მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80781.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეც იბერი ვარ, ივერიელი, ქართველი.
I’m an Iberian, a Georgian Iberian.
80782.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ორივენი გაშტერდნენ.
Both were puzzled.
80783.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დიდხანს უცქირეს ერთმანეთს, ბევრი რამ გამოჰკითხეს, ორივე ენა შეადარეს, ზოგი სიტყვები ერთმანეთს მიახვედრეს, მაგრამ მაინც ახლოს ვერ მიუდგნენ, ვერ დაენათესავნენ.
They stared at each other for some time, asked each other a lot of questions, compared their languages, found that some words coincided, but couldn’t find any closeness or family relationship.
80784.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ მხოლოდ ის გაიგო, რომ ერთ დროს ბასკები საუკეთესო მეზღვაურები და პირატები იყვნენ, რომ იმათ ყინულოვანი ოკეანე აღმოაჩინეს, რომ ბასკებს ერთ დროს ძლიერი სახელმწიფო ჰქონდათ, რომ მათ საბოლოოდ თავი დააღწიეს რომაელებს, ასევე ესპანელებს.
All that Kvachi understood was that at one time the Basques had been outstanding seamen and pirates, that they had discovered the Arctic ocean, that they had once had a powerful kingdom, that they had eventually evaded both Roman and Spanish domination.
80785.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ხანგამოშვებით პირენეეს ქედს ბასკები აჯანყების ცეცხლს მოსდებდნენ და თავისუფლების სისხლით მორწყავდნენ ხოლმე.
At times Basque rebellions had set the Pyrenees on fire and that they had watered the Pyrenees with blood for the sake of freedom.
80786.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბასკურ ენაზე სწავლა და სამართალი ეხლაც აკრძალული ჰქონდათ, მაგრამ ყოველი ბასკი იქადნის და ამაყობს თავისი სისხლით და თავისუფლების სიყვარულით.
Now schools and courts were forbidden to use the Basque language, but every Basque was still proud of his blood and love of freedom.
80787.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბატონ–ყმობის უღელი არასოდეს გამოუცდია ბასკების ამპარტავან ქედს.
Their proud necks had never borne the yoke of serfdom.
80788.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რიცხვით ერთ მილიონამდე არიან; მრავალნი ლუკმა-პურისთვის გადახვეწილან მექსიკას, კუბას და არგენტინას.
There were about a million of them, many had emigrated to Mexico, Cuba, and Argentina to earn a crust of bread.
80789.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ ისიც შეამჩნია, რომ ბასკები ესპანელებზე და ფრანგებზედაც უფრო მოსულნი, ლამაზნი და მარდები არიან; წვერს სუფთად იპარსავენ; წითელსა და ცისფერ ბერეტს, ქამარს და მოკლე ახალუხს ატარებენ.
Kvachi noticed that the Basques were more burly, better looking, and more nimble than the Spaniards or French; they were clean-shaven, they wore a red or blue beret, a belt and a short tunic.
80790.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ძალიან უყვართ ბურთაობა, ცეკვა, სიმღერა და სახალხო წარმოდგენები; დედაკაცები საუკეთესო ძიძებად ითვლებიან და მეტად მძიმე სამუშაოს ეწევიან.
They like ball games, dancing, singing, and popular performances; the women were considered excellent wet-nurses and carried out the heaviest manual tasks.
80791.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭის გულში რაღაც ჭიამ გაუფაჩუნა, რაღაც მეტად შორეული, იდუმალი სისხლი აუჩქეფდა.
Something deep was gnawing at Kvachi’s heart: he sensed a very distant, mysterious rush in his blood.
80792.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთი წუთით მან სუსტად იგრძნო ნათესაობა, მახლობლობა, სულიერი ერთობა იმ ხალხთან, მაგრამ ის ალი მაშინვე ჩაჰქრა და მინელდა.
He felt a momentary affinity, closeness, spiritual oneness with this people, but the flame quickly died down and went out.
80793.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მალე ყველაფერი მიივიწყა, რადგან ლედი ჰარვეის მობეზრდა, აღიზიანებდა და არც სცალოდა.
Soon he forgot everything, because Lady Harvey found this a boring, annoying waste of time.
80794.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
საღამოობით კვაჭი და ლედი ჭალა–ბაღებში დასეირნობდნენ, კონცერტებს ისმენდნენ, ხოლო შემდეგ ხან ერთ კაზინოში ივახშმებდნენ, ხან მეორეში, თან რულეტს ეტანებოდნენ, ხან მცირედს მოიგებდნენ და ხან მრავალს წააგებდნენ.
Kvachi and Lady spent the evenings strolling in the wooded parks, listening to concerts; then they would have supper in one or another casino and gather round the roulette table, where they either won a little or lost a lot.
80795.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ლედი ჰარვეის ყინულის გულმა კვაჭი ჩამოახმო და გააძვალა, მისი ცხელი გული დაადნო, დაჰლია და დააჭკნო.
Lady Harvey’s icy heart had desiccated and destituted Kvachi, weakened, exhausted, and withered his burning heart.
80796.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთხელ კვაჭიმ ვახშმის შემდეგ ოდნავ ნასვამი მილედი თავის აგარაკის ბნელ ხეივანში გულში ჩაიკრა.
Once, after supper, in the dark, Kvachi embraced Lady Harvey in his villa garden: she had had a little to drink.
80797.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ორივენი ერთხელ კიდევ დაიწვნენ და ჩაიფერფლნენ ვნების ცეცხლში.
They both became inflamed once more and were incinerated in a fire of passion.
80798.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი მას ფეხქვეშ ჩაუვარდა; ეხვეწებოდა და ემუდარებოდა, თან ქურციკის ფეხებს გულში იხუტებდა და ცრემლით უსველებდა.
Kvachi fell at her feet, imploring and begging her, while he clutched her coquettish feet to his chest and wet them with his tears.
80799.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ლედი ჰარვეი სიცილით გაუსხლტა და სახლში შევარდა.
Laughing, Lady Harvey slipped from him and rushed to the house.
80800.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გამწარებული კვაჭი ბნელ ხეივანში სტრიალებდა, გულში მუშტს იცემდა და ჰბუტბუტებდა: – მაშ კაი... მე ვიცი აწი... მე ვიცი...
Thwarted, Kvachi hung about the dark avenue, struck his chest with his fist and murmured: "Right then… I know what to do… I know"…