მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80521.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რახილმა მუშტრის თვალით გაჰსინჯა კვაჭი და გაიცინა.
Rachel examined Kvachi cannily and laughed.
80522.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კეთილი... მე ვივლი... ოცი ფრანკი ეღირება.
All right… I’ll come… The price is twenty francs.
80523.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმავე საღამოს რახილი ცალ თითს როიალზე აკაკუნებდა და კვაჭის აცოდვილებდა.
That same evening Rachel tapped on the piano with one finger as she tormented Kvachi.
80524.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ოჰ, ღმერთო ჩემო, რა უგუნური და უნიჭო შეგირდი ჰყოფილხართ!
Oh my God, what a dim useless pupil you seem to be!
80525.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი იჭიმებოდა, იჭინთებოდა და ყელის ძარღვებს იწყვეტავდა, მაგრამ ერთს ნოტას მეორესგან ვერ არჩევდა.
Kvachi strained and forced himself and nearly tore his vocal chords, but he couldn’t distinguish one note from another.
80526.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გამწყრალმა რახილმი, ბოლოს, მოკლედ მოუჭრა: – ამ სკამს და თქვენ ერთნაირი სმენა გქონიათ.
Rachel lost her temper and finally told him brusquely: "You and that chair have the same ear".
80527.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გავათავოთ, მივდივარ.
Let’s stop, I’m going.
80528.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოითმინეთ, მე ჯერ არც კი დამიწყვია.
Wait, I haven’t begun yet.
80529.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბრძოლა ფიცხელი და ხანმოკლე იყო.
The battle was heated and short.
80530.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ სამხატვრო მუზეუმი იერიშით აიღო და განთქმულ მხატვრის ნაწარმოები დაწვრილებით დაათვალიერა.
Kvachi stormed the museum of art and inspected every detail of the famous artist’s handiwork.
80531.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თუმცა კვაჭის მხატვრობა და მუსიკა ერთნაირად ესმოდა, მან მაინც ერთი არქეოლოგიური განძი იპოვნა.
Although Kvachi knew no more about art than about music, he still discovered an archaeological treasure.
80532.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რახილის ტანის სხვადასხვა კუთხეში მან აღმოაჩინა და წაიკითხა რახილის რამდენიმე მუშტრის სახელი: „ჟან“, „პოლ“, „ეჟენ“ და „პიერ“.
In various parts of Rachel’s body he uncovered and read the names of several of Rachel’s clients: Jean, Paul, Eugène, and Pierre.
80533.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გაიგო კვაჭი კვაჭანტირაძემ, – ისიც შემთხვევით, – რომ რახილი ერთ „სახლში“ ჰმსახურობდა და ღამეში ათ ფრანკს იღებდა თავის სამხატვრო მუზეუმის ჩვენებისა და მუშტარის გართობისთვის
Only a few weeks later did Kvachi Kvachantiradze find out, by chance, that Rachel worked in a "house" and earned ten francs an evening for showing her museum and for entertaining the clients.
80534.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაგრამ ვინ იცის, ვინ დასთვლის კვაჭის ხარჯს და შემოსავალს?!
But who knows and who can count Kvachi’s expenses and income?
80535.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აქა ამბავი კვაჭის ჰარამხანის დანგრევისა.
The Break-up of Kvachi’s Harem.
80536.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რახილის პირველი მისვლა მაინცა და მაინც დიდი ამბავი არ იყო კვაჭის ცხოვრებაში, მაგრამ ის დღე კვაჭის სამუდამოდ დაახსოვდა, რადგან ერთს მცირე გარემოებას უუდიდესი შედეგი მოჰყვა.
Rachel’s first visit was nevertheless no great event in Kvachi’s life, but he would never forget that day, because a minor cause had the very greatest consequences.
80537.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რახილი რომ გავიდა კვაჭის სახლიდან, კვაჭიმ გულში სთქვა: – რახილი მეექვსეა.
When Rachel left Kvachi’s house, he told himself: "Rachel is number six".
80538.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აფერი ამერიოს აქინე, თვარა...
I don’t want any mix-up here, or…
80539.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
და კვაჭის რომ მართლა არაფერი აჰრეოდა, თავისს უბის წიგნში ცხრილი ჩასწერა.
And, to stop things getting confused, he took out his pocket book and wrote down a timetable.
80540.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩასწერა და იქვე ყველას მისამართიც აღნიშნა.
He’d written their names he added their addresses.