მოიძებნა 668045 ჩანაწერი
81121.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დამშვიდდით, მეგობარო, დამშვიდდით!
Calm down, dear friend, calm down.
81122.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სურათი უნდა გადაიღონ ეკრანისათვის... ჰო, ჰო, თქვენც გადაგიღებენ.
They’re making a motion picture… Yes, yes, you’ll be in it too.
81123.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეხლავე მოვა თქვენთან პატტეს რეჟისორი.
Pathé’s manager is coming to see you right now.
81124.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეორე დღეს კვაჭიმ და ბოქაულმა ბანკის მიდამოებში პოლიციელებს ჩამოუარეს.
The next day Kvachi and the police inspector did the rounds of the policemen in the area near the bank.
81125.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბოქაული ყოველ პოლიციელს ეუბნებოდა: – კინოსთვის ბანკის გაძარცვის სურათი უნდა გადაიღოს ამ კაცმა.
The inspector told each one of them: "This man is shooting a cinema film about a bank robbery".
81126.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბანკში და ახლო–მახლო განგებ ალიაქოთს ასტეხენ.
They’re deliberately causing mayhem in and around the bank.
81127.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
შენც გადაგიღებენ, მაგრამ სანამ ამ კაცმა დარიგება არ მოგცეს, ადგილიდან ნუ დაიძვრები და ალიაქოთში ნუ ჩაერევი... გაიგე?
You’ll be in the picture too, but don’t move a step and don’t try to stop the mayhem until this man gives you the order… Understand?
81128.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
სხვებსაც უთხარი... ხალხი დაარიგე, ნუ აღელდებიან და არტისტებს ნუ დაედევნებიან.
Tell the others, too… Order people not to be alarmed and not to chase the actors.
81129.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე კვაჭი და მისი ამალა ბანკში შევიდნენ და კამერაც მოაწყეს.
Then Kvachi and his suite entered the bank and set up his camera.
81130.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ბანდიტები რომ შემოცვივდებიან, ყველანი უნდა შეშინდეთ...
When the robbers come rushing in, everyone has to be scared…
81131.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენ მაგიდის ქვეშ შეძვერით...
You hide under the table…
81132.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენ დირექტორის ოფისში გაიქეცით...
You run into the manager’s office…
81133.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენ ვერ ასწრებთ სალაროს დაკეტვას, ხელები ზევით ასწიეთ და შიშისგან პირი დააღეთ...
You won’t have time to lock up the till, raise your arms and open your mouth with fear…
81134.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მეტი არაფერი... ბანდის დევნას ქუჩაში გადავიღებთ...
That’s all … We’ll film you chasing the robbers in the street…
81135.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
აბა, დალაგდით... თქვენ მარცხნივ მიიწიეთ, თქვენ – მარჯვნივ...
Right, take your places… You move to the left, and you–to the right…
81136.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
თქვენ გარეთ ნუ იხედებით, პირი აქეთ მოიბრუნეთ...
Don’t look outside, turn your face this way…
81137.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
მერე კვაჭი დირექტორთან შევიდა: – ეს ბანდიტი თქვენთან შემოვარდება და დამბაჩას დაგიმიზნებთ, თქვენ შიშისგან ვერ გაინძრევით.
Then Kvachi went into the manager’s office: "This robber will rush in to your office and aim a pistol at you, you’ll be too frightened to move".
81138.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
ეს ტელეფონს გადასჭრის და...
He’ll cut the telephone and…
81139.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
დამბაჩა გატენილი ხომ არ არის?
The pistol isn’t loaded, is it?
81140.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეოთხე
არა, ნუ შეშინდებით...
No, don’t worry…