მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80841.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბესო, ბიარიცში წადი და ჩემი ვილლა გაყიდე.
Beso, go to Biarritz and sell my villa.
80842.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ის ვილლა ხომ ლედი ჰარვეის აჩუქე?
The villa you gave away to Lady Harvey?
80843.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კი მარა, როცა წაგებულს დევიბრუნებ, იმ ვილლას ისევ ვიყიდი.
Yes, but when I get back my losses, I’ll buy back the villa.
80844.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ორი კვირის შემდეგ ისევ ბესო მიიშველა.
Two weeks later he asked Beso for more help.
80845.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
– ბესო, დღესვე წადი პარიზში, ერთ კვირაში გაყიდე ჩემი ჰოტელი და დაბრუნდი...
Beso, go to Paris today, sell my hôtel-palais today and come back…
80846.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კაი, კაი... ვიცი, რომ ვიღუპები, მარა სხვა გზა არ არის...
Fine, fine… I know that I’m finished, but there’s no alternative…
80847.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ნუ გეშინიან, სანამ დაბრუნდები, ერთ საქმეს დავამზადებ.
Don’t be afraid, by the time you’re back I’ll have sorted out a job.
80848.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამასობაში ლონდონიდან ორი კვირით ლედი ჰარვეის ძმა ლორდი ბროუქსტონი – ჩამოვიდა.
Meanwhile Lady Harvey’s brother Lord Brouxton had come over from London for two weeks.
80849.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბოლოს, ლორდმა უთხრა კვაჭის: – თავადო, სტუმრად მეწვიეთ ლონდონში.
In the end, the lord told Kvachi: "Prince, come and stay with me in London".
80850.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთად წავიდეთ?
Shall we travel together?
80851.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბესო, ყოლიფერი დაამზადე!
Beso, get everything ready.
80852.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
პარიზში ავიდნენ, კვაჭიმ და–ძმა თავისს ჰოტელში მიიპატიჟა.
They arrived in Paris, and Kvachi invited the brother and sister to his hotel.
80853.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მისი აღარ იყო, მაგრამ ჯერ არ გადასულიყო.
It wasn’t his any more, but he hadn’t yet moved out.
80854.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რამდენიმე დღით დარჩნენ.
They stayed a few days.
80855.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ კიდევ ერთხელ მოიგიჟიანა თავი და გააოცა სტუმრები თავის საუცხოვო სასახლით, მორთულობით, მოსამსახურეთა სიმრავლით, გავლენით და ნამდვილ არისტოკრატის გემოვნებით და მანერებით.
Kvachi went wild once again and amazed his guests with his spectacular palace, his décor, the number of his servants, his influence, and his genuinely aristocratic tastes and manners.
80856.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
წასვლის წინ ლადი ჩიკინჭილაძეს საიდუმლო დარიგება მისცა.
Before they departed, he gave Ladi Chikinjiladze secret instructions.
80857.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბესო და სამი მოსამსახურე სამი დღით ადრე მრავალის ბარგით ლონდონში გაჰგზავნა, ხოლო თვითონ ოთხი მოსამსახურე დაიტოვა.
Beso and three of the servants were sent with a lot of luggage to London three days in advance; four servants were retained by him.
80858.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დუვრში რომ გემიდან გადასხდნენ, ბესომ საგანგებო მატარებელი დაუხვედრა.
When they disembarked at Dover, Beso had a special train ready for them.
80859.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ლორდმა ბროუქსტონმა უსაყვედურა: – თავადო, მეტად დიდი ხარჯი მოგდით.
Lord Brouxton reproached Kvachi: "Prince, you’re going to too great expense".
80860.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩემი მეგობრებისთვის „მეტად დიდი ხარჯი“ არასოდეს დიდი არ არის!
There can never be any expense too great for my friends!