მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80381.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დაიცა, ჩემო პატარავ, დაიცადე, მეც მოვდივარ!–ისევ კვაჭის მოუბრუნდა და უთხრა:–ის ქალი ჩემი ძმის წულია, შესანიშნავი მუსიკოსია.
"Wait, my child, wait, I’m coming" - Then he addressed Kvachi again and said: "She’s my niece, a remarkable musician".
80382.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოგეწონათ, განა? გაგაცნობთ, უეჭველად გაგაცნობთ.
Did you like the look of her? I’ll introduce you, certainly I will.
80383.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეხლა კი გიახლებით, მშვიდობით იყავით! ხვალამდის!
But now I must go, Goodbye! Until tomorrow!
80384.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
და პატარა ისაკა უმალ ხალხის ზღვამ ჩაჰყლაპა.
And Isaac’s tiny figure was suddenly swallowed up by a sea of people.
80385.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ და იმისმა მეგობრებმა ჯერ რახილს გააყოლეს გაკვირვებული თვალი.
With amazed eyes, Kvachi and his friends watched Rachel walk away.
80386.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბოლოს, კვაჭიმ სთქვა: – მაი ქალი პაპა ჩემს ხუხუასაც გააგიჟებს.
Finally Kvachi said: "A girl like that would drive grandfather Khukhu mad".
80387.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბებერი ისაკა, მგონი, რაცხას აპირებს.
Old Isaac’s got something in mind, I fancy.
80388.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეგობრებმა გრანდ–ჰოტელში ისადილეს და მერე პარიზის ღამის გასართობებს მოედვნენ.
The friends dined in the Grand Hôtel and then went out to see Paris’s night entertainments.
80389.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დაიწყეს ლათინურ უბნიდან.
They began in the Latin quarter.
80390.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შეიხედეს ამერიკულ ბარში, „სუფლოში“, „დარკურში“, მერე ჩაჰყვნენ სევასტოპოლის ბულვარს, იქიდან ჩავიდნენ „ფოლი ბერჟერში".
They looked into the American bar, Souffleau, Darcourt, then went down the Boulevard de Sébastopol, from where they came to the Folies Bergères.
80391.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჰნახეს ნახატი ქალები და მოისმინეს დღიური „რევიუ“, თუმცა მისი ბევრი ვერაფერი გაიგეს, რადგან იგი აშენებული იყო სიტყვების თამაშზე, ხოლო მის გასაგებად საჭირო იყო ფრანგულის ზედმიწევნით ცოდნა.
They saw heavily made-up women, and watched the day’s revue, of which they understood little, because it was based on puns and they needed perfect French to grasp them.
80392.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ, იქაურთა ცეკვას და მიხვრა–მოხვრას რომ დააკვირდა, პეტერბურგის „არკადია“ გაიხსენა, შეადარა და სთქვა: – თეთრი დათვი და ქურციკი მაგონდებიან.
As Kvachi watched the dancing and swaying he was reminded of the Petersburg Arcadia, he compared them and said: "I’m reminded of the polar bear and the gazelle".
80393.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იქიდგან ადრე გამოვიდნენ, „ოლიმპიაშიც“ შეჰყვეს ცხვირი და მერე ნელ–ნელა მონმარტრის აღმართს შეუდგნენ, რომელიც მხოლოდ შუაღამეზე იღვიძებდა.
They left early, headed for the Olympia and then slowly climbed Montmartre, which didn’t come to life until midnight.
80394.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კაბარეებში იხედებოდნენ, თითო სასმელს გადაჰკრავდნენ და ახალ–ახალ სანახავებით ითრობოდნენ.
They had a look at the cabarets, each time knocked back a drink and then intoxicated themselves with yet more spectacles.
80395.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გაიარეს ათიოდე კაბარე, ჰნახეს „მონიკო“ და „ლაპრინსესი“ და, ბოლოს, „მულენ რუჟს“ მიადგნენ.
They visited a dozen cabarets, saw the Monaco and La princesse and ended up at the Moulin Rouge.
80396.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კარის ჭრელი დარაჯი, მეტრ დ'ოტელი და კაჭკაჭივით თეთრგულა ფრაკოსანნი ლაქიები ღიმილით და მოწიწებით დაუხვდნენ, ხალხით გაჭედილ უზარმაზარ დარბაზში შეიყვანეს და საპატიო ლოჟაში შეაცილეს.
The colorful doorman, the maître d’hôtel, and the waiters, wearing white-fronted coats that made them look like magpies, greeted them with smiles and deference, led them into an enormous hall filled with people and gave them a special box.
80397.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმავ წამს ორკესტრმა რუსული სამეფო ჰიმნი „ბოჟე, ცარია ხრანი“ დაიწყო.
That moment the orchestra struck up the Russian anthem "God save the Tsar".
80398.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყველანი წამოდგნენ, გაიჭიმნენ და პირი კვაჭის ლოჟისკენ მოიბრუნეს.
Everyone stood up, straightened themselves, and turned to look at Kvachi’s box.
80399.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვივ ლა რიუს!–იგრიალა დარბაზმა, თან გამოჭიმულ კვაჭის ტაშის გრიალი მიაყარეს და აქეთ–იქიდან უხვი საჩუქრები მოუგზავნეს – ყვავილები, ტკბილეულობა, შამპანური, მარსალა, ბენედიქტინი და მრავალნაირი სხვა სასმელი.
"Vive la Russie!" the whole hall cried out, with thunderous applause to Kvachi, who was also bolt upright: people all over the audience sent him generous presents: flowers, confectionery, champagne, marsala, Benedictine, and many other drinks.
80400.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სანამ საჩუქრები მოდიოდა და შეხურებულთა ტაში მოისმოდა, კვაჭი ლოჟიდან ყველას თავს უკრავდა და ღიმილით და ხელის ქნევით მადლობას უგზავნიდა.
During the flow of presents and the enthusiastic applause, Kvachi nodded at everyone, smiled and waved his arm to show his gratitude.