მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80821.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყველას ემჩნევა პირსახეზე მოგება და წაგება.
Everyone’s face reflects their wins and losses.
80822.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთნი სიხარულის ღიმილით იღიმებიან, ჰლაღობენ და უდარდელად იცინიან; მეორენი წაგებას ჰგლოვობენ, იქუშებიან, იშხამებიან და ინაღვლებიან.
Some smile for joy and laugh, carefree and relaxed; others mourn their losses, sulk, turn sour and bilious.
80823.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ხოლო ზოგნი – გაკოტრებულნი და დაძირულნი – უიმედო სასოწარკვეთილებას ეძლევიან, მათხოვრობენ, ზოგჯერ კი იქვე, საარაკოდ მორთულ ბაღს თავიანთის სისხლით ჰრწყავენ.
Some, now bankrupt and finished, give in to despair and start begging and sometimes spill their own blood right here or in the fabulously laid-out park.
80824.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ზოგნი ისე შესჩვევიან ცრემლისა და ბედის ღიმილის სასახლეს, რომ იქვე სამადლოდ ჰბერდებიან.
Some are so used to this palace of tears and fortune’s smiles that they graciously grow old here.
80825.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მათ იციან თამაშის საიდუმლოება!
They know the secret of gambling.
80826.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მათ მიაგნეს მოგების კარს!
They have sounded out the way to win.
80827.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მათ აღმოაჩინეს გამდიდრების ხერხი!
They have discovered the way to get rich.
80828.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მათ იგი იდუმალი გასაღები ხელში უჭირავთ – დიფერენციული აღრიცხვა, ათიოდე თაბახზე აჭრელებული მათემატიკური ფორმულები, უცოდველი, სწორი და ჭეშმარიტი, ნაყოფი ფულის წაგებისა და ხუთიოდ–ათიოდე წლის დაკვირვებისა.
They hold the secret key in their hands: differential calculus, mathematical formulas that occupy ten pages, faultless, precise, and authentic, the fruit of lost money and five to ten years’ observation.
80829.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თუ მოგება გნებავთ, დაუჯერეთ იმ ხალხს.
If you want to win, trust to these people.
80830.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გასამრჯელო მცირედია: წაგება თქვენია, მოგებაში კი წილი დაუდეთ, ან ასიოდე ფრანკი მიეცით ახალ საცვლის საყიდლად და ფეხსაცმელის გამოსაცვლელად; მეტს არ მოითხოვენ, რადგან იმ კაზინოში უჭმელობისგან სიკვდილი უფრო ადვილია, ვიდრე ოდნავ მტვერ– ნაკრავ პერანგით შესვლა.
The cost is quite small: any losses are yours, but you hand them part of your winnings, or give them a hundred francs or so for a change of linen and shoes–that’s all they ask for, because it’s easier to die of starvation in this casino than to gain admission in a dirty shirt.
80831.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სუფთა ტანისამოსი, უნაკლო ზრდილობა და უსიტყვო მორჩილება, აი, რას მოითხოვს ამ ჯურის ხალნისგან კაზინოს დირექცია ნაცვლად იმ სასახლეში უფასოდ შეშვებისა.
Clean clothes, faultless manners, and unspoken submission are what the management of the casino demands from this breed of people in exchange for letting them in free of charge.
80832.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი და ლედი ჰარვეიც ყოველ ღამე ბედს სცდიან იმ კაზინოში: ხან „ტრანტ ე კარანტს“ მიადგებიან, ხან „რუჟ ე ნუარს“, ხან „პტი შვოს“ და ხან სხვა სათამაშოს.
Every night Kvachi and Lady Harvey try their luck in the casino; sometimes at trente-et-quarante, sometimes at rouge-etnoir, sometimes at petits-chevaux, or other games.
80833.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თამაშში ლედი ჰარვეი დიდი ხანია გამოიფიტა.
Over a period Lady Harvey had drained in gambling.
80834.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ლედის კვაჭი მიეშველა, მაგრამ ბედი ვერ მოატრიალეს და წანაგები ვერ დაიბრუნეს.
Kvachi tried to help Lady out, but couldn’t change her luck or win back her losses.
80835.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თანდათან შესტოპეს და ჩაიფლნენ, ხან თავისი ჭკუით თამაშობდნენ, ხან გაკოტრებულებს მიიშველებდნენ, მაინც დღითი დღე იღუპებოდნენ.
They gradually sank deeper until they were overwhelmed; sometimes they used their wits, sometimes they relied on the advice of the bankrupts, but every day brought them closer to ruination.
80836.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთხელ ბანკიდან კვაჭის ჩეკი დაუბრუნეს: თქვენი ანგარიში ამოიწურა.
One day the bank bounced one of Kvachi’s cheques and told him his account was empty.
80837.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი, ძალიან დაღონდა!
He became completely dispirited.
80838.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბესო, დღესვე წადი ექს–ლე–ბენში, ერთ კვირაში გაყიდე ჩემი ვილლა და დაბრუნდი...
Beso, go to Aix-les-Bains today, sell my villa before the week is over, and come back…
80839.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვიცი, მარა სხვა გზა არ არის.
I know, but there’s no alternative.
80840.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბესომ ფული ჩამოიტანა, ხოლო კვაჭიმ ის ფულიც კრუპიეს მიუთვალა.
Beso brought the money, which Kvachi handed over to the croupier.