მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81001.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ნუ სწუხდებით, დაჩვეულები ვართ, გამოცდილება დიდი გვაქვს.
Don’t worry, we’re used to all that, we’ve had a lot of experience.
81002.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დირექტორი და ქალი სასტუმრო ოთახში გამოვიდნენ.
The director came into the drawing room with the woman.
81003.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დიდად სასიამოვნოა თქვენი გაცნობა... აქეთ მობრძანდით...
It’s very good to meet you… please come over here…
81004.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
და მესიე ვერმე მესამე ოთახში გაიყვანეს.
And Monsieur Vermet was led into a third room.
81005.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მამა, რას იტყვი ჩემს ნივთებზე! – წამოიძახა იმ ქალმა და ვერმეს საკი ჩამოართვა.
"Papa, how about my things?" the woman exclaimed as she snatched the bag from Vermet.
81006.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვერავინ გაიგო, ვინ იყო იმ ქალის „მამა“ – ვერმე თუ დირექტორი.
Nobody could work out who this "papa" was: Vermet or the director.
81007.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვერმე იმ ოთახის მოწყობილებამ და სხვანაირად ჩაცმულმა მოსამსახურეებმა დააშინეს.
Vermet was alarmed by the furnishings of this room and the servants’ different clothing.
81008.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შეკრთა და აირია, თავის საკს მისწვდა, მაგრამ ის ქალი ხელიდან გაუსხლტა და ოთახიდან გავარდა.
He jumped back in confusion and clutched his bag, but the woman snatched it from his hand and rushed out.
81009.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვერმე ეცადა გაჰყოლოდა, მაგრამ იმავ წუთს წინდაწინვე დარიგებულმა სამმა ახოვანმა მოსამსახურემ უღონო მოხუცი ბუმბულივით აიტაცეს.
Vermet tried to pursue her, but the feeble old man was instantly seized by three well-built employee.
81010.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გამიშვით!.. ავაზაკებო... ყაჩაღებო!.. ჩემი საკი!.. ჩემი მარგალიტები!.. ჩემი ბრილიანტები!.. – გაჰკიოდა ვერმე, თან ჩიტივით ჰფართხალობდა და კარებისკენ იწევდა.
"Let me go! Bandits! Robbers! My bag! My pearls! My diamonds"! Vermet shrieked, flapping about like a bird and trying to make for the door.
81011.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დამშვიდდით, მესიე ვერმე, დამშვიდდით!..
Calm down, Monsieur Vermet, calm down!
81012.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენი ბრილიანტები უსაფრთხოდ იქნება... დაწყნარდით, ჩვენ ავაზაკები არა ვართ.
Your diamonds will be safe… don’t get so worked up, we’re not bandits.
81013.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მე ექიმი ვარ, გთხოვთ მიცნობდეთ... თქვენ სამკურნალოში ბრძანდებით...
I’m a doctor, let me introduce myself… you are in a clinic…
81014.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ცოტა ხნით აქ დარჩებით და შემდეგ ისევ თქვენს ოჯახს დაუბრუნდებით...
You’ll stay for a short while and then return to your family…
81015.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რაო? ექიმიო?.. სამკურნალო? საგიჟეთი?.. ვინ არის გიჟი, მე თუ თქვენ?
What? A doctor? A clinic? A lunatic asylum? Who’s mad here, me or you?
81016.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აჰა, მივხვდი, მივხვდი!
Aha, I understand, I understand…
81017.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩემი ალმასები! ჩემი ბრილიანტები!
My diamonds! My jewels!
81018.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დამშვიდდით მეთქი, მესიე ვერმე!
I told you to calm down, Monsieur Vermet.
81019.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენი მარგალიტები თქვენს ქალიშვილს აქვს.
Your daughter’s got your pearls.
81020.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რაო? ჩემი ქალიშვილიო?! რას ჰროშავთ, რას მიედ– მოედებით?!
What? My daughter? Are you raving mad? What are you going on about?