მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80501.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რახილი რომ დაიხარა, გულის–პირი გადმოეწია და იმისს მკერდზე ცისფერი ნახაზი რამ გამოჩნდა.
When Rachel bent forwards, she revealed her chest and showed she had a blue drawing on it.
80502.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მადმუაზელ, ეგ რა გაქვთ მკერდზე?
Mademoiselle, what have you got there on your chest?
80503.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვაიმე... დაინახეთ?.. არაფერი, ღმერთმანი, არაფერია – მორცხვად ჰბუტბუტებდა რახილი და უკვე თავისთავად დაფარულ ნახაზს ორივე ხელით იმალავდა.
"Oh dear! You saw it? It’s nothing, for God’s sake, nothing!" Rachel murmured with embarrassment, using both hands to hide the drawing which had in any case vanished.
80504.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაინც? მიამბეთ, გევედრებით, მიამბეთ...
All the same, tell me, I beg you, tell me.
80505.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ათის წლისა რომ ვიყავი, ცეილონზე ვსცხოვრობდით.
When I was ten we lived in Ceylon.
80506.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იქ ვიღაც განთქმული მხატვარი ყოფილა, რომელიც ტუშით ადამიანის სხეულს ჰხატავდა.
There was a famous artist who painted people’s bodies with ink.
80507.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დედაჩემს ისე მოეწონა მისი ნახაზი ქალები, რომ ჩემი ტანიც დაახაზვინა.
My mother liked the women he painted so much that she had him paint my body too.
80508.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეს არის და ეს, მეტი არაფერი.
That’s all there is to it, nothing more.
80509.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთი მიბრძანეთ, ბევრი დაახაზვინა?
Please tell me just one thing: did she have a lot of painting done?
80510.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბევრი... მთელი ტანი, აქაც... აი, აქაც...
A lot… My whole body, here… And here…
80511.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
არ შეიძლება თვალი დავატკბო მაგ ნახაზებით?
Would you give me the pleasure of seeing the drawings?
80512.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უნდა მოგახსენოთ, რომ მე დიდი მცოდნე ვარ ხელოვნების.
I should tell you I’m a great connoisseur of art.
80513.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რიხილმა გულიანად გადიკისკისა და უპასუხა: – ჯერ არავის უნახავს.
Rachel went into peals of laughter, replying: "No-one’s seen them yet".
80514.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დამალული განძი თუნდ ყოფილა და თუნდ არა.
A hidden treasure might as well not exist.
80515.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მართლა, ბიძა თქვენმა მითხრა, რომ თქვენ გალობის გაკვეთილებს იძლევითო, მართალია?
Actually, your ucle told me that you give singing lessons, is that true?
80516.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მიმიღეთ შეგირდად.
Take me on as a pupil.
80517.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თითო გაკვეთილი ათი ფრანკი ეღირება.
It costs ten francs a lesson.
80518.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაგ ხარჯს ადვილად გავუძლებ...
I’d easily manage the expense.
80519.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რახილმა კიდევ გადიკისკისა. – თუ ათჯერ მეტი დაგიჯდათ?
Rachel burst into laughter again: "Suppose it cost you ten times more"?
80520.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენ უნდა მობრძანდეთ ხოლმე ჩემთან.
But I’d better tell you that you’ll have to come to me.