მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80441.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩვენც გავისეირნებთ, – უთხრა რებიმ და ქმარი გააცილა.
"We’ll take a walk, too," Rebby told as she saw her husband out.
80442.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე ოთახში შემოტრიალდა და კვაჭის კისერზე ჩამოეკიდა.
Then she spun round and clung to Kvachi’s neck.
80443.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ძველი სიყვარული ოფლით და ხვნეშით გაიხსენეს.
The old love was revived with sweat and groans.
80444.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმ დღიდან კვაჭიმ რებეკას კვირაში ორი საღამო შესწირა.
From then on Kvachi devoted two days a week to Rebecca.
80445.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ელისეს ხეივანზე კვაჭის დაქირავებული აქვს პარიზულად მოწყობილი ჰოტელ – სასახლე.
On the Champs d’Élysées he rented a hôtel-palais, furnished in Parisian style.
80446.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭის გარდა იმ სასახლეში ბუდობენ ყველა მისი მეგობრები, კვაჭის მდივანი და ფრანგულის მასწავლებელი სუსანა.
Apart from Kvachi, all his friends, Kvachi's secretary, and his French teacher Susanne also settled there.
80447.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ ადვილად დაისწავლა ფრანგული, ადვილად გაიგნო გზები და ბილიკები იმ ქალაქში და მალე შეითვისა იქაურ რანტიების და ფლანიორების ზნე – ჩვეულებანი, ადათი, წესი და კანონი.
Kvachi found French easy to learn, he quickly found his way about town and soon became familiar with the morals, customs, habits, and laws governing the local rentiers and flâneurs.
80448.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ზოგჯერ სუსანა ფრანგულ ენის გარდა კვაჭის ფრანგულ სიყვარულსაც ასწავლიდა და შეგირდის წარმატებით და მხნეობით თვითონაც ფრიად მოხარული და ნასიამოვნები იყო.
Susanne sometimes taught Kvachi French love as well as language; she was very pleased and happy at her apprentice’s progress and vigor.
80449.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭის თითქმის ყველა ნაცნობ – მეგობრები თავადების, ჰერცოგების, გრაფების, მარკიზებისა და ბარონების ტიტულებს ატარებდნენ, ხოლო დანარჩენები – ფულიანები და ზრდილნი მაინც იყვნენ.
Nearly all Kvachi’s friends and acquaintances had a prince’s, duke’s, count’s, marquis’s, or baron’s title, while the others were at least all rich and well brought-up.
80450.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დილით ადრე კვაჭი გრუმს გაიყოლებდა, ჯიშიან ინგლისურ ცხენით ელისეს ხეივანს დაჰყვებოდა, ბულონის ჭალა – ბაღს მოივლიდა; მერე დილის ყავას დიდ ბულვარებზე მიირთმევდა, საუზმეს მეგობრებთან ერთად თავის სასახლეში გიახლებოდათ;
Early in the morning Kvachi would take his groom with him to ride down the Champs d’Élysées and round the Bois de Boulogne; then he breakfasted on the Grands Boulevards, lunched with his friends in his palace.
80451.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შვიდ საათზე „მაქსიმთან“, ან „გრანდ ოტელში“, ან სხვა რჩეულ რესტორანში ისადილებდა და საღამოსა და ღამეს კაბარე – შანტანებში ატარებდა.
At seven he would dine at Maxime or the Grand Hôtel or some other elite restaurant, while the rest of the evening and the night would be spent in cabarets-chantants.
80452.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ხშირად ჰყავდა სტუმრები და თვითონაც პატიჟად კაფე – რესტორანში მიდიოდა.
He often had guests or was a guest himself at cafés and restaurants.
80453.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რადგან მისი ახალი ნაცნობნი და მეგობრები უცხოელნი იყვნენ და სასტუმროში ცხოვრობდნენ, ხოლო ფრანგების სიფრთხილე და მორიდება კვაჭიმ ჯერ ვერ დასძლია და მათი ოჯახის კარები ჯერ ვერ გააღო.
Because his new friends and acquaintances were foreigners and lived in hotels, Kvachi could not at first surmount native French caution and reserve and get the natives to open the doors to their families.
80454.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რესპუბლიკის მუზეუმში ნაპოლეონის ოქროს სერვიზი ჰნახა.
In the museum of the Republic he saw Napoleon’s golden dinner service.
80455.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სახელი მაინც მაქვს მისი! და თავისთვის ოქროს ჭურჭელი იყიდა.
"I have his name!" And he bought gold crockery for himself.
80456.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭის ყველგან ჰქონდა თვისი ალაგი და არაფერს აკლდებოდა: გამოფენის ვერნისაჟს, ოპერას, სეირნობას, დოღს, თეატრ – ვარიეტეს, ფოლი – ბერჟერს, ოლიმპიას და ყოველნაირ საზეიმო სანახაობას და გასართობს.
Kvachi found himself a place everywhere and never missed an occasion: a private view of an exhibition, the opera, a promenade, the races, variety theatre, Folies Bergères, Olympia, and every festive spectacle and entertainment.
80457.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთხელ პარიზის სალონის ვერნისაჟზე კვაჭი მოულოდნელად აფეთქდა.
Once at a private view in a Paris salon Kvachi unexpectedly exploded.
80458.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ოთხი თვე იქნებოდა, რაც ელენემ და ტანიამ „არკადიაში“ რასპუტინის მიერ ატეხილ სკანდალს თავი მოარიდეს.
It’s been four months since Elena and Tania made themselves scarce after the scandal that Rasputin caused in the Arcadia.
80459.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მას აქეთ ორივენი პარიზში სცხოვრობდნენ ფობურგ – სენტ – ჰონორეს ხეივანზე, მაგრამ აქამდის არ იცოდნენ კვაჭის ყოფნა პარიზში.
Since then they’ve both been living in the avenue Faubourg Saint-Honoré, but they still aren’t aware that Kvachi is in Paris.
80460.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თავადი ვიტგენშტეინიც პარიზში ჩამოსულიყო და ტანიას და ელენეს დასდევდა, რადგან იმ ხანებში თვითონ გაკოტრებულიყო და გაკვაჭებულიყო.
Prince Wittgenstein had come to Paris in pursuit of Tania and of Elena, for he was by now himself bankrupt and Kvachified.