მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80941.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე ზოგი რამ ჩაალაგეს და ავტომობილი მოითხოვეს.
Then they packed a few things and called for the motor car.
80942.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბესომ სასტუმროს დირექტორს განუცხადა: – მათი ბრწყინვალება ბირმინჰამში მიბრძანდება რამდენიმე ქარხნის მოწყობილების სანახავად და სასყიდლად.
Beso explained to the hotel manager: "His highness is off to Birmingham to see the arrangements at a number of factories which he might buy".
80943.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ზეგ დავბრუნდებით, ასე რომ ბინას ვიტოვებთ.
We’ll be back the day after tomorrow, so we’ll keep the room.
80944.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მიუხვ– მოუხვიეს ლონდონის ვიწრო ქუჩებში და მდინარე ტემზით ზღვას მისცეს თავი.
They went up and down London’s narrow streets, and headed along the Thames towards the sea.
80945.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეორე დღეს კვაჭიმ და ბესომ ბირმინჰამის მაგივრად ანტვერპენში ამოჰყვეს თავი.
The next day Kvachi and Beso turned up, not in Birmingham, but in Antwerp.
80946.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აქა ამბავი თვალ–მარგალიტისა, საგიჟეთისა, დუელისა, კინო– სურათისა და მრავალთა საგმირო საქმეთა.
Jewels, a Madhouse, a Duel, a Motion Picture, and Many Heroic Deeds.
80947.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დარბის და დაჰქრის მას აქეთ კვაჭი კვაჭანტირაძე ათიოდე გვარით მთელს ქვეყანაზე.
From now on Kvachi Kvachantiradze, under a dozen different surnames, is racing round the world.
80948.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იგი ხან თავადი ბაგრატიონია, ხან ავღანთა ემირის უფლისწულია, ხან გრაფი ტიშკევიჩია, ხან კიდევ სპარსეთის პრინცი კაჯარია.
Sometimes he is Prince Bagration, sometimes the Afghan emir’s son, sometimes Count Tishkevich, sometimes a Persian Qajar prince.
80949.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვინ მოსთვლის, ვინ აღწერს კვაჭის ხელმარდობას, მისი ნამუშავარის ფერადობას, ნატიფობას და მახვილობას!
Who can assess or describe his sleight of hand, his versatile handiwork, his subtlety and astuteness?
80950.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ნიუ– იორკში მან ერთი თავისი ჭკუისა და გამოცდილების ქალი ჩაიგდო ხელში.
In New York he hit upon a woman with wits and experience equal to his own.
80951.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მცირე ექსპერიმენტით დაიწყეს.
They began with a modest experiment.
80952.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი ერთ მაღაზიაში ბრილიანტების საყიდლად შევიდა და თხილისოდენა ხუთიოდე ქვა აირჩია.
Kvachi went into a shop to buy diamonds; he chose half a dozen stones as big as hazelnuts.
80953.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყველას ხელში ატრიალებდა და ჰსინჯავდა.
He tossed all of them in his hand to assess them.
80954.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამ დროს მისი ახალი ხელქვეითი ქალი შემოვიდა და დახლთან მაღაზიის პატრონს ბაასი გაუბა.
Then his new woman assistant came in and engaged the shop owner in conversation at the counter.
80955.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ ხელმარდად ერთი ბრილიანტი გაუშვა.
Kvachi deftly dropped one of the diamonds.
80956.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იგი ისე ლბილად დაეცა ხალიჩაზე, რომ მისი ხმა ვერავინ გაიგო.
It fell so softly on the carpet that nobody heard a sound.
80957.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმ ქალმა ადგილი შეიცვალა, იმ ქვას ფეხი დაადგა, მერე ბაასი გაათავა და წავიდა, თან ფეხის გულზე აკრული ბრილიანტიც გაიყოლა.
The woman moved her foot to cover the stone, then ended the conversation and left with the diamond stuck to the sole of her foot.
80958.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაღაზიის პატრონმა ძვირფასი ქვის დაკარგვა შეამჩნია და კვაჭის ალმაცერად გადაჰხედა.
The shop owner noticed the disappearance of his precious stone and looked askance at Kvachi.
80959.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი განაწყენდა და თავისი გაჩხრეკა თვითონვე მოითხოვა.
Kvachi took umbrage and demanded that he be searched.
80960.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეორე ოთახში გაიყვანეს და ტანისამოსი გაჰხადეს.
He was taken to a side room and undressed.