მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81101.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბედი გქონია... ჰო, იმას მოგახსენებდით: ბედი ჰქონია მეთქი.
You’ve been lucky… Yes, I tell you, you must be a lucky man.
81102.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჯერ შიგ გულში დავუმიზნე, მაგრამ შემეცოდა ასეთი ვაჟკაცი და... მკლავში დავუმიზნე და მოვარტყი.
I aimed at his heart first, but I felt sorry for such a fine man and… aimed at his arm, and I hit it.
81103.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი იღიმებოდა, სვამდა და ხან–გამოშვებით ბარონს მეგობრულად მხარზე ხელს უტყაპუნებდა.
Kvachi smiled, drank, and every now and again clapped the baron on the shoulder in a friendly way.
81104.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გავიდა ხანი, ავღანის უფლისწულმა იმ ფულსაც მალე მოუგრიხა კისერი.
Time passed, and the heir to the Afghan throne got through this money, too.
81105.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭის გაუჭირდა, ძალიან გაუჭირდა!
Kvachi was in trouble, deep trouble.
81106.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გაჭირვებისგან კვლავ შემოქმედების ციებ–ცხელება აუვარდა.
Because of the trouble he had another attack of creative fever.
81107.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მშობიარესავით დიდხანს იწურებოდა, იჭინთებოდა და ერთი კოხტა კომბინაცია მოიგონა.
Like a woman giving birth, he sweated and strained for a long time, before devising a neat plot.
81108.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჯერ ძაფები გამოჰკვანძა, ბადე დასწნა, ყველაფერი რიგზე დაალაგა და მერე ერთ ბანკის დირექტორთან მივიდა.
First he knotted the threads to plait a net, got everything ready, and then went to see the manager of a bank.
81109.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გთხოვთ მიცნობდეთ: მე გახლავართ პატტეს წარმომადგენელი.
Let me introduce myself, I’m a representative of Pathé.
81110.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბანკის გაძარცვის შესახებ ვიღებ ფილმს.
I’m making a film about a bank robbery.
81111.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გვინდა რომ თქვენ და თქვენმა მოსამსახურეებმა ითამაშოთ, სამუდამოდ ეკრანზედაც დასტოვებთ თქვენს თავს და ფულსაც მიიღებთ.
We want you and your employees to play a part, you will immortalise yourselves on screen and you’ll be paid for it.
81112.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დირექტორს მოეწონა იდეა: – ძალიან კარგი... მადლობელი...
The manager liked the idea: "Very good… we’re grateful"…
81113.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თავის თანამშრომლებს დაუძახა და ეს ამბავი შეატყობინა.
He called in his colleagues and told them the news.
81114.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყველანი აცქმუტდნენ და ყველას კუდის ქვეშ არტისტის ბუზანკალები შეუსხდნენ.
They all became eager, being secretly convinced of their artistic talent.
81115.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ხვალ ან ზეგ გეახლებით, დაგარიგებთ და მცირე რეპეტიციას მოვახდენთ!
Tomorrow or the day after we’ll come and tell you what to do and hold a little rehearsal.
81116.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჰო, მართლა! პოლიციასაც შეატყობინეთ, თუმცა მე თვითონაც მივალ და მოველაპარაკები.
Yes, in fact, we’ll tell the police, too, in fact I’ll come in person and talk to them.
81117.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დირექტორი ტელეფონს დასწვდა: – ალლლო!
The manager reached for the telephone:"Hello"!
81118.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მესიე გრად, თქვენ ბრძანდებით?
Monsieur Grade, is that you?
81119.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
გაუწყებთ, რომ ხვალ ან ზეგ ჩვენი ბანკი უნდა გასძარცონ.
This is to inform you that our bank is going to be robbed tomorrow or the day after.
81120.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
რაო?.. ვინ?.. რას ამბობთ?
What? Who? What are you saying?