მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80861.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაგრამ თქვენ, ჩვენი სტუმარი ბრძანდებით.
But you are our guest.
80862.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაგაზე ლონდონში მოვილაპარაკოთ.
Let’s discuss that when we get to London.
80863.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბესომ წინდაწინვე დაუმზადა კვაჭის სასტუმრო „ასტორიაში“ შვიდი ოთახი, ავტომობილები და ლანდო ღერბებით, საჯდომი ცხენები და რეპორტერები.
Beso had arranged in advance for Kvachi to have seven rooms in the Hotel Astoria, as well as motor cars, a landau with a coatof-arms, riding horses, and reporters.
80864.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეორე დღეს გაზეთებში კვაჭის ჩასვლის ამბავი დაიბეჭდა.
The next day the newspapers printed news of Kvachi’s arrival.
80865.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ინგლისს ეწვია მეფის ჩამომავალი კავკასიელი პრენსი...
A Caucasian prince of royal origin has come to England…
80866.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დიდი მეგობარი ინგლისისა...
A great friend of England…
80867.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მომხრე რუსეთ–ინგლისის დამეგობრებისა...
A supporter of Anglo-Russian friendship…
80868.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მას ჩამოჰყვა ბრწყინვალე ამალა...
He is accompanied by a brilliant suite…
80869.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თავადი „ასტორიაში“ რჩება...
The prince is staying at the Astoria…
80870.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
პირადი მეგობარი ლორდ ბროუქსტონისა...“
Apersonal friend of Lord Brouxton…
80871.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეორე დღეს ლორდმა ბროუქსტონმა და ლედი ჰარვეიმ კვაჭი ლონდონის სანახავად წაიყვანეს.
A day later Lord Brouxton and Lady Harvey took Kvachi to see the sights of London.
80872.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აჩვენეს პიკადილლი, ვესტენდი, ტრაფალგარი, ჩერინგ კროსსი, სენ–ჯემსი, ტაუერი, ვატერლოო, პავლეს ტაძარი და მრავალი საოცარი სანახაობა.
They showed him Piccadilly, the West End, Trafalgar Square, Charing Cross, Saint James, the Tower, Waterloo, St Paul’s, and many other amazing spectacles.
80873.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვესტმინსტერში კვაჭის პალატის სპიკერი დაუხვდა, ბრიტიშ მუზეუმში მთავარი დირექტორი, საადმირალოში – დიდი ამირბარი.
At Westminster Kvachi was met by the speaker, at the British Museum by the director, at the admiralty by the Admiral-in-Chief.
80874.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმავ საღამოს ბროუქსტონმა კვაჭის პატივსაცემად თავის სასახლეში დიდი სადილი გამართა.
That evening Brouxton held a big dinner at his palace in honor of Kvachi.
80875.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეორე დღეს კვაჭი იახტ–კლუბში მიიწვიეს, მესამე დღეს – სპორტ–კლუბში დაჰპატიჟეს.
The next day Kvachi was invited to the Yacht Club, and the following day to the Sports Club.
80876.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე ყოველი მხრიდან ეპატიჟებოდნენ და მოსვენებას აღარ აძლევდნენ.
After that he was showered with invitations in all directions and had no time to relax.
80877.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ორი კვირის შემდეგ კვაჭიმ ყველას მადლობა გადაუხადა: ერთი ისეთი საზღაპრო ნადიმი მოაწყო, რომ სტუმრებს ეხლაც ხშირად აგონდებათ ის დიდება, შვენება და უცხო სანახაობა.
Two weeks later Kvachi expressed his thanks to everyone by putting on such a fabulous feast that his guests still frequently recall its extent and its strange spectacular beauty.
80878.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმ ვახშამს სამასზე მეტი სტუმარი დაესწრო, სულ რჩეული საზოგადოება ლონდონისა: ლორდები, ვიკონტები, ჰერცოგები, ინდოელი რაჯები, ბანკირები, მექარხნეები და მრავალნი სხვანი–ფულიანნი, წარჩინებულნი და დიდებულნი.
There were more than three hundred guests, all from the elite of London society: lords, viscounts, dukes, Indian rajahs, bankers, factory owners, and many other wealthy, distinguished, and prominent figures.
80879.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სამი საუკეთესო ორკესტრი უკრავდა.
Three of the best orchestras played.
80880.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მღეროდნენ ყოველ მხრიდან საგანგებოდ მოწვეული საუკეთესო მომღერალნი: კარუზო, ბატისტინი, ნელი მელბა, მარია ჰაი და ტიტო რუფფო.
Specially invited famous singers–Caruso, Battistini, Nelly Melba, Maria Haye, and Tito Ruffo–sang from all sides.