მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81021.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ის ჰარამზადა თქვენი ქალიშვილია, თქვენი!
That scoundrel is your daughter, yours.
81022.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩემი? მე ქალიშვილი არა მყავს – არც მე მყავს.
Mine? I don’t have a daughter: - Nor do I.
81023.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
უცებ ყოველივეს მიჰხვდა და კინაღამ მართლა გაგიჟდა: – მაშ გაიგეთ, თქვე გიჟებო და ტუტუცებო, რომ იმ ქურდმა ორივენი მოგვატყუა...
He suddenly realized what had happened and almost went genuinely mad: "Get it into your head, you lunatics and idiots: that pickpocket has tricked both of us"…
81024.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დაიჭით!.. დაეწიეთ!.. ჩქარა! ჩქარა!
Get hold of her… Catch up with her… Quick, quick!
81025.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დაფეთდნენ დირექტორი და მოსამსახურენი.
The director and his employees were seized by panic.
81026.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ხუთ წუთში ვერმემ და დირექტორმა სხაპა–სხუპით ყველაფერი უამბეს ერთმანეთს.
It took five minutes babbling for Vermet and the director to tell each other everything.
81027.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე ეცნენ ტელეფონს, პოლიციას და აგენტებს, მაგრამ გვიანღა იყო: კვაჭი და ის ქალი მიწამ ჩაჰყლაპა.
They quickly telephoned the police and agents, but it was too late: the earth had swallowed up Kvachi and the woman.
81028.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რომში ისევ იმ ქალმა ერთს ვაჭარს მრავალი თვალ–მარგალიტი მიატანინა თავის „საქმროსთან“ და „მამასთან“ – კვაჭისთან.
In Rome this same woman persuaded a dealer to take a lot of pearls and other jewels to her "fiancé" and her "father" - to Kvachi.
81029.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თავადი ეხლავე გეახლებათ.
The prince will see you soon.
81030.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თავადის ქალი და ვაჭარი კაბინეტში დასხდნენ.
The prince’s daughter and the dealer sat down in the office.
81031.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ქალმა თვალ-მარგალიტი გაშალა და ერთხელ კიდევ დაუწყო სინჯვა.
The woman took out the jewels and began inspecting them.
81032.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ამ დროს მოსამსახურემ ქალს მოახსენა: – მარკიზი პალავაჩინი გელოდებათ.
Then a servant reminded the woman: "Marquis Palavacic is waiting for you".
81033.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჩემი საქმრო!? ღმერთო ჩემო!..
My fiancé! My God!
81034.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
არ მინდა, რომ ქორწილამდე ჰნახოს ეს საჩუქარი.
I don’t want him to see this present before the wedding.
81035.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
და თვალის დახამხამებაზე ის ნივთები რკინის განჯინაში შეაწყო, რომელიც კედელში იყო ჩართული, და გასაღებიც ჯიბეში ჩაიცურა.
In an instant she put the jewels in an iron safe which was fixed to the wall, and slipped the key into her pocket.
81036.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სთხოვეთ, მობრძანდეს.
Ask him to come in.
81037.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი შემოვიდა, მოწიწებით თავის „საცოლეს“ ემთხვია და მოიკითხა.
Kvachi entered, kissed his "fiancée" reverently and asked how she was.
81038.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოსამსახურემ ისევ შემოიხედა: – პრინცესა, მამათქვენი ერთი წუთით გთხოვთ.
Then the servant looked in again - "Princess, your father wants to see you for a moment".
81039.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბოდიში... ეხლავე გეახლებით... თქვა და გავიდა.
"Forgive me… I’ll be with you in a moment"… she said as she left.
81040.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ორი წუთის შემდეგ კვაჭიც გაბრძანდა.
Two minutes later Kvachi also left.