მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80901.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კიდევ ერთი ბოდიში, ძვირფასო მეგობრებო, უდროოდ შემაწყვეტინეს ბაასი.
I must apologize again, dear friends, for interrupting our conversation so rudely.
80902.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დაახლოებით ამგვარს დიალოგებს ხშირად გააბამდნენ ხოლმე კვაჭი და ბესო წარჩინებულ ლორდების და ბანკირების დასწრებით.
This was roughly the dialog that Kvachi and Beso had in the presence of distinguished lords and bankers.
80903.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ სტუმრობის დროს მისი საქმური საუბარი „შოკინგ“–ად ითვლებოდა.
Kvachi knew very well that talking business in front of guests was considered "shocking".
80904.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაგრამ ისიც იცოდა, რომ მისი სტუმრები ამის გამო კვაჭის არ გაურისხდებოდნენ, მხოლოდ ჩაიღიმებდნენ.
But he also knew that his guests would not hold it against Kvachi: they just smiled.
80905.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ხოლო კვაჭის მეგობარი ლორდი ბროუქსტონი კვაჭის ასე ამართლებდა: – ყოველ ერს თავისი ჩვეულებანი აქვს.
Kvachi’s friend Lord Brouxton defended him: "Every nation has its customs".
80906.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რა ჰქონდა კვაჭის გონებაში, არავინ იცოდა.
Nobody knew what Kvachi had in mind.
80907.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გავიდა ორი კვირა იმ დღემდის დაუვიწყარ ვახშმის შემდეგ.
Two weeks passed after that still unforgettable dinner.
80908.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი დილის გაზეთს ათვალიერებდა.
Kvachi was perusing the morning paper.
80909.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უცებ ერთს გოჯის ოდენა ასოებით დაბეჭდილ ამბავს მოჰკრა თვალი.
Suddenly his eye was caught by a report printed in inch-high letters.
80910.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
პარიზში ფოსტის მოხელეთა გაფიცვა დაიწყოო.
A postal strike had started in Paris.
80911.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უმალ გაზეთს ხელი გაუშვა და ჩაფიქრდა, ძალიან ჩაფიქრდა.
Kvachi dropped the newspaper and pondered the situation very deeply.
80912.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დიდხანს ჰკანკალებდა შემოქმედების სიცხით და ციებით.
For a long time he trembled with a hot creative fever.
80913.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე ფანქარით რაღაც დასჯღაბნა და ბესოს დაუძახა: – აი, ჩემი ლონდონელ ნაცნობ–მეგობრების სია.
Then he scrawled something in pencil and called for Beso: "Here’s a list of my friends and acquaintances in London".
80914.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყველას აი, ასეთი წერილები დაუგზავნე.
Send them all a letter like this.
80915.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთ დღეში ყველასაგან პასუხი უნდა მივიღო.
I must have a reply from each one in a day’s time.
80916.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
წაიკითხე... მიხვდი? ბესომ ჩაიღიმა.
Read it… You understand? Beso smiled.
80917.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გეგმა უბრალო და მარტივი იყო.
The plan was simple and straightforward.
80918.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეორე დღეს სამოციოდე ლორდმა, მისტერმა და ბანკირმა წერილები მიიღეს.
The very next day about sixty lords, gentlemen, and bankers received letters.
80919.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
„ღრმად პატივცემულო ლორდო (ან მისტერ, ან სერ)! ხვალ საკმაოდ დიდი თანხა უნდა გავუგზავნო ჩემს მთავარ კანტორას პეტერბურგში ყოვლად გადაუდებელ ხარჯების დასაფარავად.
Dear Lord (or Mr, or Sir)! Tomorrow I have to send a rather large sum to my head office in Petersburg to cover all the costs that cannot be put off.
80920.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეტი ნაწილი ამ თანხისა ხელთ მაქვს.
I have most of this sum in hand.