მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80481.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვერ შეგამჩნიეთ, თორემ თქვენი ნახვა და თქვენთან ბაასი ყოველთვის ძალიან მესიამოვნება.
I didn’t recognize you: seeing you and having a chat is always a pleasure for me.
80482.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჭკუიანი კაცი ბრძანდებით, ჭკუიანი და გამოცდილი, მეც ეგ მინდა.
You’re a clever man, clever, and experienced, so I’d like that.
80483.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჭკუიანი, გამოცდილი და პატიოსანი!–დაუმატა ისაკამ.
"Clever, experienced and decent!" added Isaac.
80484.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მართალია, პატიოსანიც ბრძანდებით.
True, you’re a decent man too.
80485.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აბა, გვერდით მომიჯექით და მიამბეთ, როგორ ბრძანდება რები?
Well, come and sit next to me and tell me how Rebecca is.
80486.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მადლობელი, ძალიან კარგად, მაგრამ უთქვენოდ მოიწყენს ხოლმე.
Very well, thank you, but she’s bored without you.
80487.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეხლა აქ მარტო არ გახლავართ, აგერ იქ ჩემი ძმის წული, რახილი იცდის.
I’m not alone here; my niece Rachel is waiting for me.
80488.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაშ იმასაც დაუძახეთ... სთხოვეთ... პატივი დამდეთ...
Then call her over… Ask her… Do me the honor…
80489.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რახილ! მოდი, ჩემო გოგონავ, მოდი!
Rachel, come, my girl, come!
80490.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ნება მომეცი გაგაცნო: უხვი, ჭკუიანი, პატიოსანი და კეთილშობილი თავადი ბაგრატიონი–კვაჭანტირაძე.
Let me introduce you: the generous, clever, respectable, and noble Prince Bagration- Kvachantiradze.
80491.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დაბრძანდით.. მოითხოვეთ, რაც გნებავთ...
Please take a seat… Order whatever you fancy…
80492.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩვენი მეფე დავითის ჩამომავალი ყოფილა.
He’s a descendant of our King David.
80493.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მართლა? ვითომ?.. როგორ? საიდან?
Really? Truly? How? In what way?
80494.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დაუდასტურა კვაჭიმ და რახილსაც განუმეორა ძველის–ძველი ლეგენდა.
Kvachi confirmed the ancient legend, which he now repeated to Rachel.
80495.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ისაკა უცებ მოსხლტა: – მე ეხლავე გიახლებით.
Isaac suddenly slipped away: "I’m off right now".
80496.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ რახილი ჯერ აათვალ–ჩაათვალიერა და მერე ისე ახლოს დაჯდა მასთან, რომ მათმა თეძოებმა და მხრებმა ერთმანეთი გაათბეს, დასწვეს და დადაგეს.
Kvachi eyed Rachel up and down, then sat so close to her that their thighs and shoulders warmed, burned, and branded one another.
80497.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რახილი სულ სხვა ჯურისა და იერის ქალი იყო, ვიდრე კვაჭის ჰარამხანის დანარჩენი ქალები.
Rachel was a woman of an entirely different race and breeding compared to the other women in Kvachi’s harem.
80498.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იგი იყო მაღალი, თხელი, ბამბასავით თეთრი, ოდნავ ჭორფლიანი, თმა წითელი, მწვანე თვალა, პირგრძელი და ისეთი ეშხიანი, მიმზიდველი და სანდომიანი, რომ იქ მსხდომნი და მავალნიც მას თვალს ვერ აშორებდნენ.
She was tall, slim, white as cotton, slightly freckled, red-haired, with green eyes and a long face, and was so captivating, attractive, and desirable that people seated or passing nearby couldn’t take their eyes off her.
80499.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აქა ამბავი მხატვრობის მუზეუმისა.
The Museum of Art.
80500.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უცებ კვაჭიმ უცნაურს რასმე მოჰკრა თვალი.
Suddenly Kvachi caught sight of something odd.