მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80541.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეს წიგნაკი ხან კვაჭის ედო უბეში, ხან იმის მაგიდაზე ეგდო, ხან კიდევ მაგიდის უჯრაში.
Kvachi usually kept this book in his breast pocket or left it on the desk, or in a desk drawer.
80542.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ თვისი დღიური ზეპირად იცოდა და დანარჩენი ჩანაწერიც იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ კვაჭიმ წიგნაკი მაგიდაზე დასტოვა და დაივიწყა.
He knew his timetable by heart and the rest of the entries were so unimportant that he left the book on the table and forgot about it.
80543.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გავიდა ხანი, ერთ პარასკევს ფრანგული ენის მასწავლებელი სუსსანა თავისი წილი ყურადღების მისაღებად მოვიდა.
After some time his French teacher Susanne came one Friday for her share of attention.
80544.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი შინ არ იყო.
Kvachi was not at home.
80545.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სუსსანა დიდხანს უცდიდა კვაჭის მოსვლას, მერე უნებურად იმ ჯიბის წიგნაკს დასწვდა და გადაფურცლა.
Susanne waited for a long time for him to come, then couldn’t help reaching out for the pocket book and perusing it.
80546.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გადაფურცლა და იმ დღიურს წააწყდა.
As she perused it, she came across the timetable.
80547.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დედაკაცნი და მამაკაცნიც ხშირად ინაწილებენ სიყვარულს, მაგრამ ამ მოვლენას არც ისე ადვილად ურიგდებიან.
Women and men often share love, but such sharing is not easy to tolerate.
80548.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სუსსანამ კვაჭის ღალატისა ზოგი რამ იცოდა, ზოგსაც ეჭვობდა, ხოლო ეს დღიური რომ იხელთა, სიბრაზისგან აინთო.
Susanne suspected some of Kvachi’s infidelities and knew of others, but once she had stumbled on this timetable she flared up in anger.
80549.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ის დღიური და მისამართთა სია უმალ ფურცელზე ჩაიწერა, ჯიბეში ჩაიდო და წავიდა.
She quickly copied the timetable and the list of addresses on a sheet of paper, put it in her pocket and left.
80550.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ორი დღის შემდეგ კვაჭის საყვარლებმა ასეთი ბარათები მიიღეს: „ჩემო ძვირფასო! ჩვენს დანიშნულ დღეს მე ვერ მოვიცლი, ამიტომ გთხოვ შაბათს სწორედ ხუთ საათზე მნახო.
Two days later Kvachi’s mistresses received notes: "Darling! I can’t manage our usual day, so please come and see me on Saturday at five precisely".
80551.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სუსსანამ იცოდა, რომ კვაჭი ტანიას არ მოაცდენდა და არც მოაცდევინებდა, ამიტომ მან სწორედ მისი დღე და საათი დაჰნიშნა.
Susanne knew that Kvachi would not let Tania down or let anyone stop him seeing her, so it was Tania’s day and time that she specified.
80552.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შაბათს ყველაზე ადრე ტანია მივიდა.
On Saturday Tania was the first to arrive.
80553.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მას ფეხ– და– ფეხ სუსსანა, რებეკკა, ელენე, რახილი და ლაპოში მიჰყვნენ.
Straight after her came Susanne, Rebecca, Elena, Rachel, and Lapoche.
80554.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ის იყო–ტანიამ საკინძი გაიხსნა, რომ ჯალილამ კარები დაუკაკუნა და სუსსანას მოსვლა შეატყობინა.
Tania had only just undone a button on her blouse when Jalil knocked at the door to announce Susanne’s arrival.
80555.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ათიოდე წუთის შემდეგ ტანიაც ხელახლად მოირთო, კაბინეტიდან სადარბაზო ოთახში შევიდა, სადაც უკვე ყველა ქალებს მოეყარნათ თავი.
Ten minutes or so later, Tania was dressed again and left the study for the drawing room where all the other women had by now gathered.
80556.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი გაბრუებულ ინდოურივით დადიოდა და ჰლუღლუღებდა: – გთხოვთ გაიცნოთ... დაბრძანდით... დიაღ, მშვენიერი დარია... წუხელ მე ცირკში გახლდით...
Kvachi was pacing about like a confused turkey-cock, mumbling: "Allow me to introduce you… Please sit down… Yes, it’s beautiful weather… Last night I was at the circus"...
80557.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე ჯერ ერთმა იხელთა დრო და კვაჭი განზე გაიწვია, მერე მეორემაც იგივე გაიმეორა და დანარჩენებმაც.
Then one woman seized the opportunity to draw Kvachi aside, and she was followed one-by-one by the others.
80558.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყველანი კვაჭის ერთსა და იმავეს ეკითხებოდნენ: – ეს ბარათი შენ მომწერე, არა?
They all had the same question to ask: "You sent me that note, didn’t you"?
80559.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთი მითხარი, რატომ?
Just tell me why.
80560.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი გაიჭიმა და დაგეშილი ტვინი აამუშავა, მაგრამ ვერაფერი მოიგონა.
He strained himself hard, racked his well-exercised brain, yet couldn’t devise an answer.