მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80561.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბესო! ჩქარა დაამზადონ ჩაი.
Beso, get them to serve tea right away.
80562.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დოუძახე ყველას, შენც შემოდი და ეს ქალები როგორმე გაართეთ, თორემ დევიფსე კაცი!
Invite them all, then come in and keep these women amused, or I’m finished.
80563.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ქალები რაღაც იდუმალ ჩურჩულსა და ფრუტუნში იყვნენ.
The women were deep in a mysterious whispered, snorting conversation.
80564.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ შეჰნიშნა, რომ სხვებზე მეტად სუსსანა ჰფაცურობდა.
Kvachi noted that Susanne was fussing about more than the others.
80565.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მიჰხვდა კვაჭი, რომ იმ საქმეში სუსსანას ხელი ერია, მაგრამ ენა დაბმული ჰქონდა და ხელ-ფეხი შეკრული.
He realized that Susanne had a hand in all this, but he was tongue-tied and bound hand and foot.
80566.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამასობაში კვაჭის ამხანაგებიც შემოვიდნენ და ბელადს მიეშველნენ.
Meanwhile Kvachi’s comrades came in to rescue their leader.
80567.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ექვს ქალს ექვსი ვაჟი შეჰხვდა.
Six men took on six women.
80568.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყველამ ისე დაინაწილეს თითო ქალი, რომ კვაჭის სუსსანა დარჩა.
They each took a woman, and Kvachi was left with Susanne.
80569.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი გვერდით მოუჯდა მას, მისი ჯანმრთელობა მოიკითხა, გაიღიმა და იმავ დროს ისე უჩქმიტა მკლავში, რომ მან კინაღამ შეჰკივლა.
Kvachi sat down next to her, asked after her health, and pinched her arm so hard that she almost shrieked.
80570.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უჩქმიტა და ჩასჩურჩულა: – მე შენ გაჩვენებ სეირსა! დამაცა... დაიცა...
He pinched her again and whispered to her: "I’ll show you what a scene is! Just wait… wait"…
80571.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჯალილ! – დაუძახა მაშინვე სუსსანამ ჯალილს, რომელმაც კარებში შემოიხედა: – ჯალილ, აქ მოდი!
"Jalil!" Susanne instantly called out: Jalil looked through the doorway - "Jalil, come here"!
80572.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოდი, დაჯექი... როგორ ხარ? დღეს შენ ჩემი გამრთობი ხარ.
Come and sit down… How are you? Today you’re going to entertain me.
80573.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აბა, მიამბე, როგორ მოგწონს ფრანგი ქალები?
Go on, tell me what you think of French women.
80574.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სუსსანამ ჯალილა გვერდით მოისვა და აიყოლა.
Susanne made Jalil sit next to her and take part.
80575.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჯალილას პირსახეზე ბადრი ღიმილი გაეშალა და ზედვე შერჩა.
A great smile broke out on Jalil’s face and stayed there.
80576.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გოჯის თეთრ კბილებს აელვებდა, ფრანგულს უწყალოდ სტკეპნიდა, თითებით ლაპარაკობდა და ოფლში იწურებოდა.
His inch-long white teeth flashed, his French was horribly broken, so he spoke by wagging his fingers, and he was dripping with sweat.
80577.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჯალილ, როგორ მოგწონს ეგ ქალი? – ჰკითხა კვაჭიმ.
"Jalil, what do you think of this woman"? asked Kvachi.
80578.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ძალიან, შენი ჭირი მე, ძალიან! ჯალილას ზალიან უხვარს თეთრი ქალი.
I like her a lot, sir, a lot! Jalil loves fair-skinned women.
80579.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაშ შენთვის მიჩუქებია.
Then take her as a present from me.
80580.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მადლობელი, კნიაზჯან, მაგრამ... ჯალილასთან არ წამოვა.
I’m grateful, prince, but… she won’t go with Jalil.