მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80641.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე უღრან ტყეში შეერევი და გაგრილდები...
Then you go and lose yourself in thick forest to cool off…
80642.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმე, რა მოუვიდათ აი ყაზილარებს?
God, what’s got into these insolent pups?
80643.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეგონა, აი კაცები გაევროპიელდნენ თქვა, განათლდნენ და ცივილიზაცია შეითვისეს თქვა, ნამდვილად კი თლა აზიელები ყოფილან!
I thought these are men who’ve become European, educated, and civilized: actually, they’re still complete Asiatics!
80644.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაიზა მეიგონა დარვინმა ატავიზმის კანონი.
They gave Darwin the idea for his law of atavism.
80645.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ხეხილი რომე გააჯიშიანო, უცბად თავს მეიგიჟიანებს და გაველურდება.
A grafted fruit tree can go mad and suddenly revert to the wild.
80646.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რა ესმით მაგ ატავიზმისა ამ ყაზილარებს! – აურია ერთმანეთში კვაჭიმ ატავიზმი და ათეიზმი.
"What do these milksops understand about atavism?" asked Kvachi, who confused atavism with atheism.
80647.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გაბომ კიდევ დაასაბუთა თვისი გატაცება, წყურვილი სახლში დაბრუნებისა და სამშობლო ახსენა.
Gabo went on justifying his desire and longing to return home and recalled his motherland.
80648.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თელი ქვეყანა ჩემი სამშობლოა! – სთქვა კვაჭიმ.
"The whole world is my motherland!" said Kvachi.
80649.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მე მიყვარს კულტურა, ცივილიზაცია, პროგრესი, სუფთა ქუჩა, მოკრიალებული ბინა, კაი-კაი გასართობი.
I love culture, civilization, progress, clean streets, a nice tidy apartment, really good entertainments.
80650.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მომწონს გახამებული პერანგი, ცილინდრი, ლაკირონის ფეხსაცმელი.
I like a well-starched shirt, a top hat, patent-leather shoes.
80651.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მიყვარს ჯიშიანი, გარეცხილ-გაბანებული ქალები, ფარჩის საცვალი რომ აცვიათ და იმ საცვალს – კვირაში ორჯერ მაინც რომ გამოიცვლიან.
I love women of good breeding who are scrubbed and bathed, wear silk underwear, and change it at least twice a week.
80652.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
არ მესმის, რავა შეიძლება ცხოვრება ისეთ ქალაქში, საცხა არ არის რამოდენიმე უმაღლესი სკოლა, ათიოდე თეატრი, მეცნიერება, ხელოვნება, საცხა გონებრივი ცხოვრება მინელებულია, ან სრულებით არ არსებობს?
I can’t understand how anyone can live in a town where there aren’t several colleges, a dozen theaters, arts and sciences, a town where intellectual life is extinguished or never existed.
80653.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
საცხა გემრიელი ლუკმა მაქვს, ჩემი სამშობლოც ის არის! – ჩაურთო ბესომაც.
"My motherland is anywhere where I can get a tasty bite to eat," Beso added.
80654.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რაში უნდა გამევიყენო საქათმეების და მეცხვარე-მებაღეების სამშობლო? – გაიკვირვა ლადიმ.
"What use to me is a homeland of poultry keepers, shepherds, and market gardeners"? wondered Ladi.
80655.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეერიჰაა! – წამოიძახა გაბომ: – მაშ ასე ყოფილა: თუ დედაჩემი ძალიან ბებერი, საწყალი და უშნოა, უნდა ხელი ვკრა, დავივიწყო და თავი მივანებო, რაღა!
"Eh!" exclaimed Gabo, "so you mean, if my mother is very old, poor, and ugly, I have to hit her, forget her, and abandon her, do you"?
80656.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
არ შეიზლება, კნიაზჯან, ალლაჰი გაგიჟავრდება.
It’s out of the question, prince, Allah will punish you.
80657.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თუ ჩემი მშობლები ახალგაზრდები, ლამაზები, ჯანიანები, განათლებულები და მილიონერები არიან, მაშინ უნდა გავუწიო შვილობა, განა?
If my parents are young, handsome, healthy, educated, and millionaires, will I be a good son to them?
80658.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაგისთვის შემამწირეს თავიანთი სიცოცხლე და ახალგაზრდობა, რომ უმადურმა სედრაკამ სიბერეში ზურგი შეაქციოს და სამადლოდ მიუგდოს ვისმე!?.
They sacrificed their lives and their youth so that an ungrateful Sedrak could turn his back on them in their old age, leave them to someone else’s charity?!
80659.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სიტყვა ბანზე ააგდეს, ისევ ჭამა-სმას გადასწვდნენ და გაჰყვნენ სედრაკას, რომელმაც იმ დღეებში ლათინურ უბანში ერთი პატარა აღმოსავლური რესტორანი იპოვნა.
They changed the topic and got down to eating and drinking; then they followed Sedrak who had found a little Mediterranean restaurant in the Latin quarter.
80660.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შევიდნენ და გადაატრიალეს ბერძნების თავშესაფარი.
They went in and turned the Greeks’ refuge upside down.