მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81141.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აბა, ჯერ ამ სცენიდან დავიწყოთ.
Well, let’s begin with this scene.
81142.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
პირველო ბანდიტო, დაიწყეთ!
First robber, start.
81143.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჭიპი ჭიპუნტირაძე დირექტორის კაბინეტში შევარდა, დირექტორი შიშით მოჰკლა და ტელეფონი მართლა გადასჭრა.
Chipi Chipuntiradze rushed into the manager’s office, frightened the manager to death, and actually cut the telephone wires.
81144.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დირექტორის სცენა გათავდა.
That’s the end of the manager’s scene.
81145.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეხლა მოლარესთან გავიდეთ.
Now let’s go to the cashier.
81146.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
არტისტები საერთო დარბაზში გავიდნენ და გადაღება გააგრძელეს.
The performers went to the main hall and went on shooting.
81147.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აბა, დალაგდით!
Right, take your places!
81148.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ყველანი თავ–თავიანთ ალაგებზე ისხედით...
Everyone, sit where you’re supposed to be.
81149.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეხლა გადავიღოთ სალარო.
Now we’re filming the till.
81150.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე დანარჩენების ჯერიც მოვა.
The others will get their turn next.
81151.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აბა, მეორე, მესამე და მეოთხე ბანდიტებო, დაიწყეთ!
Right, second, third, and fourth robbers, start!
81152.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჭიპი ჭიპუნტირაძე, ლადი ჩიკინჭილაძე და ბესო შიქია სალაროში შეცვივდნენ.
Chipi Chipuntiradze, Ladi Chikinjiladze, and Beso Shikia attacked the till.
81153.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
კვაჭი დარბის და ჰყვირის: – ასწით ხელები, ასწით!..
Kvachi is running about, shouting: "Raise your hands, raise them"!
81154.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენ პირი დააღეთ!
Open your mouth, you!
81155.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ნუ იღიმებით!.. მიბრუნდით, მიბრუნდით!
Don’t smile! Turn your back, turn your back!
81156.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბესო, ჩაალაგე!.. ჭიპი, მოჰხვეტე!..
Beso, take it out! Chipi, rake it in!
81157.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აბა, მოუსვით, ბიჭებო!..
Right, run for it, lads!
81158.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მოლარევ, მიბრუნდი, მიბრუნდი!
Cashier, turn your back, turn your back!
81159.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სანამ კვაჭი ჰბრძანებლობდა, ოპერატორი აპარატს ატრიალებდა, მოლარენი არტისტობდნენ და დანარჩენები სულელურად იღიმებოდნენ.
While Kvachi was giving orders, the cameraman was turning the camera, the cashiers were acting, and everyone else was smiling stupidly.
81160.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ჭიპიმ და ლადიმ მართლა მოჰხვეტეს ფული, ჩაალაგეს და მოუსვეს.
Chipi and Ladi really had raked and packed the money and run for it.