მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80621.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
პარიზს თავი დავანებო და თლა დაფსილ საქართველოში გავიქცე!
So I’m to leave Paris and go running back to crappy Georgia!
80622.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი მზეთუნახავი პრინცესები აქინე დავტოვო და ღვანკითელ კაროჟნას გამევეკიდოო.
I’ve got to leave the beautiful princesses here and attach myself to some frump in the Ghvankithi!
80623.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი სასახლედან გამევიდე და სამტრედიის, თუნდ ტფილისის საქათმეში შევიდე!
I’ve got to leave a palace and go to live in some chicken shed in Samtredia or Tbilisi!
80624.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აქოურ აპაშების კაბარე და დიდ ბულვარზე ერთი გასეირნება მირჩევნია თლა საქართველოს! - დაადასტურა ჩიკინჭილაძემ.
"I prefer the Apache cabaret and a walk down the Grand Boulevard to the whole of Georgia!" Chikinjiladze joined in.
80625.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თლა გედირია აი სედრაკა.
Sedrak’s off his head.
80626.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რას ეძებ, რა დაგრჩენია იქინე, შე სულელო, შენა? – ჰკითხა კვაჭიმ.
"What do you expect, what have you got back there in Georgia, you idiot?" asked Kvachi.
80627.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ზოგი გითხარით, ზოგსაც გეტყვით, რაღა! იცით, რა დამრჩენია? მოხუცებული დედა-მამა, ჩემთვის რომ ასე დაიტანჯნენ; ღარიბი ნათესავები, ამდენ ხანს რომ პირში შამამცქერიან და ჩემს ჩასვლას რომ ცის მანანასავით ელიან...
I’ve told you a lot, I’ll tell you what else I’ve got: you know what I have? Elderly parents worried sick about me; poor relatives looking to me to feed them and waiting for my return like manna from heaven…
80628.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამხანაგებმა სიცილით გააწყვეტინეს.
He was interrupted by the rest of the gang’s laughter.
80629.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აკი ვსთქვი, თლა „გამეშჩანებულა“ თქვა.
As I said, he’s quite the bourgeois now.
80630.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყველაფერი მენატრება: თელავის ვენახები, ნადიკვარის გადასახედი, ცივგომბორის ნიავი, კახური ღვინოო, ჩვენებური ჟუჟუნა თვალებიანი გოგოებიი, ერთგული ძმა-ბიჭებიი...
I miss verything: vineyards in Telavi, the panorama from Nadikvari park, the breeze up on the Gombori pass; Kakhetian wine, our black-eyed girls, my loyal mates…
80631.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჯალილამ სედრაკას გააწყვეტინა.
Jalil interrupted Sedrak.
80632.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უჰ, რა გითხრა! - წამოიჭრა და აღელდა გაბო ჩხუბიშვილიც: – გორში რა დამრჩენია?
"Oh what can I say?" Gabo Chkhubishvili responded: he was agitated. "What have I got to go back to Gori for"?
80633.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გორის ციხე, – ვენაცვალე იმის ამშენებელსა!
Gori castle– my respect to its builder!
80634.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმის თავზე ძმა-ბიჭები სუფრას გავშლით, მწვადებს ავაშიშხინებთ, ერთ სუფრულს დავსძახებთ და ტკბილ დუდუკს ავაკაკანებთ...
Me and my mates will picnic up there and roast kebabs on skewers and sing a feasting song and play sweet tunes on our shawms…
80635.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სედრაკამ სიტყვა ჩამოართვა: – რიჟრაჟზე მეზურნე მაღლობზე გადმოდგება, საარს დაჰკრავს და გათენებას მიესალმება...
Sedrak took the floor: "When an oboe player gets up on a hill at dawn, strikes up an aubade to greet the sunrise"…
80636.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე ერთმანეთს აღარ აცლიდნენ: – დილით მტკვარზე ტივი ჩამოივლის, ზედ სუფრას გავშლით და ისარივით ქვეით დავეშვებით...
Then they talked over one another: "In the morning a raft floats down the Mtkvari with a banquet laid out and we rush downriver like an arrow"…
80637.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვენახში რომ მუშაობით ოფლში გაიწურები, მერე უუზარმაზარ კაკლის ჩრდილში ჩამოჯდები და ცივ კიტრს, ჩიხირთმას და მაწონს რომ მოუჯდები...
When you’re working in the vineyard, dripping with sweat, then you sit down in the shade of a gigantic walnut tree and get down to cold cucumber, chicken stew, and yogurt…
80638.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
საღამო ჟამზე რომ ლიახვში გაბანდები, მერე თევზზე იხელავებ; იქვე ცეცხლს ააგუგუნებ და ცოცხალს მოხარშავ...
In the evening when you bathe in the Liakhvi, then catch fish; and get a fire going and boil it alive…
80639.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რთველში რომ ტკბილი ბუდეშურით გაძღები, მერე კომშიან ციკანს რომ მიადგები და ზედ რომ საფერავის ან რქაწითლის მაჭარს დააყოლებ, თან ლევანა რომ კახურსაც შემოსძახეებს...
At harvest time, when you stuff yourself on sweet Budeshuri grape, then you get down to goat kid with quince, with young Saperavi or Rkatsiteli wine to wash it down, and Levan sings a Kakhetian song…
80640.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ნანადირევ ქედანსა და კურდღელს ჭალაში ააშიშხინებ...
You spit-roast a woodpigeon or a hare you’ve caught in the grove…