მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80881.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უზარმაზარი შენობა რივიერიდან გამოწერილ უნახავ ყვავილებით და ტროპიკულ მცენარეულობით იყო მორთული.
The huge building was decorated with rare flowers and tropical plants ordered from the Riviera.
80882.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აღმოსავლური და დასავლური ხელოვნება და გემოვნება შეერთდნენ კვაჭის სტუმრების გასართობად და დასატკბობად.
Oriental and western art and tastes were both called on to entertain and delight Kvachi’s guests.
80883.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეორე დღეს მთელი ლონდონი და პრესა ალაპარაკდნენ.
The next day all London and the press were talking about it.
80884.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭისაც მხოლოდ ეს უნდოდა.
That was just what Kvachi wanted.
80885.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი რომ ლონდონში ჩავიდა, მეორე დღესვე პარიზიდან დეპეშით გამოგზავნილი ათი ათასი გირვანქა სტერლინგი მოუვიდა.
When Kvachi arrived in London, he recieved a telegram for ten thousand pounds sterling to be sent to him that day.
80886.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმავე დღეს ის ფული ბესომ დეპეშით ისევ ჩაკინჯილაძეს გაუგზავნა პარიზში.
On the same day, Beso wired the money back to Chikinjiladze in Paris.
80887.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მესამე და მეოთხე დღეს იგივე ფული ისევ დეპეშით მოვიდა ლონდონში და ლონდონიდან ისევ პარიზს დაუბრუნდა.
The third and fourth days the same money was wired to London and returned to Paris.
80888.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბესო დეპეშას სწორედ იმ დროს გადასცემდა თავისს ბატონს თავად ბაგრატიონს, როცა მას სტუმრები ჰყავდა.
Beso passed on the telegram to Prince Bagration in the presence of his master’s guests.
80889.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი ბოდიშს მოიხდიდა სტუმრებთან: – ბატონებო, მომიტევეთ.
Kvachi apologized to his guests: "Gentlemen, please excuse me".
80890.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
საჩქარო დეპეშა უნდა იყოს...
It must be an urgent telegram…
80891.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე ბესოს განკარგულებას აძლევდა: – ახლავე მიიღეთ ეს ათი ათასი სტერლინგი...
Then he gave Beso directions:"Take these ten thousand pounds now"…
80892.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ორმოცი ათასი ეხლავე გაუგზავნეთ ჩემს მოურავს ტფილისში...
Send forty thousand to my manager in Tbilisi…
80893.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
განკარგულება მიეცით ჩემს ბანკირს პარიზში, რომ თვიურად აძლიოს ჩემს მთავარ მდივანს პარიზში თავად ტრუბეცკოის ერთი მილიონი ფრანკი.
Give my banker in Paris instructions to give my chief secretary Prince Trubetskoy in Paris a million francs every month.
80894.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენი ბრწყინვალების იახტა ლონდონში მოდის.
Your highness’s yacht is on its way to London.
80895.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ტფილისის კანტორა გეკითხებათ, რამდენი შეუძლიან მას დაჰხარჯოს თვიურად საქველმოქმედო საქმეებზე?
The Tbilisi office is asking how much they should spend per month on charity.
80896.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სამასი ათასი მანეთი.
Three hundred thousand roubles.
80897.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კიდევ არის ერთი დეპეშა: გრაფი ორლოვი თანახმაა თქვენ მიერ შეძლეულ ფასში – სამ მილიონ მანეთად მოგყიდოთ ოქროს მაღაროები ციმბირში.
There’s one more telegram: Count Orlov agrees to your price: he’ll sell you the Siberian gold mines for three million roubles.
80898.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თანახმა ვარ.
I accept.
80899.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მიეცით დეპეშა მთავარ კანტორას.
Hand the telegram to head office.
80900.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დანარჩენი მერე იყოს...
Leave the rest for later…