მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80761.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
წყალში გადავარდნა რომ გებრძანებინათ, უფრო ადვილად დაგეთანხმებოდით, ვიდრე თქვენს დაკარგვას.
If you’d ordered me to throw myself into the water, I’d have found that easier to accept than losing you.
80762.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ინგლისური ყინულის გული მოჰხიბლა და დაადნო კვაჭის რაინდობამ და გატაცებამ.
The Englishwoman’s icy heart was captivated and thawed by Kvachi’s knighthood and exaltation.
80763.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
საფრანგეთ–ესპანიის საზღვართან ქ. ბიარიცში, ბასკების ქვეყანაში, ორივენი გადმოსხდნენ.
They both disembarked at Biarritz on the Franco-Spanish border, in the Basque country.
80764.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სანამ გემი ნავთსაყუდარს მიადგებოდა, კვაჭიმ ბინოკლით კლდის წვერზე გადმოყუდებული კოპწია მავრიტანული ვილლა ლედის დაანახვა და ჰკითხა: – როგორ მოგწონთ, მილედი?
While the ship was docking, Kvachi, using his binoculars, pointed out to Lady Harveya pretty Mauritanian villa perched on top of the rock and asked Lady: "How does that seem to you, milady"?
80765.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მშვენიერია, იმ სიმაღლეზე ცხოვრება სამოთხე იქნება.
It’s beautiful, life at that height would be paradise.
80766.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დიდი ბაღიც აქვს.
It’s got a big garden.
80767.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ნეტა თავისუფალი იყოს, დავიქირავებდი!
I wonder if it’s available: then we could rent it.
80768.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენთვის თავისუფალი გახლავთ, მილედი.
It’s at your disposal, milady.
80769.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეგ ვილლა ჩემია.
The villa belongs to me.
80770.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
პატივი დამდეთ, გამაბედნიერეთ.
Do me the honor, and make me happy.
80771.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენია?. მართლა? იქ ცხოვრება ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იქნებოდა, მაგრამ...
It’s yours? Really? Living there will be the greatest pleasure, but…
80772.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი მაშინვე მიუხვდა: – ნუ შეწუხდებით, მილედი.
Kvachi immediately understood her point: "Don’t worry, milady".
80773.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მე მეორე ვილლაზე დავბინავდები.
I shall be staying at another villa.
80774.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მორიგდნენ და ლედი ჰარვეი სიხარულით ცას ეწეოდა.
They settled the matter, and Lady Harvey jumped for joy.
80775.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რამოდენიმე დღე და ღამე სტკბებოდნენ, ილხენდნენ და ლაღობდნენ.
For a few days and nights they thoroughly enjoyed themselves and relaxed.
80776.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ხან პლაჟზე წავიდოდნენ და იბანებდნენ, ხან მოტორიან ნავით შუა ოკეანეში გავიდოდნენ, ან ბაიონში შეივლიდნენ, ხან ავტოთი პირენეეს ქედს შეჰყვებოდნენ.
Sometimes they would go to the beach and bathe, or take a motor launch out into the ocean, or walk round Bayonne, or follow the Pyrenees ridge by motor car.
80777.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ზოგჯერ მთელი დღით გარეთ იყვნენ და ბასკთა შორის დროს ატარებდნენ.
Sometimes they stayed out all day and spent the time with the Basques.
80778.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთხელ ერთმა ბასკმა, ყავახანის პატრონმა ლედი არვეის უპასუხა: – ჩვენ ყველაზე ძველი ხალხი ვართ ევროპაში.
A Basque café owner once told Lady Harvey: "We are the oldest people in Europe".
80779.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩამომავლობით იბერიელნი გახლავართ.
We descend from the ancient Iberians.
80780.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იბერიელნი? – გაიკვირვა კვაჭიმ.
"Iberians"? said Kvachi with amazement.