მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81081.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაინც არ მესმის?!
I still don’t understand!
81082.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დუელი იმით გათავდება, რომ უფლისწული ოდნავ დაიჭრება...
The duel will end with the prince being slightly wounded…
81083.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
როგორ მოვაწყობთ ამას, ეს ჩვენი საქმეა.
How we arrange that is up to us.
81084.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბარონს სისხლიანი დუელი ძალიან მოეწონა: – თუ დუელი მართლა პრინცის სისხლით გათავდა, ორასი ინებეთ.
The baron rather liked the idea of a duel with blood: "If the duel really ends with the prince losing blood, then I’ll go to two hundred thousand".
81085.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რვაასი! – ორასს ვერაფერს მოვუმატებ.
Eight hundred! I can’t go above two hundred.
81086.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მაშ ხვალ დილით თქვენს სეკუნდანტებს ველით.
Then we expect your seconds tomorrow at the duel.
81087.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მშვიდობით ბრძანდებოდეთ! – მოითმინეთ!
Goodbye! Wait a bit.
81088.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სამასი, მეტი არ შემიძლიან.
Three hundred, that’s the most I can do.
81089.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ისიც იმ პირობით, თუ პრინცის სისხლი დაიღვარა.
And that’s on condition that the prince’s blood is shed.
81090.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ნახევარ მილიონზე მორიგდნენ და ნახევარი მაშინვე მიიღეს.
They finally agreed on half a million and took half the sum in advance.
81091.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ და ფულის ბარონმა ერთმანეთი ხელწერილებით შეჰკრეს.
Kvachi and the rich baron agreed terms in writing.
81092.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ორი დღის შემდეგ დილა ადრიანად ბესომ კვაჭის ოდნავ მარცხენა მკლავი გაუკაწრა, იარა ოდნავ შეუხვია და შენბრუნის ტყეში წაიყვანა, სადაც მათ ბარონი და მისი სეკუნდანტები დაუხვდნენ.
Two days later, early in the morning, Beso scratched Kvachi’s right arm, bandaged the wound, and took him off to Schönbrünn forest where the baron and his seconds were ready for them.
81093.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აბა, დაიწყეთ! ერთი, ორი... სამი!
Fine, begin! One, two… three!
81094.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბარონმა და კვაჭიმ ერთმანეთს არხეინად დაახალეს დამბაჩები.
The baron and Kvachi calmly fired their pistols.
81095.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ დამბაჩა დააგდო, ხელი მარცხენა მკლავზე იტაცა და, სანამ ექიმი მოვარდებოდა, იარის შესახვევი მოიგლიჯა.
Kvachi threw down his pistol, clutched his right arm, and tore off the bandage before the doctor could get to him.
81096.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბარონი გაიბღინძა და გაამაყდა.
The baron puffed himself up with conceit.
81097.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ავღანის უფლისწული დავჭერი... მკლავში მოვახვედრე... ზრდილობა ვასწავლე! – დღესაც წარა–მარად გაიძახის ის ბარონი.
"I wounded the heir to the Afghan throne... I got him in the arm… I’ve taught him to be polite!" the baron is still exclaiming to this day.
81098.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭიმ და ბარონმა იმავ საღამოს საბოლოო ანგარიშები გაასწორეს, ერთმანეთს ხელწერილები დაუბრუნეს და იმავე კლუბში შერიგების ქეიფი გაჰმართეს.
That evening the baron and Kvachi settled accounts, returned each other’s signed notes, and held a reconciliation banquet in the same club.
81099.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბარონი კვლავ იბერებოდა და თავის მეგობრებს ეუბნებოდა: – მადლობა ღმერთს, რომ ასე ადვილად გადარჩა ჩემი მეგობარი უფლისწული.
The baron was even more conceited and told his friends: "Thank God my friend the prince got off so lightly".
81100.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
პრინც, ბრუდერშაფტი დავლიოთ!
Prince, let’s drink Bruderschaft.