მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80921.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დანარჩენი გამოვიწერე ჩემის პარიზელ მოურავისაგან.
The rest I am transferring from my Paris manager.
80922.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაგრამ დღევანდელ გაზეთებიდან გავიგე მეტად სამწუხარო ამბავი: საფრანგეთის ფოსტა–ტელეგრაფი გაფიცვის გამო აღარ მუშაობს.
But today’s newspapers inform me of a very regrettable fact: because of a strike the French post and telegraph are not working.
80923.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამ გარემოებამ ოდნავ არივ–დარია ჩემი ანგარიშები და შეაფერხა ჩემი ჩვეულებრივი ფინანსიური ოპერაციები.
This circumstance somewhat interferes with my accounts and hinders my usual financial operations.
80924.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეს კიდევ არაფერი.
That would not matter.
80925.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენც გაიგებდით, რომ ხვალ ან ზეგ შეიძლება ინგლისის ფოსტაც გაიფიცოსო.
You will understand that tomorrow or the day after the English postal system could also go on strike.
80926.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აღნიშნული გარემოება მაიძულებს, ღრმად პატივცემულო ლორდო (ან მისტერ, ან სერ), ვისარგებლო თქვენის გულუხვი მასპინძლობით, ნდობით და მეგობრობით.
Such a possibility forces me to ask, deeply respected Lord (Mr, or Sir), if I may benefit from your generous hospitality, trust, and friendship.
80927.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ხუთი ათასი გირვანქა სტერლინგი (ზოგს მისწერა სამი ათასი, ზოგს ორი, ზოგსაც ერთი) დამიხსნის უხერხულ მდგომარეობიდან.
Five thousand pounds sterling (to some he wrote three thousand, some–two, some–just one) will release me from an awkward situation.
80928.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყოველ შემთხვევისათვის გიგზავნით ვექსილს ათი დღის ვადით.
In any case, I shall give you a promissory note falling due in ten days’ time.
80929.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დღესვე ვგზავნი პარიზში ჩემს ერთ–ერთ მდივანს, რადგან მეშინიან გაფიცვის გაგრძელებისა.
Today I am sending one of my secretaries, because I fear that the strike may continue.
80930.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამიერიდან მოველოდები შემთხვევას, რათა შესაფერად დავაფასო თქვენი გულკეთილობა და სტუმართმოყვარეობა.
From now on I shall hope for a chance to reward your generosity and hospitality as it deserves.
80931.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
წინდაწინვე გითვლით, ძვირფასო ლორდო (ან მისტერ, ან სერ), გულითად მადლობას დახმარებისთვის და ჩემს მწუხარებას თქვენი შეწუხებისთვის.
I offer you in advance, dear Lord (Mr or Sir), my heartfelt gratitude for your help and my regret for any inconvenience.
80932.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მიიღეთ ჩემი გულწრფელი სალამი და უუღრმესი პატივისცემა.
Please accept my sincere salutations and deepest respect.
80933.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ირაკლი ბაგრატიონ მუხრანსკი, თავადი და ფლიგელ–ადიუტანტი სრულიად რუსეთის იმპერატორისა.
Irakli Bagration-Mukhransky, Prince and Aide-de-Camp to the Emperor of all Russia.
80934.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭის ანგარიში სავსებით გაუმართლდა.
Kvachi’s calculations proved accurate.
80935.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ათიოდე ადრესატს იმ დღეს ვერსად მიუსწრეს, დანარჩენებმა წერილები მიიღეს და თითქმის ყველამ მისცა ფული.
About a dozen addressees were not reached in time, but the others received the letters and almost all of them gave him the money.
80936.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ლორდმა ბროუქსტონმა პირადად ინახულა კვაჭი და ნათხოვნი ერთი ორად ჩაუთვალა.
Lord Brouxton personally visited Kvachi and gave him double what he asked.
80937.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ლედი ჰარვეისაც გაეგო კვაჭის გაჭირვება.
Lady Harvey seemed to understand Kvachi’s predicament.
80938.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭის ნაჩუქარი თვალ–მარგალიტი და საგვარეულო განძეულობა დააგირავა, კვაჭი ტელეფონით დაიბარა და ნაშოვნი ფული ძალით მიაჩეჩა, თან ცხარე ალერსი და სიყვარულიც უხვად დააყოლა.
She pawned the pearls and precious heirlooms Kvachi had given her, summoned him by telephone, and forcibly thrust the money into his hands with passionate caresses and generous affection.
80939.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რა იცოდა საბრალო ლედიმ, რომ ის მოგიჟიანება უკანასკნელი იქნებოდა!
How could the poor lady know that this frenzy would be their last?
80940.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დასხდნენ იმ საღამოს კვაჭი და ბესო და ორი საათი მოანდომეს ფულის დათვლას.
Beso and Kvachi sat down that evening and spent two hours counting the money.