მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80961.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე ბოდიში მოიხადეს.
Then they apologized.
80962.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აღშფოთებული კვაჭი ავტომდე გააცილეს, თან წამლად რამდენიმე ათასი დოლარი ჩაუდეს ქურთუკის იმ ადგილის მოსარჩენად, სადაც კვაჭიმ თავმოყვარეობის ტკივილი იგრძნო, ხოლო შეურაცხყოფის ოქმი დაჰხიეს და გადაჰყარეს.
A distressed Kvachi was seen out to his car, with several thousand dollars in his jacket pocket, to soothe the place where his self-esteem had suffered, since a formal complaint of assault had been torn up and thrown away.
80963.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ანტვერპენში, ალმასების ქალაქში, კვაჭიმ თავისი მეგობარი გოგო ერთს ახლად დაარსებულ კერძო საგიჟეთში შეჰგზავნა.
In the diamond-cutting city of Antwerp Kvachi sent his girlfriend to a newly opened private lunatic asylum.
80964.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იცნობთ მესსიე ვერმეს? – ჰკითხა საგიჟეთის დირექტორს.
"Do you know Monsieur Vermet?" she asked the asylum director.
80965.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სამწუხაროდ, არ ვიცნობ.
I’m afraid I don’t know.
80966.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მე ახლად მოსული კაცი ვარ ანტვერპენში.
I’m new to Antwerp.
80967.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვერმე ჩემი მამა გახლავთ.
Vermet is my father.
80968.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჭკუაზე შესცდა საწყალი კაცი.
The poor man’s demented.
80969.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სულ ბრილიანტებზე და მარგალიტებზე ჰფიქრობს და ჰბოდავს.
He’s obsessed with diamonds and pearls and raves about them.
80970.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთი პატარა ჩემოდანი აქვს, ხელიდან არ უშვებს, ჰგონია, იგი ალმასებით არის გატენილიო.
He has a small suitcase he won’t let go of, he thinks it’s stuffed with diamonds.
80971.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ზოგჯერ ისე მოიგიჟიანებს თავს, რომ დასამშვიდებლად ძალას ვხმარობთ.
Sometimes he goes so crazy that we have to use force to calm him.
80972.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უნდა მიიღოთ როგორც პაციენტი.
You must accept him as a patient here.
80973.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დიდი სიამოვნებით, ქალბატონო!
With great pleasure, Madam.
80974.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რაც ძვირფასი ნივთეულობა მქონდა, წამართვა და იმ ჩემოდანში ჩაალაგა, მაღაზია უნდა გავხსნაო.
All the jewellery I had he’s taken from me and put in that suitcase; he says he’s going to open a shop.
80975.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გაფრთხილებთ, ძალიან გაძალიანდება იმ ჩანთის ჩამორთმევას თუ დაუპირებენ.
I warn you that he will fight very hard if anyone tries to take away the bag.
80976.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეგ არაფერი, მოვერევით.
That’s nothing, we’ll cope.
80977.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენ თვითონ მოიყვანთ?
Are you going to bring him yourself?
80978.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დიახ, დღეს ან ხვალ მოვიყვან.
Yes, certainly: We will bring him today or tomorrow.
80979.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე ის ხელმარდი ქალი მესიე ვერმეს მაღაზიას ეწვია.
Then this crafty woman went off to Monsieur Vermet’s shop.
80980.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
საუცხოვო საყურეები, დიდი დიადემა და მსხვილი მარგალიტების მშვენიერი მძივი აირჩია.
She chose a fine pair of earrings, a large diadem, and a beautiful necklace of large pearls.