მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80741.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჰავრს რომ მიუახლოვდნენ, იმ ნავს გვერდით დიდმა გემმა გაუარა.
As they approached Le Havre, a big ship passed by them.
80742.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბაქანზე კვაჭიმ თვალი მოჰკრა მოაჯირზე გადმოყუდებულ ლედი ჰარვეის, რომელმაც იცნო კვაჭი, გაუცინა და ხელსახოცი დიდხანს უქნია.
Kvachi caught sight of Lady Harvey leaning over the platform: she recognized Kvachi, laughed, and kept waving her handkerchief at him.
80743.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ ნავის პატრონს ჰკითხა: – სად მიდის ეს გემი?
Kvachi asked the launch’s owner: "Where’s that ship going to"?
80744.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
საფრანგეთს და პორტუგალიას ჩაუვლის, მერე ესპანეთის ნაპირებს აჰყვება და მარსელში ამოვა.
It’s going round France and Portugal, then following the Spanish coast to Marseilles.
80745.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შეიძლება დავეწიო? მხოლოდ რკინის გზით, ბრესტში ან სენ– ნაზარში, ისიც თუ ექსპრესი შეგხვდათ.
Can I catch up with it? Only by rail, via Brest or Saint Nazaire, if you catch the express.
80746.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთი საათის შემდეგ კვაჭი საგანგებოდ დაქირავებულ ვაგონით მიჰქროდა და მისდევდა გაფრენილ ახალ საბედოს.
An hour later Kvachi was speeding along in a specially hired carriage, pursuing his new fortune as it sped ahead.
80747.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ორთქლმავალმა მიმინოს ფრთები გამოიბა.
The locomotive had the wings of a hawk.
80748.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სხვა მატარებლები სადგურებზე ისვენებდნენ და გააფთრებულ კვაჭის გზას უთმობდნენ.
Other trains stopped at stations to yield the way to Kvachi’s furious progress.
80749.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გაირბინეს რუანი, ლე–მანი, ანჟე, ნანტი და დილით ადრე სენ–ნაზარს მიადგნენ.
They rushed through Rouen, Le Mans, Angers, Nantes, and early in the morning arrived at Saint Nazaire.
80750.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გემი „ბორდო“ მოვიდა?
Has the Bordeaux docked?
80751.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთ საათში წავა კიდეც.
It’s due to leave in one hour.
80752.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მადლობა უფალსა! ბესო, ჩქარა!
Thank the Lord! Beso, move.
80753.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ორი საათის შემდეგ, როცა გემი ოკეანეში გავიდა, ლედი ჰარვეიმ ზემო ბაქანზე მეორე მზესავით ამოანათა.
Two hours later, as the ship moved into the ocean, Lady Harvey lit up the upper deck like a second sun.
80754.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თავდახრილი კვაჭი წინ დაუხვდა: – მილედი, ბოდიში და სათნოება!
His head bowed, Kvachi stepped forward to meet her: "Milady, please be gracious and forgive me"!
80755.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მწერდით, ნუ მომძებნითო.
You wrote to say I mustn’t look for you.
80756.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენი პირველივე ბრძანება ვერ შევასრულე.
I couldn’t obey your first command.
80757.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გაოცებულს, გაშტერებულ ლედის თითქოს ენა დაება:
The lady seemed lost for words, she was so astonished and stunned.
80758.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
როგორ?.. საიდან?.. ეს გემი რომ ჰავრიდან წამოვიდა, თქვენ ჰავრში მიდიოდით.
How? Where? This ship left Le Havre, and that was where you were going.
80759.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
საგანგებო მატარებლით დაგეწიეთ, მილედი.
I got a special train to overtake you, milady.
80760.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თხოვნა მაინც არ შემისრულეთ.
But you still disobeyed me.