მოიძებნა 668045 ჩანაწერი
80981.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რამდენი ეღირება? – ეს ასი ათასი... ეს სამოცი... ეს ოთხმოცი.
How much does that come to? That will be a hundred thousand… This is sixty… That is eighty.
80982.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ივაჭრეს. – ოთხმოცდაათი უკანასკნელი ფასია.
They haggled: "Ninety is my final price".
80983.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ქალმა საათს დაჰხედა და დაღონდა – გამოგიტყდებით, მესიე ვერმე, დღეს ჩემი დანიშვნის დღე გახლავთ.
The woman looked at her watch and gave in: "I must confess, Monsieur Vermet, that I’m getting engaged today".
80984.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მამამ სამოცდაათი ათასი მაჩუქა და მე თვითონ მომანდო საჩუქარის არჩევა.
Papa has given me seventy thousand and he’s letting me choose my presents myself.
80985.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეს მძივი ძალიან მომწონს, მაგრამ ოცი ათასი მაკლია.
I like that necklace a lot, but I’m twenty thousand short.
80986.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მამა არ დაიშურებს და დამიმატებს, მაგრამ დაგვიანებისა მეშინიან.
Papa won’t grudge the money, he’ll make it up, but I’m afraid of being too late.
80987.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სანამ სახლში დავბრუნდები, სანამ ჩეკს დამიწერს და სანამ ბანკში მივალ, ბანკიც დაიკეტება.
By the time I get home, get a cheque written, and go to the bank, the bank will be closed.
80988.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შედით ჩემს მდგომარეობაში და გამომყევით.
See it from my point of view, and come with me.
80989.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მესიე ვერმე ჩაფიქრდა.
Monsieur Vermet thought hard.
80990.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კეთილი. წავიდეთ.
All right, let’s go.
80991.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სამივე ნივთი წამოიღეთ, იქნება მამამ საყურეები ან დიადემა აირჩიოს.
Take the three pieces, perhaps Papa may choose the earrings or the diadem.
80992.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მე მძივი მომწონს, მაგრამ მაინც...
I like the necklace, but still…
80993.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვერმემ არჩეული ნივთები პატარა საკში ჩააწყო.
Vermet put the chosen pieces in a little bag.
80994.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ორივენი ავტოში ჩასხდნენ და იმ სამკურნალოს მიადგნენ, რომელიც უფრო სასახლეს ჰგავდა, ვიდრე საგიჟეთს.
They both got into a motor car and arrived at the asylum, which looked more like a palace than a madhouse.
80995.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თავაზით და ღიმილით დაუხვდნენ: – მობრძანდით... დაბრძანდით... მშვენიერი დარია... ცოტაოდენი მოითმინეთ.
They were met with respectful smiles: "Do come in… please sit down… it’s beautiful weather… could you bear with me for a little"?
80996.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ის ქალი ისე იქცეოდა, თითქოს საკუთარ სახლში იყოო: აქეთ იქით ბრძანება მისცა და მერე პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შევიდა.
The woman behaved as if she were at home: she gave orders to various people and then went straight to the director’s office.
80997.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მესიე ვერმე სასტუმრო ოთახში იცდიდა.
Monsieur Vermet was waiting in the drawing room.
80998.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოვიყვანე... თან პატარა საკით წამოიღო ჩვენი ძვირფასეულობა...
I’ve brought him… he’s got my jewels in a little bag…
80999.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გაფრთხილებთ, გაძალიანდება, ბოდვას მოჰყვება.
I warn you, he’ll resist and start raving.
81000.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ის საკი ჩამოართვით.
But take the bag off him.