფრანგებს სხვანაირი სისხლი ჰქონიათ!–ირონიით წამოიძახა კვაჭიმ.
"So the French have different blood!" Kvachi exclaimed ironically.
80366.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უეჭველად! დაუჯერეთ ბებერ ისაკას.
Certainly! Believe old Isaac.
80367.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყველას რომ ერთნაირი სისხლი ჰქონდეთ, ერთნაირი ექნებოდათ ენაც, კანონიც, ტანიც, სარწმუნოებაც, ზნეობაც და ჩვეულებაც.
If everyone had the same blood, they’d have the same language, laws, bodies, religion, morals, and customs.
80368.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იდელსონი მეცნიერი არ არის, მას გიმნაზიის კარებიც არ უნახავს, სამაგიეროდ მან მთელი მსოფლიო მოიარა; მას აქვს თვალი, სმენა, დაკვირვება და ტვინი; მან ყველაფერი ჰნახა, მოისმინა და გაიგო.
Idelsohn may be no scholar, he never went to secondary school, but he has been round the world; he’s got eyesight, hearing, observation, and brains; he’s seen, heard, and understood everything.
80369.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბევრს მოიგებთ თუ ბებერ იდელსონს დაუჯერებთ მეთქი!..
You’ll benefit if you trust old Idelsohn, I say…
80370.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ღმერთმა რომ ფრანგი გააჩინა, ძარღვებში ცხელი სისხლი ჩაუსხა, მკერდში ცეცხლმოკიდებული გული ჩაუდო და თავში კარგად გარეცხილი ტვინი ჩაულაგა, თან სიცოცხლის უნარი და მშვენიერების ალღოც მისცა და ზედ პილპილიც წააყარა.
When God created the Frenchman he put hot blood in his veins, a burning heart in his chest, and wellscrubbed brains in his head, gave him savoirfaire and an instinct for beauty, and threw in a bit of pepper.
80371.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამ ხალხმაც აიღო და იგი ალღო, უნარი, ცხელი სისხლი და სული გარეთ გამოიტანა, ყველგან მიაბნ–მოაბნია და აი, ამ ბულვარსაც, შენობებსაც და ჰაერსაც თვისი ბეჭედი დაჰკრა და დაამჩნია.
This nation has used this instinct, ability, hot blood, and spirit and taken it abroad, spread it everywhere and, as you see, imprinted it for all to see on this boulevard, the buildings, and the air.
80372.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მორჩა და გათავდა!
That’s it for now.
80373.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამას მოგახსენებთ მე, ბებერი ისაკა იდელსონი!
I’m old Isaac Idelsohn and I’m telling you.
80374.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კიდევ დიდხანს ასწავლიდა კვაჭის ბებერი იდელსონი ბებრულ ჭკუა–გონებას და თანაც ხშირად მავალებზე უთითებდა.
Old Idelsohn went on for some time instilling sense into Kvachi; he kept pointing out passersby.
80375.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აგერ, დიდებული არტისტი მუნე სიულლი...
Over there is the famous artist Mounet-Sully...
80376.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, გიჟი ლე ბოდი, სახარის მეფე, გაკოტრებული მილიონერი...
There’s the mad Lebaude, the king of the Sahara, a bankrupt millionaire…
80377.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, „ფოლი ბერ ჟერის“ პრიმადონა...
That’s the Folies Bergères primadonna.
80378.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აგერ გულდი – ამერიკელი მილიარდერი, რომელსაც ძაღლებზე, დოღზე და ცხენებზე მოეშალა ტვინი...
There’s Gouldie, the American billionaire who’s lost his wits betting on dogs, horses, and races…
80379.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეს გაპარსული ჯენტლმენი ჩეკლტონია, უუდიდესი ინგლისელი მოგზაური გახლავთ...
That gentlemen with shaven cheeks is Shackleton, the greatest English explorer…
80380.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ისაკა უცებ წამოხტა და დაიძახა:– რახილ! რახილ!
Isaac suddenly leapt to his feet and shouted: "Rachel, Rachel".