მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80701.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, ცოცხალი, ახლად დაბადებული აფროდიტა!
Well, a living, new-born Aphrodite!
80702.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აი, ნამდვილი ქვეყნის საუნჯე!
A real jewel of the earth!
80703.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ღმერთო, მიშველე!
God, help me!
80704.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ღმერთო, ხელი მომიმართე და მერე მიმსახურე.
God, give me a helping hand and serve me.
80705.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ფიცს გაძლევ, უფალო ძლიერო, რომ ერთ ეკლესიას აგიშენებ და სანთელს ჩაუქრობელს არ გამოგილევ.
I swear to You, Lord almighty, that I’ll build you a church and will keep a candle burning for you forever.
80706.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამ დროს იმ ქალმაც მოიხედა.
At this moment the woman looked round.
80707.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დიდრონი ცისფერი თვალები კვაჭის მიანათა.
Her big blue eyes alighted on Kvachi.
80708.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმ თვალებით, ჯადოსნურ ღიმილით და მძივის კბილებით ცის კარი გახსნა.
The gates of heaven were opened by those eyes, the spell-casting smile and the pearly teeth.
80709.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე უცებ თვალები დაიბურა, კისერი გაიჭიმა, რამდენიმე შველურ ნახტომით კაბინში შევარდა და იქ ვერცხლის ხმით გადიკისკისა.
Then she quickly shielded her eyes, stretched back her neck, rushed to her bathing hut with a couple of fawn-like leaps, and burst into peals of silvery laughter.
80710.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთი საათის შემდეგ კვაჭიც იმ ჰოტელში გადავიდა, სადაც ის აფროდიტა ბინადრობდა.
An hour later Kvachi moved to the hotel where the Aphrodite was staying.
80711.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კარის კაცს ხელში ერთი ოქრო მიაჩეჩა და იმ ქალღმერთის ვინაობა გამოჰკითხა.
He slipped a gold coin into the doorman’s hand and asked for the name of this goddess.
80712.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ლედი ჰარვეი, – უპასუხა კარის კაცმა: ქვრივი ლორდ ჰარვეის, რომელიც შარშან ინდოეთში ნადირობის დროს ბენგალიის ვეფხმა გაჰგლიჯა.
"Lady Harvey," replied the doorman - "The widow of Lord Harvey, who was torn to pieces by a Bengal tiger when hunting in India last year".
80713.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ლედის უყვარს ცურაობა, რულეტზე თამაში, სისხლიანი ბიფშტექსი, ნადირობა, თევზაობა, ყვავილები და... თქვენისთანა შავგვრემანი ვაჟკაცი.
Lady Harvey is fond of swimming, playing roulette, rare steaks, hunting, fishing, flowers and… men with thick black hair, like you.
80714.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მთელი ღამე კვაჭი კაზინოში ლედი ჰარვეის დასტრიალებდა.
All that night Kvachi hung round Lady Harvey at the casino.
80715.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რულეტი ბზრიალით სტრიალებდა, კრუპიე შეჩვეულსა და გაზეპირებულს გაიძახოდა:
The roulette clattered as it span, the croupier called out with his practised and familiar phrase.
80716.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოლარენი პაწაწინა არნადებით იხვეტდნენ მოგებას.
The cashiers raked in their gains with little wooden shovels.
80717.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოგებულნი იღიმებოდნენ, წაგებულნი იღუშებოდნენ, ხოლო ყველანი საერთოდ – ზოგნი მალულად და ზოგნიც აშკარად – ჰღელავდნენ, ჰფიცხობდნენ და სტოკავდნენ.
Winners smiled, losers frowned, but everyone was tense, heated, and fidgety–some openly, some secretly.
80718.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ლედი ჰარვეის გვერდით ედგნენ მისი კომპანიონი მისს ჰოპკინსი, – კნაჭი, ბეცი, სუსხიანი და ხნიერი ცერბერი, და ოციოდე წლის ქერა ჭაბუკი, ქალივით ნაზი, მორცხვი, ფუნჩულა და უცოდველი ბრიტი.
Lady Harvey had next to her her companion Miss Hopkins, a wan, myopic, tart, and elderly Cerberus; she also had a fair-haired youth of about twenty, as tender as a girl, a shy, chubby, and innocent Briton.
80719.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მამაკაცნი ლედის თვალს არ აშორებდნენ, აჩრდილებივით დასდევდნენ და ენებს ილოკავდნენ.
The men couldn’t take their eyes of Lady; they followed her like shadows and they licked their lips.
80720.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ლედი ჰარვეიმ ორიოდე ათასი წააგო, კვაჭიმ – სამი იმდენი.
Lady Harvey lost a couple of thousand francs, Kvachi–three thousand.