მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81041.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
იმ სახლში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
The house was enveloped in the silence of the grave.
81042.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გავიდა ათი წუთი... თხუთმეტი... ოცი... ვაჭარი ასტოკდა, ადგა, დატრიალდა და მრავალჯერ ჩაახველა.
Ten minutes passed, then fifteen, then twenty… The dealer became fidgety, he got up, moved about and coughed several times.
81043.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე მეორე ოთახში გავიდა, არავინ იყო, მესამეში შეიხედა, არც იქ იყო ვინმე.
Then went into the next room, there was nobody there, he looked into another room, there was nobody there, either.
81044.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ისევ მეორე ოთახში დაბრუნდა, რომელიც ზედ ეკრა სასტუმრო ოთახს, სადაც ნახევარი საათის წინ ის ქალი და ვაჭარი თავადს უცდიდნენ.
He went back to the adjacent room which was next to the drawing room, where he and the woman had been waiting for the prince.
81045.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ერთი რამ დაინახა: კედელში რკინის განჯინა იყო გამართული და მისი კარები გაღებული იყო.
All he saw was that the doors of the wall safe were open.
81046.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შემდეგ განჯინაში შეიხედა.
Then he looked into the safe.
81047.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ელდა ეცა და მეხი დაეცა: ეს კარებიც იმ განჯინისა იყო, სადაც იმ ქალმა პირველი ოთახიდან ძვირფასი თვალ– მარგალიტი შეაწყო.
He was thunderstruck: these were the doors to the safe in which the woman had locked up the jewels she had taken from the first room.
81048.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დაფეთებული და გაგიჟებული ვაჭარი თმებს იგლეჯდა, ცალიერ ოთახებში დარბოდა და ჰყვიროდა: – პოლისმენ!.. მიშველეთ!.. გამქურდეს... გამძარცვეს!..
The panicking and maddened dealer tore his hair, ran round the empty room, and shouted: "Police! Help! I’ve been robbed! I’ve been fleeced".
81049.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი და მისი „საცოლე“ მიწამ ჩაჰყლაპა.
The earth had swallowed up Kvachi and his "fiancée".
81050.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ვენაში კვაჭიმ ერთ მდიდარ ებრაელ ბარონს თვალი დაადგა.
In Vienna Kvachi targeted a rich Jewish baron.
81051.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კლუბში უცაბედად იმ ებრაელ ბარონს ხელი გაჰკრა და თვითონვე მიაძახა: – ფრთხილად!.. სალახანავ...
He jostled the Jewish baron as if by accident in a club, but called out: "Careful! Oaf"!
81052.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ აღარ დააცალა და ნიკაპში ოდნავ ორი თითი აჰკრა.
Kvachi interrupted him by flicking two fingers under his chin.
81053.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ასტყდა ჩოჩქოლი და აყალ–მაყალი, რომელიც იმით გათავდა, რომ კვაჭიმ და ბარონმა ერთმანეთს თავიანთი მისამართები მისცეს.
There was an uproar and general commotion, which ended with Kvachi and the baron exchanging addresses.
81054.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეორე დილით კვაჭის სეკუნდანტები – ბესო და ჭიპი ჭიპუნტირაძე იმ ებრაელ ბარონს ეწვივნენ და გამოუცხადეს: – უსისხლოდ ეს საქმე არ გათავდება.
The next day Kvachi’s seconds, Beso and Chipi Chipuntiradze went to see the Jewish baron and informed him: "This isn't going to end without blood".
81055.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე გაკვრით ჩაურთეს: – ნუ აჩქარდებით, ბარონ!
Then they added, casually: "Don’t do anything hasty, baron".
81056.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჯერ სეკუნდანტებს ნუ მიჰმართავთ... ხვალამდე მოითმინეთ...
Don’t send your seconds yet… Wait until tomorrow…
81057.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ავღანთა უფლისწული განთქმული მსროლელია...
The Afghan prince is a famous crack shot…
81058.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თუ გნებავთ, თქვენთვითონ ნახეთ...
If you want, you can see for yourself…
81059.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დღეს, სწორედ ხუთ საათზე პრინცი პრატერის ტირში იქნება.
Today at five o’clock the prince will be at the Prater shooting range.
81060.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოჰგზავნეთ ვინმე, რომ თავად ნახოს.
Send someone to see for himself.