მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80421.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გადავარდა და ორიოდე კვირა იხჩობოდა იმ ზღვაში და იხრუკებოდა იმ ცეცხლში.
For a fortnight he drowned in that sea and roasted in that fire.
80422.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყველაფერი ჰნახა და იგემა: ჯოჯოხეთი და სამოთხე, აპაშების სარდაფები და მეძავთა შესაფარი.
He saw and tried everything: hell and heaven, Apaches’ cellars and whores’ shelters.
80423.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გაბრუებულ, გამხეცებულ კვაჭანტირაძეს ირგვლივ მხოლოდ გაკაპასებულ ვნების ყმუილი, გატიტვლებულ სიტკბოების ღრიალი, წკმუტუნი და კვნესა ესმოდა.
Dizzy, bestial Kvachantiradze could hear around him was the roar of vicious passion, the shrieks, convulsions, and moans of sensual delights laid bare.
80424.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი მსოფლიოს დედა-ქალაქში ჰხედავდა და ჰგრძნობდა მხოლოდ შიშველს, ფეხაყრილ პირუტყვს, მუდმივს ნადიმს და ზეიმს, ლხინს და განცხრომას და მოსვენებას.
In the world’s capital all that Kvachi saw and felt was a naked beast kicking its legs, endless feasting and partying, entertainment, pampering, and relaxation.
80425.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიც დარწმუნებული იყო და ჰფიქრობდა, რომ ის მზეთა-მზე ქალაქი და ფრანგთა მთელი ქვეყანაც კვაჭივით ატარებდნენ თავიანთ სიცოცხლეს და ჰხარჯავდნენ თავიანთ ძალ-ღონეს.
Kvachi sincerely thought that this wonderful city and all of France spent their lives and used up all their strength exactly as Kvachi was doing.
80426.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ის კი არ იცოდა ფლიგელ-ადიუტანტმა, სილიბისტროს შვილმა – ან საიდან გაიგებდა, ან როგორ მოიფიქრებდა და დაიჯერებდა?! – რომ სწორედ იმ დროს, როცა იგი დღეს აღამებდა და ათენებდა ვნების ხანძარსა და სიტკბოების მორევში, იმ უთვალავ ხალხის ოთხმოცდა-ცხრამეტი მეასედი ერთ ლუკმა-პურისთვის და თავიანთი ოჯახისთვის დღე-ღამეს ასწორებდნენ.
Silibistro’s son the aide-de-camp did not know, however–how could he, or would he have ever thought or believed it?–that, while he was turning day into night and night into day in a fire of passion and a whirlwind of the senses, ninetynine percent of the enormous population was working day and night just to earn food for their families.
80427.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
წელებზე ფეხს იდგამდნენ და მთელ თავის სიცოცხლეს მუდმივ ფუსფუსსა და დაუდგომელ ჯაფაში ჰლევდნენ.
They were breaking their backs, bustling all their lives, exhausting themselves in relentless toil.
80428.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აქა ამბავი ძველი სიყვარულის აღდგენისა და ახალ მიჯნურის პოვნისა.
Resurrecting old love and ginding new lover.
80429.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
პარიზში ჩამოსვლის მესამე დღეს კვაჭი ისაკამ დაჰპატიჟა სახლში.
Three days after Kvachi arrived in Paris Isaac invited him to his home.
80430.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იდელსონებს ლათინურ უბანში პატარა და კოხტა ბინა ჰქონდათ.
Th e Idelsohns had a neat small flat in the Latin quarter.
80431.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კოპწიად გამოწყობილი რებეკკა სიხარულისაგან ალეწილი და აფორიაქებული იყო.
Rebecca was seductively dressed, blushing and nervous with joy.
80432.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ხუთ წელიწადში ოდნავ დასრულებულიყო და უფრო დამშვენებულიყო.
In just five years she had filled out a little and become even more beautiful.
80433.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ და რებიმ ერთმანეთი მოიკითხეს და თვალებით დასჭამეს.
Kvachi and Rebby asked after each other and devoured each other with their eyes.
80434.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სადილზე მხოლოდ სამნი ისხდნენ.
There were just three of them at dinner.
80435.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩემი ძმის წული რახილი ძალიან შორს მსახურობს, – სთქვა ისაკამ.
"My niece Rachel works a long way away," said Isaac.
80436.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამიტომ იქვე სადილობს და დასაძინებლად აქ მოდის.
So she has dinner there and comes here to sleep.
80437.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
როგორმე უნდა გაგაცნოთ, მშვენიერი მომღერალია.
Somehow I must introduce you, she’s a fine singer.
80438.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სადილი რომ გაათავეს, ისაკამ წამოიწია: – დიდი ბოდიში უნდა მოვიხადო.
After dinner Isaac got up: "I must apologize".
80439.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთი ძალიან კარგი მუშტარი მყავს, რვა საათზე ვყევარ დაბარებული.
I’ve got a very good client and we agreed to meet at eight.
80440.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენ კიდევ იბაასეთ ან გაისეირნეთ, მე კი ეხლავე უნდა გავიქცე.
You go on chatting or take a walk, but I must rush.